გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

კარმიდამო ჩემი

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

2019 ოქტ 8 12:50:09

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული ჯიშები, რომლებიც ადვილად ეგუება ჩვენს მიკროკლიმატს და გურიის რეგიონის ადგილობრივი რესურსების გამოყენებით (მიწის ფონდი), ახალი ტექნოლოგიების და სიახლეების მოშველიებით, მისი ადვილად გაშენებაა შესაძლებელი.

"მარკეტინგული კვლევა და ლიტერატურული მასალები ქმნის მოცემულობას, რომ შესაძლებელია ძალზე მომგებიანი მცენარის _ გოჯიბერის ჩვენში გაშენება", _ გვეუბნება ოზურგეთელი ვახტანგ სურგულაძე. ის პროფესიით აგრონომია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. უყვარს საკუთარი საქმე და მუდამ სიახლის ძიებაშია.

ვახტანგ სურგულაძემ ორი წლის წინ გადაწყვიტა, უნიკალური ბიოლოგიური თვისებების მქონე კენკროვნის _ გოჯიბერის მოშენება. საცდელად რამდენიმე ძირი შეიძინა. მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია და მის კარმიდამოს დღეს უკვე გოჯიბერის ულამაზესი ყვავილებით მორთული ლიანა ღეროები ამშვენებს.

_ მე პირველი არ ვარ, ვინც გოჯიბერის გურიაში მოშენება სცადა. ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩემზე ადრე გააკეთეს. მეც გამიჩნდა სურვილი. ამ კენკროვანზე დღეს ჩვენში ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც ვთქვათ, მოცვსა და ჟოლოზე, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ასეთი ვითარებაც მომწიფდეს, _ გვეუბნება ბატონი ვახტანგი.

როგორც ის აღნიშნავს, გოჯიბერის ნერგები შეიძინა და დარგო:

_ დიდი კვლევა-ძიება არ დამიწყია, როგორ მომევლო. ჩვეულებრივად, ნოყიერ ნიადაგზე დავრგე. მოვამზადე შპალერები და მივაკარი. ძალიან არ გამისხლავს _ ლიანები სხვადასხვა მხარეს მივმართე. როგორც გითხარით, ახლა ვაკვირდები ამ მცენარეს. ჯერჯერობით, "დამჯერეა" _ ზრდის პროცესის საუკეთესო იყო და ახლა ყვავილობაც მომწონს. ვნახოთ, ნაყოფს როგორს მომცემს. ამის შესახებ ბოლოს გეტყვით, _ გვეუბნება ვახტანგ სურგულაძე და საკუთარ თვალსაზრისსაც გვთავაზობს, _ ამ მცენარისთვის, გაბედულად შეიძლება ითქვას, საუკეთესო ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პერიფერიული ზონები. მე სხვადასხვა წყაროებით, ასევე, ინტერნეტით გავეცანი ამ კენკროვანი კულტურის თვისებებსა და მნიშვნელობას. გოჯიბერი არის მარადმწვანე, თაფლოვანი მცენარე, რომელიც სიმაღლეში ორ-სამ მეტრამდე იზრდება, აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომლის წყალობით ადვილად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგს და კლიმატურ პირობებს. მცენარის ფოთლები ელიფსური ფორმისაა, ხოლო ყვავილები იისფერ-მოვარდისფრო-მოლურჯო. მშვიდი, ნებიერი სილამაზის მქონე ყვავილები აქვს, სიმკვეთრეს მოკლებულია, თითქოს, თუმცა, დაკვირვების შემდეგ, მეტად მიგიზიდავს და ცდილობ, არაფერი მოაკლო. გოჯის ნაყოფი თავისი ბიოლოგიური თვისებებით უნიკალურია, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო და კვებითი ღირებულებები. ასევე, აქვს საუკეთესო თვისებები და შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს: ვიტამინებს, მიკროელემენტებს, პოლისახარიდებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

საქართველოში გოჯიბერის ნერგები პირველად 2007 წელს, ჩინეთიდან შემოიტანეს, შემდგომ კი 2017-18 წლებში დაირგო საგურამოში, ჯიღაურას მრავალწლოვან კულტურების საცდელ ბაზაზე. იქ ხდება მათი გამრავლება და შემდგომი რეალიზაცია. მე სწორედ იქ შევიძინე. რაც მთავარია, დავრწმუნდი, რომ გოჯიბერი ჩვენში ადვილად მრავლდება და ეგუება ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს. ის არ არის დიდად მომთხოვნი.

ჯერჯერობით, გოჯიბერი ჩვენთან პოპულარული არ არის, თუმცა, შეიძლება, ეს უცებ მოხდეს, როგორც, მაგალითად, მოცვის პოპულარიზაცია. ამიტომ თუ მის გაშენებას გადაწყვეტთ, დარგვისას აუცილებელია საყრდენის გაკეთება. ასევე, შეიძლება შპალერების მოწყობა 2X3 მ-ის დაშორებით. მეორე-მესამე წელს ყალიბდება ჩონჩხის ტოტები. ყოველწლიურად სჭირდება გასხვლა, რის შემდეგაც მცენარე ბევრ ახალგაზრდა ნაყარს იძლევა, საიდანაც შეიძლება ძლიერი და გრძელი ტოტების დატოვება და მათზე ჩამოვაყალიბოთ 1-2-მეტრიანი შტამბი და ავაკრათ ინდივიდუალურად სარებზე. გოჯის გამრავლება შეიძლება ფესვის ამონაყრით, გადაწვენით, დაკალმებით და თესლით.

ჩვენი მიზანმიმართული რჩევა იქნება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ფერმერებმა გამოიყენონ აუთვისებელი ან გაველურებული მიწები და ფართობები ასეთი პერსპექტიული მცენარის გასაშენებლად, რომელიც ფართობის ერთეულზე დიდ მოგებას იძლევა. ეს ხელს შეუწყობს ქართული სოფლების განვითარებას და ასეულობით ადამიანის დასაქმებას. საერთო ჯამში კი, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, _ ამბობს ვახტანგ სურგულაძე.




 ახალი ამბები
  • თბილისში გათოვდა(ფოტო)თბილისში გათოვდა.  ეს ფოტოები თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ, ვაზისუბანშია გადაღებული, თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" თბილისის სხვადასხვა უბნებიდან აცნობეს, დედაქალაქის მასშტაბით ყველგან არ მოუთოვია და ზოგან ნალექი წვიმის სახით ... ...
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...