საბჭოური სიზმარი თუ რეალობა

კარმიდამო ჩემი

საბჭოური სიზმარი თუ რეალობა

2015 ნოე 26 23:48:18

რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში სტუმრად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელ  პროგრამებსა და ამ მხრივ გამოყოფილ სახელმწიფო დაფინანსებაზე ისაუბრეს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი სახელმწიფოს მხრიდან მსგავს მიდგომას "ქართული ოცნების საბჭოურ სიზმარს" უწოდებს:

"პოპულისტურ პოლიტიკას არ ძალუძს მყარი ეკონომიკური სისტემის შექმნა. ის სოციალიზმის ნაბიჯ-ნაბიჯ გახორციელების ხერხია,"- _ამბობს ლუდვიგ ფონ მიზესი. ლანჩხუთში, ამ შეხვედრაზე  სამინისტროს წარმომადგენელმა სხვა მრავალ დაპირებასთან  ერთად, თქვა: "მინისტრის დონეზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ლანჩხუთში ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ძლიერი, დიდი ქარხნის მშენებლობის შესახებ. ასევე, ჩატარდება 50 ჰა-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეკულტივაცია". პირდაპირ ვიტყვი, რომ ესაა "ოცნების" ჩვეულებრივი, სოციალისტური თვალთმაქცობა. რომც აშენდეს ასეთი ფაბრიკა, მას არ ექნება არავითარი ეკონომიკური დატვირთვა. ასეთი საბჭოური გამოხდომების , სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში მოკალათებული ჩინოვნიკების კორუფციული ინტერესები და საარჩევნო კონიუნქტურა დგას, რომელთაც, ჩვენდა სავალალოდ, მოსახლეობის მხრიდან საბაზრო ეკონომიკის ანბანის არცოდნა და კომუნისტური წარსულიდან მომდინარე მენტალობა ასაზრდოებენ. დავსვათ მარტივი კითხვები: სად მიაქვთ მაგ ფაბრიკაში წარმოებული პროდუქცია?! გაუწევს კონკურენციას ხარისხითა და ფასით შემოტანილ, იმპორტულ საქონელს?! მინდა ვკითხო ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეებს: თქვენი პრობლემა რა არის _ არასაკმარისი სიმძლავრეები, თუ გასაღების ბაზრების სიმწირე? თქვენ რა, გაყიდეთ უკვე მთელი ნაწარმი და ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აუდიხართ და ახალი, სახელმწიფო ფულით აშენებული, ქარხანაა საჭირო? იქნებ ნედლეული, ჩაის ფოთოლი, გინდათ მეტი და ვერ შოულობთ, სახელმწიფო თანხებით პლანტაციების აღდგენაზე რომ მიდის საუბარი?! და თუ ეს ასეა, რატომ თქვენ თავად არ აფართოებთ წარმოებას? რატომ კერძო ინვესტიციებს არ მოიზიდავთ? პასუხი მარტივია: საკუთარს ყველა უფრთხილდება, წინასწარ განწირულ საქმეში ფულს არავინ ჩადებს, სახელმწიფოს ფული კი არავის ენაღვლება, ის კი არა, ხელის მოთბობაც შეიძლება. ნუთუ კითხვა არ გვებადება რატომ დაიხურა და მეტიც, აღიგავა პირისაგან მიწისა საბჭოთა დროს მოქმედი ყველა, მიაქციეთ ყურადღება, ყველა სახელმწიფო ჩაის ფაბრიკა, პრივატიზებული თუ არაპრივატიზებული?! და აქ არ გამოდგება პრიმიტიული არგუმენტები: ცუდმა ხალხმა "შეჭამა", მხედრიონმა დაანგრია და გაყიდა, ამერიკას და მასონებს არ უნდოდათ ჩვენთან რომ ფაბრიკა-ქარხნებს ემუშავათ და სხვა მსგავსი "აზრები". მოგეხსენებათ, იმას რაც მოგებას, შემოსავალს იძლევა არავინ ხურავს, არავინ აჩანაგებს... აგერ, ჩვენს თვალწინ ჩატარდა, ხალხის აზრით "უფასო", სინამდვილეში კი სწორედაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხებით, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ხვნა -თესვის კამპანია, რომლის შედეგი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ნულია, შრომის კულტურის დაქვეითებაში, ცრუ ღირებულებებისა და მოლოდინების გაღვივებაში, ინფლაციურ პროცესებში თავისი წვლილი კი ნამდვილად შეიტანა. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, რადგან ასეთია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების ბუნება.  იგივე დაემართათ  თავის დროზე "ნაციონალების" მიერ მსგავსი მეთოდებით აშენებულ საკონსერვო და სასათბურე ობიექტებს. ამას წინათ, დავით ბაქრაძე _ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, შეხვდა, თუ არ ვცდები აგარაში, მათი მმართველობის პერიოდში აშენებული ხილის გადამამუშავებელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნული საწარმოს დახურვის გამო უმუშევრები დარჩნენ და ასე უთხრა: "ჩვენ ავამუშავეთ, "ოცნებამ" კი დახურაო". ხახვივით შერჩათ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და კორუფციული "ატკატები" , ის კი არა პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა "მხსნელი სახელმწიფოს" მომლოდინე ამომრჩეველში. ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე ნამდვილი მიზეზი საწარმოების დახურვისა ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს და გრძელდება ასე პოლიტიკური თაღლითობა, არჩევნებიდან–არჩევნებამდე. "ოცნება", დღეს, იმავე ოპერიდან არიებს უკვე კახეთში ასრულებს _ ყურძნის სუბსიდირება ხომ "ნაციონალებმა" დაიწყეს?! "ოცნებამ" კიდევ მეტად წაახალისა. თანაც იმდენად, რომ ვეღარც პროცესებს თოკავს და ვერც გაზრდილ მადას აკმაყოფილებს. "ნაციონალებმაც" საარჩევნო ქულების ჩაწერის დროაო და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი: ძალიან ცოტას უხდის სახელმწიფო გლეხებსო.

