ახალბედა ფერმერი ჭოროხის პირიდან

კარმიდამო ჩემი

ახალბედა ფერმერი ჭოროხის პირიდან

2015 მაი 1 16:35:16

ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს სოფლებს ტოვებს და ბედს დიდ ქალაქებში ეძებს, მიწის დამუშავებას არამომგებიანად თვლის, საქონლისა და ფრინველის მოშენებასაც უამრავ სირთულეს უკავშირებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც სირთულეებს არ ეპუებიან, ქალაქიდან სოფლისკენ მიუწევთ გული, მიწის დამუშავებაზე, საქონლის მოშენებაზე და ფრინველის გამრავლებაზე ფიქრობენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდის _ გოჩა დუმბაძის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც ქალაქ ბათუმიდან ჭოროხის პირას აუთვისებელ ჭალებში გადასახლდა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო.

გოჩა დუმბაძე 30 წლისაა. მშობლები, ქედის რაიონის სოფელ აგოთიდან ბათუმში 14 წლის წინ იძულებით გადმოსახლდნენ, რადგანც საცხოვრებელი დაემეწყრათ და იქ ცხოვრება საშიში გახდა.

გოჩას ეკომიგრანტის სტატუსი აქვს. იგი ამბობს, რომ ცხოველები, მცენარეები და მიწაზე ფუსფუსი უყვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ სად არ იმუშავა, რამდენიმე წელი თურქეთშიც დადიოდა სამუშაოდ, მაგრამ გასულ წელს მტკიცედ გადაწყვიტა, საკუთარი ოცნება აესრულებინა _ გადაწყვეტილება სისრულეშიც მოიყვანა.

_ ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები, შეიძლება ითქვას, რომ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ საქმისთვის მომეკიდებინა ხელი. ამ ყველაფერს სირთულე ახლავს, მაგრამ სირთულეების დაძლევა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, არ დაგეზაროს და შენი საქმე გიყვარდეს, _ ამბობს იგი.

გოჩა პირველ ნაბიჯებს იხსენებს და ეცინება: _ სამი ქათმის ყიდვით დავიწყე ყველაფერი. მერე კოტეჯი ავაშენე, სამეგრელოდან თხები ჩამოვიყვანე, მინდოდა, მეგრული ჯიშის თხა მყოლოდა, სუფთა სისხლის. ამიტომ კითხვა-კითხვით მოვძებნე და ჩხოროწყუში ჩავაღწიე. ძროხები მახლობელ სოფლებში შევიძინე, ციცარი და სხვადასხვა ჯიშის ქათმები კი ხანაც ბაზარში, ხან კიდევ სოფლებში ნაცნობების დახმარებით იაფად ვიშოვე. ყველაფერზე არ მეყო თანხა, ამიტომ ვცდილობდი, რომ იაფად მეშოვა და მცირედით დავკმაყოფილებულიყავი, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

დასაწყისში არა, მაგრამ მოგვიანებით ახალბედა ფერმერს მეურნეობის გასაფართოებლად ბანკიდან სესხი დასჭირდა, რადგანაც დანაზოგი არ ჰქონდა:  _ მე რასაც ვმუშაობდი, ის თანხა ფაქტობრივად არსებობისათვის მჭირდებოდა. ხუთი ათასი ლარი ავიღე სესხად და ახლა ყოველთვიურად ვისტუმრებ ბანკის ვალს. ღმერთს მადლობა _ გადახდაზე პრობლემა არ მექმნება, _ გახარებული მეუბნება გოჩა.

გოჩა დუმბაძის მეურნეობა რამდენიმე მეწველ ძროხას, თხებს, ქათმებს, იხვებს და ციცრებს მოიცავს. გარდა ამისა, აქვს კარტოფილის ნარგავები და ბოსტნეულის ნათესებიც. რძეს ადრე აბარებდა, ბოლო პერიოდში კი ცდილობს თავად დაამუშაოს და ყველი, ნაღები, ნადუღი თუ მაწონი თავად აწარმოოს: _ იმდენი დრო კი მაქვს, რომ რძე თავად დავამუშაო. ასე მირჩევნია. ოჯახისთვისაც დამრჩება და გასაყიდადაც შემიძლია გავიტანო, _ ამბობს გოჩა და საოჯახო მეურნეობაში დამზადებულ ერბოს მაჩვენებს _ ფერი და გემო არ დაეწუნება. ეტყობა, ესეც კარგად გამოსდის.

გოჩა ფერმერთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ, მწირი შესაძლებლობის მიუხედავად, საქმიანობაში ტექნოლოგიური მიღწევები გამოიყენონ და მოსავლიანობა აამაღლონ. ამისთვის აქტიურად იყენებენ ინტერნეტსაც. თავისუფალ დროს, მეცხოველეობასა და მეფრინველობასთან დაკავშირებით, მსოფლიო სიახლეებს ეცნობა და საკუთარ მეურნეობასა და მიდგომებში მათ გამოყენებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტმაღაზიით ამერიკაში ინკუბატორიც შეიძინა. ახლა ამ ინკუბატორში ბატის კვერცხები დევს და ორ კვირაში ჭუკები გამოიჩეკება. თუმცა, სურს უფრო უკეთესი ინკუბატორის შეძენა, რომლითაც წარმოების გაფართოებასა და სახორცე ფრინველის გამოზრდასაც შეძლებს:

_ მალე ფარშევანგის კვერცხებს მივიღებ. მინდა, ფარშევანგებიც გავამრავლო... ხოხობზეც ვფიქრობ. მსურს, ყველაფერი მყავდეს, მაგრამ ერთდროულად ვერ ვახერხებ. ამიტომ, ნელ-ნელა ვამრავლებ და ვფართოვდები. ვცდილობ, საკუთარ რესურსებს მოვუყარო თავი და ამით გავზარდო მეურნეობა. თავდაპირველად ცოტა შიში მქონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ გავწვდები, მთავარია, ვიშრომო, _ მეუბნება იმედიანი განწყობით აღსავსე გოჩა დუმბაძე და დასძენს, რომ თავის დროზე არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას დახმარებისათვის, თუმცა, პასუხი უარყოფითი იყო.




 ახალი ამბები
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...
  • თავისუფლების მოედანზე შეკრებილები დაიშალნენთავისუფლების მოედანზე შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ამის შემდეგ საკომუნიკაციო საშუალებებიც ხელმისაწვდომი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...