პავლე მახარაძე

ისტორია

პავლე მახარაძე

2019 სექ 23 14:18:51

გურული მხედრების პირველი გუნდის ლიდერი ივანე მახარაძე ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვედა ბახვში, მას ჰყავდა სამი ძმა: სილიბისტრო, პავლე და ალექსანდრე. პირველ მოგზაურობაში, 1892 წელს, მას ძმები არ ახლდნენ. მომდევნო წელს (1893 წლის 10 აპრილი) ისინი ამერიკაში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდნენ. პრინცი ივანე მახარაძე (ასე უწოდებდნენ გუნდის მეთაურს), ლუკა ჩხარტიშვილი, ქიშვარდ მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი, ივანე (პატარა) მეტსახელად `ჩოხაგრძელა~ მახარაძე, სოლომონ დგებუაძე, სილიბისტრო მახარაძე, გიორგი კალანდარიშვილი, იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.

ახლა შემოგთავაზებთ ზოგიერთ ცნობას პავლე მახარაძის შესახებ:

ერთხელ ხელფასის გამო გურულებმა პარიზში გაფიცვა მოაწყვეს. როგორც გაზეთი New York Times (14 მაისი, 1905) იუწყებოდა: `ბაფალო ბილ ქოუდის პრობლემები ჰქონდა კაზაკებთან. 14 მათგანი მოითხოვდა გასამრჯელოს გაზრდას, პარიზში დამატებითი ხარჯების გამო. მიიღეს რა უარი, მათ დატოვეს შოუ. ქოუდიმ მათ მაშინათვე უჩივლა და თითოეულისაგან მოითხოვა 100 დოლარი ანაზღაურება მიყენებული ზარალისათვის. ეს მოჯირითეები იყვნენ: სოლომონ იმნაძე, სილოვან ჩხარტიშვილი, პავლე მახარაძე, სიმონ ორაგველიძე, ნიკოლოზ ცინცაძე, ხარიტონ ჭყონია, მირონ ჭყონია, ივანე ბარამიძე, ივანე ჯორბენაძე, ნიკოლოზ სურგულაძე, უშანგი კვიტაიშვილი, ალექსანდრე მურვანიძე. სამი დღის შემდეგ მოჯირითეებმა სთხოვეს ქოუდის შოუში უკან მიღება, მაგრამ უკვე გვიანღა იყო, რადგან მათ ადგილზე უკვე სხვები გამოიძახეს. უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით ზოგიერთი ისევ მიიღეს სამუშაოზე, რადგან შემდეგში მათი გვარები ფიგურირებდა ბაფალო ბილის შოუს პროგრამებში. ასევე დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ,,კაზაკებმა” უარი თქვეს ერთ შოუში მუშაობის გაგრძელებაზე, რადგან მათ ხელფასი არ გადაუხადეს. გურულებმა ადვოკატიც კი დაიქირავეს, თუმცა როგორ დასრულდა ეს დავა, ჩემთვის უცნობია.

პავლე მახარაძის ქალიშვილები ფორთო და თამარი იგონებდნენ: ,,ჩვენი ბიძები და მამა პირველ წასვლაზე, სულ ერთ წელიწადს დარჩნენ, რომ ჩამოვიდნენ, მერე უფროსი ძმები ივანე და სილიბისტრო რამდენჯერმე წავიდნენ. პავლე კი დაოჯახდა მადიო ანთაძეზე და დარჩა, არ წავიდა. მეორე წასვლაზე, პავლეს ნაცვლად, ალცანდრე (ალექსანდრე) წავიდა... მესამედ რომ მიდიოდნენ, მამაჩემმა ცოლის ბიძაშვილი ნიკოლა ივლიანეს ძე ანთაძე წაიყვანა. ნიკოლა სამჯერ იყო ამერიკაში, მერე ფეხების დამბლა დაემართა და დაეთხოვა (სხვათაშორის, ფეხების ავადმყოფობა დაემართათ სხვა მოჯირითეებსაც, მათ შორის ლუკა ჩხარტიშვილს და პანტელეიმონ ცინცაძეს _ ი.მ.). მამაჩემმა ერთხელ დედაჩემს და სხვა ქალებს ბათომში პარახოთი ,,მარიაც” დაათვალიერებინა.”

პავლე მახარაძემ სხვა გურულებთან ერთად მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ბევრი ქვეყანა მოიარა და დიდი წარმატება ხვდა წილად.

გასაბჭოების შემდეგ, ისევე როგორც სხვა მხედრებს, პავლეს ოჯახსაც არ დაადგა კარგი დღე. შვილების მოგონებიდან: ,,მამა 1917 წელს გარდაიცვალა. /შინსახკომელებს/ ყველა /მოჯირითეს/ ოჯახიდან მიჰქონდათ ამერიკიდან ჩამოტანილი ნივთები, ჩვენი ოჯახიდან ბოლოს სავარცხელი და ტანსაცმლის საკიდი ჯოხიც წაიღეს, დედაჩემი განცდილი შიშისაგან ლოგინად ჩავარდა. ყოველთვის ელოდებოდა ,,შინსახკომელების” მოსვლას...”

ამას წინათ ვკითხულობდი ცნობილი ეთნოლოგის ჯულიეტა რუხაძის წიგნს _,,ცოცხალი ისტორიები”  და იქ გადავაწყდი ფორთო მახარაძის სახელს. თურმე ქალბატონ ჯულიეტას მისგან ინტერვიუ ჩაუწერია 1981 წლის ივლისში, შუა ბახვში, როცა ქალბატონი ფორთო 84 წლის იყო. ის საუბრობდა საველე სამუშაოებზე, ბრინჯის ნათესებზე, საყოფაცხოვრებო ამბებზე. ამონარიდი ინტერვიუდან: ,,ჩვენ აზნაურები ვიყავით. ნიგოზი გვქონდა ბევრი, აგერ აბანოზე ნაკაიძნეები რომ იდგა, იქ გვქონდა მიწები. ლობიო და სხვა რაც ეთესა ნიგვზიანა ყველაფერი სანახევრო იყო, ჩალა არ გვინდოდა. ტყე რომ იყო, იმასაც საზიაროთ ვაძლევდით, მოგვიტანდენ ტყეს სახლში _ შეშას. ნაკაიძეს ქონდა ყანა გაცემული ჭანიშვილზე, ყანა არ მიცა ჭანიშვილმა და ქე მოკლა ნაკაიძე. ზოგი მიწა სამესამედითაც ქე იყო. ღომი გვქონდა გაცემული საზიაროთ, თაველს მოგვიტანდა. ღომი ჯერე უნდა გაგვეწყო ღომის ნალიაში. ისრით დახურული იყო ჯარგვალი და იქ გავაწყობდით ღომს”.




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...