გურიის პრეზიდენტი - "ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი"

ისტორია

გურიის პრეზიდენტი - "ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი"

2019 სექ 30 17:29:30

ბოლშევიკებს და კომუნისტებს მშვენივრად გამოსდიოდათ ტვინის გამორეცხვა, ბევრი მათ მიერ დაწყებული საქმე დღესაც ინერციით (ამდენი წლის განვლის შემდეგ) მიექანება. ბევრი ადამიანი, რომელიც გადაკარგეს და ამორეცხეს ადამიანთა მეხსიერებიდან, დღემდე ჩვენთვის დაკარგულად ითვლება. ამ ადამიანებმა კი სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს, როცა თითქოს არაფერი უშლის მათ დაბრუნებას და სათანადო პატივის მიგებას, ისინი ისევ ჩრდილში არიან. ერთ-ერთი მათგანია ბენია ჩხიკვიშვილი.

როცა საქართველო გააწითლეს, ბოლშევიკებმა მაშინვე დაიწყეს ისტორიის გადაწერა. ცნობილი ბოლშევიკი ბარონ ბიბილეიშვილი საკუთარ მემუარებში ,,მეოთხედი საუკუნის მანძილზე” (1926) დიდ დროს უთმობს გურიის რესპუბლიკას. ის წერს.: ,,1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოს ცალკე მაზრებში და ოლქებში შემოიღეს საკუთარი რევოლუციონური თვითმმართველობა... ეს რესპუბლიკები იოლად მიდიოდენ უპრეზიდენტოდ, რადგან ,,პრეზიდენტობას” იქ პარტიული კომიტეტი სწევდა...” თუ რატომ და რისთვის იტყუებოდა ბიბინეიშვილი, სავსებით გასაგებია, რათა მიეჩქმალა გურიის პრეზიდენტის ბენია ჩხიკვიშვილის სახელი, მარა ამ დღევანდელ საზოგადოებას, ისტორიკოსებს, ხელისუფლებას რა სჭირთ, ასეთი გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფია რომ აქვთ მიჩუმათებული? ვითომ გაუნათლებლობას დავაბრალო? არა მგონია, აქ როგორც ჩანს, რაღაც სხვა დინებებია. უმრავლეობას ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა ჰყავთ ათვალისწუნებული და ბენია კი იქ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო...

ახლა ორიოდე სიტყვით ამ დიდი პიროვნების ბიოგრაფიის ზოგიერთ უცნობ დეტალზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ბენია ჩხიკვიშვილს სხვანაირად გურიის მეფესაც უწოდებდნენ. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან 958 ხმა მიიღო, მას ხშირად უწოდებდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”.

ის ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა და ყოველი შემხვედრი მას მოწიწებით გზას უთმობდა. მას ,,ყველანი უგონებდნენ და სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებდნენ იმის განკარგულებას”. ერთხელ ვინმე სიმონ კიღურაძემ ჩხიკვიშვილის დაუკითხავად შეადგინა თხოვნა, რათა კაზაკებს ოზურგეთი დაეტოვებინათ. ეს ამბავი გაიგო ბენიამ, დაიბარა კიღურაძე და 24 საათით დააპატიმრა. იმ დროს კი ის, ჯერ 25 წლისაც არ იყო. მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ რკინიგზაზეც, რომელიც ხან გაფიცულთა, ხან კიდევ ხელისუფლების ხელში იყო. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ. თურმე ჩხიკვიშვილი თავად ანაწილებდა ნავთსა და სურსათს და ამარაგებდა ოზურგეთს. ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე მოგონებებში წერდა მის შესახებ: ,,ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილია როგორც გურიის პრეზიდენტი. ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ხმა ქონდა ჩახლეჩილი, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები, ვეებერთელა კაცი”. სხვათაშორის, მის შესახებ ამბობდნენ, რომ გურიაში ,,ბენია ჩხიკვიშვილი (,,კაცი მარჯვე და მომქმედი”), რომ არ ყოფილიყო, ათჯერ უარესი უბედურება დატრიალდებოდაო”. ოზურგეთის მამასახლისის, ვასილ ხუნდაძის თქმით, ,,ვიცნობ ბ. ჩხიკვიშვილსაც, როგორც კაცს ჭკვიანს, პატიოსანს, წინდახედულს, აუჩქარებელს და მშვიდს. ის მუდამ წინააღმდეგი იყო ტერორისა და სხვა რამ ძალადობისა”.

ემილ ვანდერველდე, ბელგიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი, ბელგიის სამეფოს იუსტიციისა და სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც 1920 წელს სხვა სოციალისტებთან ერთად საქართველოში იმოგზაურა, აღნიშნავდა: ,,ნათქვამია, რომ ხალხს რელიგია, ენა და რასა აყალიბებს. საქართველოს ეკლესიას რუსეთის წმინდა სინოდის წინაშე უკან არასდროს დაუხევია. ხალხურმა ენამ რუსიფიკაციის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ასი მცხოვრებიდან სამი მეოთხედი წარმოშობით ქართველია და როცა მსურს, მათი სინატიფე, დახვეწილი გარეგნობა, ამაყი, ვაჟკაცური მშვენიერება გავიხსენო, ვუყურებ სურათს, რომელიც თბილისის თავმა (ჩხიკვიშვილმა -ი.მ.) მომცა, სადაც იგი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, კავკასიის სასაზღვრო სვეტის გვერდით დგას.”
ერთხელ ერთ ქურდს გურიიდან გასახლება ელოდა. ამ დროს სასამართლოზე წამოდგა ბენია ჩხიკვიშვილი და განაცხადა: ,,ამხანაგებო, გადასახლება ამ კაცისა უსამართლობა იქნება. ბევრი ხანი არ არის, რაც ქურდობა არა თუ სათაკილოდ, საპატიო საქმედ მიგვაჩნდა და ბევრი ჩვენგანიც მას ჩადიოდა. ეხლა დრო და აზრი შევიცვალეთ. ერთ წუთს ყველანი ხომ არ გარდაიქმნებიან, დავაცადოთ ამ კაცსაც, მივსცეთ ძმური დარიგება და თუ არ გასწორდა, მერე სხვა რამ მოვიგონოთო”. ქურდი გაათავისუფლეს...




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...