მე არც კოოპერატივების შექმნის წინააღმდეგი ვარ და არც ჩაის ფაბრიკების მშენებლობის, ოღონდ _  კერძო სახსრებით. კერძო სექტორმა უკეთ იცის როდის ააშენოს, სად ააშენოს ან ააშენოს თუ არა საერთოდ და ა. შ. ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს ბიზნესში ჩართულობა არა მხოლოდ შეცდომაა გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, არამედ დანაშაულიც. ასეთი ეკონომიკური ავანტურიდან ყველა დაზარალდება, მათ შორის სახელმწიფო, მოგებული მხოლოდ რომელიღაც მექრთამე ჩინოვნიკი იქნება. გამოსავალი ლიბერალური, ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა, ამ ცნების ნამდვილი გაგებით და არა სოციალისტური ზიზილ-პიპილებით მორთული კაპიტალიზმი," _ ამბობს ზენაიშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების" ცენტრის ხელმძღვანელს გელა ზოიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ამ შეხვედრაში: "სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის დავით მამუკელაშვილის განცხადებით, ლანჩხუთში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ნამდვილად არის გეგმაში შეტანილი. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად გახორციელდება ეს გეგმა. ეს არ იქნება სახელმწიფო ფაბრიკა, ეს იქნება კონკრეტულად სახელმწიფო პროგრამით მხარდაჭერილი ფაბრიკა, რომელიც შემდგომ სამართავად გადაეცემა კონკრეტულ  კოოპერატივს. სახელმწიფო მხარდაჭერას ახორციელებს კოოპერატივების ფეხზე დადგომისა და მისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის მიზნით, იგი არ ჩაერევა მის მართვაში, მარკეტინგსა და პროდუქციის რეალიზაციაში.

რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამას, მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია მასში ვართ ჩართულები და  ლანჩხუთში განსაკუთრებული დაინტერესებაა ჩაის მრეწველობასთან დაკავშირებით, სულ 19 კოოპერატივია. თუ რატომ დაინგრა და განადგურდა საბჭოთა დროინდელი ფაბრიკა-ქარხნები, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვეთანხმები ბატონ ვახტანგ ზენაიშვილს იმაში, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ვიღაცას კაპიკებად მიჰყიდა. იმ დროსა და გარემოში ჩვენ ვერ შევძელით სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, წელიწადში 300 დღე შუქი არ გვქონდა...  ასე რომ, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მაშინ ქვეყანაში იყო, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

ის, რომ ქართული პროდუქცია არ გაიყიდება, ამაში ვერ დავეთანხმები ზენაიშვილს, რადგან 39 ქვეყანა უშვებს ჩაის პროდუქციას და ყველა თავისუფლად ყიდის; ამ ფონზე რატომ არ გაიყიდება ქართული ჩაი თუნდაც ქართულ ბაზარზე, სადაც მისი წილი 7-8%-მდეა დაცემული.   ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გარდა ტექნიკური აღჭურვისა, არის  საქართველოში საეჭვო ღირებულების ჩაის შემოტანა, რომელიც შემდგომ ქართული შეფუთვით გადის ბაზარზე. გასულ წელს 1400 ტონა დაუფასოებელი ჩაი შემოვიდა ქვეყანაში, მცირე ნაწილი გავიდა შემდგომ ექსპორტზე. ეს უხარისხო და გადასაყრელი ჩაი მინიმალურ ფასად იყო  შეძენილი _ ჩვენებმა კი ნაგვის ფასად იყიდეს, დააფასოეს და ასაღებენ, ვითომ ქართული ნაწარმია. ეს სქემა თუ დაიკეტება, ეს იქნება პირველი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც  დაპირებაც არსებობს.

რაც შეეხება კოოპერატივებს,  თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კოოპერატივები, რომლებიც ჩვენთანაა დარეგისტრირებული, იაქტიურებენ, თავიანთ საკუთრებაში დაირეგისტრირებენ იმ ფერმერების პლანტაციებს, ვინაც თანახმაა  ჩაის გაკულტურებაზე, მაშინ სახელმწიფო დაიწყებს პლანტაციების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე,  50 ჰექტრამდე პლანტაციის გაკულტურებაა დაგეგმილი თითოეულ მუნიციპალიტეტში, რასაც შემდგომ სჭირდება გადამუშავება და ტექნოლოგიური აღჭურვა. ამიტომ, თუ ეს გაკეთდება, მაშინ კოოპერატივების განვითარების სააგენტო საკუთარი ბიუჯეტიდან კოოპერატივს გადასცემს სამართავად ამ საწარმოს, რომელშიც გაერთიანდება ლანჩხუთში არსებული ყველა მეჩაიე კოოპერატივი.

მე უშუალოდ ვმონაწილეობდი პროექტის შედგენაში, თუ რა სიდიდისა და სიმძლავრის ფაბრიკა შეიძლება იყოს; ეს იქნება უახლესი იაპონური ტექნიკით აღჭურვილი მცირე სიმძლავრის ფაბრიკა, რომელიც 250 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს. ეს პროექტი და გეგმაა, რის განსახორციელებლად კოოპერატივების მხრიდან მეტი აქტივობა, წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

ქვეყანაში სულ შვიდი ამგვარი პროექტია. ჩიბათში გვაქვს მცირე სიმძლავრის საწარმო, რომელიც 2-3 ტონას გადაამუშავებს დღე-ღამურად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ათჯერ მეტი სიმძლავრის მქონე საწარმოზეა საუბარი. ეს საკმაოდ რეალური გეგმაა და გახორციელდება, თუ ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნა.

ზენაიშვილის მხრიდან გამოთქმული საშიშროებები ნამდვილად მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზედმეტად ჩაერევა ამ საქმეში, ვთქვათ, დაიწყებს იქ საკუთარი კადრების დანიშვნებს და ა. შ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს სურვილია ფერმერს დაეხმაროს პლანტაციის გაკულტურებაში,  გადამამუშავებელი საშუალებების შექმნაში. დანარჩენი უნდა მართოს კოოპერატივმა.  სახელმწიფო მას პროდუქციის სტანდარტების დაცვაშიც გაუწევს დახმარებას, რომ გაყიდვადი იყოს შიდა და გარე ბაზარზე.  თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ეს გეგმა განვითარდება, რაც ასახულია კიდეც მომავალი წლის კოოპერატივების სააგენტოს ბიუჯეტში", _  ამბობს გელა ზოიძე.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?