"გლეხს, ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას კი არ მივყიდით, ვაჩუქებთ"

კარმიდამო ჩემი

"გლეხს, ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას კი არ მივყიდით, ვაჩუქებთ"

2011 თებ 16 22:53:15
"გლეხისთვის სწორი მიმართულების მიცემა, ინფორმაციის მიწოდება  თუ რჩევა ჩვენი საქმეა. ინფორმაცია რომ აქვს ადამიანს და სწორად დაამუშავებს, ძალიან ბევრი შემოსავალი შეიძლება მიიღოს. არავის  ახსოვდა სოფლის მეურნეობა, თუმცა, დღეს დაინახეს, რომ აუცილებელია. გლეხი მართლაც თავისით ირჩენს თავს _ მას ჩვენ შრომას ვერ ვასწავლით," _ ამბობს არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირს, ე.წ. აიპ-ის "სოფლის განვითარების ცენტრის" დირექტორი გიგა ხარაბაძე.
_ ბატონო გიგა, რა არის თქვენი აიპ-ის ჩამოყალიბების ძირითადი მიზანი?
_ ჩვენი ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩემი ხედვით, ეს გაკეთდა იმიტომ, რომ რაღაცნაირად აღდგეს კავშირი ფერმერს, გლეხს, თვითმმართველობასა და ხელისუფლებას შორის. დამეთანხმებით, ამ ხაზით წყვეტაა. დღეს, როცა სხვადასხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტზე კატასტროფულად გაიზარდა ფასები, უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, გლეხს შრომა დაუფასდეს, მიეცეს ფერმერს სტიმული და იგრძნოს, რომ მათზე ფიქრობს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება. მათ თავი მიტოვებულად აღარ უნდა იგრძნონ. ჩვენ დავეხმარებით რჩევით, ინფორმაციით და თუნდაც, ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის უკეთ რეალიზაციაში.
_თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ "გლეხმა კეთილი უნდა ინებოს და თავის მიწას თუ შემოსავალს თავადვე მიხედოს"?
_ ვთქვათ ის, რაც რეალურია. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა სოფლის მეურნეობას, იყო ბლეფი სუბსიდიები მეჩაიეობაში, გაიყიდა ჩაის პლანტაციები და მოკვდა მეჩაიეობაც. სამარცხვინო ციფრი _ 11%-ია ბაზარზე ქართული ჩაის პროდუქცია, მაგრამ ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? ამ კუთხით გამოცოცხლებაა. ხელმძღვანელობიდან მოდის დადებითი მუხტი, რომ გლეხს მიეცეს საშუალება, აწარმოოს პროდუქცია, ჩვენ კი მივცეთ მიმართულებები, რა არის ბაზარზე პრიორიტეტული და ორიენტირება მან გააკეთოს. არის ახალი კულტურები, რომელიც უნდა დაინერგოს. დიდი პრობლემები იყო კივის კულტურასთან დაკავშირებით და დღეს კივი ერთ-ერთი წამყვანი კულტურაა ჩვენთან. ვფიქრობ, რომ გლეხისთვის სწორი მიმართულების მიცემა, ინფორმაციის მიწოდება თუ  რჩევა საკმარისია. ინფორმაცია რომ ექნება ადამიანს და მიწას სწორად დაამუშავებს, ძალიან ბევრი შემოსავალი შეიძლება მიიღოს. წელს თუ იყო გლეხი უკმაყოფილო სიმინდის და  ციტრუსის მოსავლით, ეს კლიმატის ბრალია.
ხაზგასმით ვამბობ, რომ გლეხის საშველი იქნება. მიუხედავად სიღატაკისა, ყოველგვარი გაჭირვებისა, გლეხი ყოველთვის შრომობდა.  ჩვენ მას ნამდვილად ვერ ვასწავლით შრომას. თუ ადამიანი იშრომებს, ის ყოველთვის მიაღწევს წარმატებას. გლეხმა უნდა დაინახოს, რომ აგროტექნიკური ღონისძიებები აუცილებელია. ჩვენ მათ გავაცნობთ პირობებს, შემდეგ ვეტყვით, ეს ღონისძიება გაატარე, ასე გააკეთე და თუ დაგვიჯერებენ, მოსავალსაც მიიღებენ. ახალი კულტურებია წამოსული, რასაც წინააღმდეგობები ახლავს. ამიტომ, აგრონომის ინსტიტუტმა უნდა ითამაშოს დადებითი როლი. მე მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობას უფრო გაძლიერება უნდა. ახლა გლეხი დამოუკიდებელია, სოფლის მეურნეობის დარგი კი უყურადღებოდაა დარჩენილი. ამიტომაც შექმნეს ახალი აგრონომიის ინსტიტუტი.  შეხვედრა გვქონდა გუბერნიაში და გვყავდა მოწვეული ფერმერები, გვაქვს ახალი საინტერესო იდეები. არავის არ ახსოვდა სოფლის მეურნეობა, დღეს დაინახეს, რომ აუცილებელია.
იცით, სოფელში რა მდგომარეობაა? ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი გამოკვება არავის არ აინტერესებს. თუმცა, ვერ დავეთანხმები _ გვაინტერესებს! დიახ, ხელისუფლებას აინტერესებს! ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. რატომ უნდა შემოდიოდეს თურქეთიდან კივი, კარტოფილი და სხვა პროდუქტები? მთავარია, იყოს დაინტერესებული მხარე და ყველაფერი იქნება. 5 წელი მაინც უნდა, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. მთავარია, გამოვაცოცხლოთ გლეხები.
_ როგორ მოხდა ორგანიზაციის თანამშრომლებით დაკომპლექტება და როგორ შეირჩა თქვენი კანდიდატურა დირექტორის პოსტზე?
_ მე, ბოლო პერიოდში, ოზურგეთშიც არ ვცხოვრობდი, ძირითადად, თბილისში ვიყავი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მე ვარ ის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, რომ ამ დარგს ვუხელმძღვანელო. მართალი გითხრათ, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ ამ ეტაპზე, არცერთ არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა(?!) მაგრამ რომ ვნახე, სერიოზული საკრებულოა და გუნდი მიზანმიმართულია, დავთანხმდი ამ თანამდებობას. მე სიძნელეებს არასდროს შევუშინებივარ, ყველაზე რთულ პერიოდში მიმუშავია. ყველა თანამშრომელს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმში. ჩემთან უსაქმურად არავინ გაჩერდება _ ფაქტობრივად, ყველა ფერმერია. მე ეს გადაწყვეტილება ცალსახად, ერთპიროვნულად მივიღე.
_ თქვენი კონკრეტული გეგმების  შესახებ რას გვეტყვით?
_ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხალხთან შეხვედრებს ვაპირებთ, მივცემთ რჩევებს. ჩვენ ინფორმაციას გლეხებს კი არ მივყიდით, ვაჩუქებთ. გლეხმა იცოდეს, რომ ის მიტოვებული არაა და ყველაფერი კარგად იქნება _ ერთად გავაცოცხლოთ მკვდარი კაპიტალი!
ჩვენის მხრივ, ბატონ გიგას ინფორმაციის გასავრცელებლად, შესანიშნავი საშუალება _ "კარმიდამო ჩემი" შეგვიძლია შევთავაზოთ. ვნახოთ, როგორია გზა სურვილებიდან _ რეალობამდე!




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...
ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...