"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

კულინარია

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

2019 ნოე 15 08:06:10

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული კერძია ქობულეთიდან. მზადდება ერბოს, ყველის და პურის ან ჭადის ფქვილისაგან. ძველად მის მოსამზადებლად გამოიყენებოდა გადაზელილი ან შემჟავებული რძისგან ამოყვანილი ყველი და ღომი.

გავრცელებული იყო მთელ შავისზღვისპირეთში, სადაც ლაზები ცხოვრობდნენ. თურქეთში ლაზები დღემდე ამზადებენ მას ოდნავ განსხვავებული რეცეპტით და მუღლამას ეძახიან და იქ ძალიან პოპულარულია. ჩვენთან ახლაც ვაკეთებთ ოდნავ განსხვავებული რეცეპტით“, _ გვეუბნება ჩვენი კოლეგა ზურა ბაუჟაძე და გვთავაზობს მომზადების წესს:

_ ავიღოთ სასურველი რაოდენობით ყველი, ვთქვათ, ნახევარი კილოგრამი. კარგად დავფშვნათ და დავასხათ მოდუღებული, სიწითლემდე მისული ერბო, იმდენი რაოდენობით, რომ ავურევთ, მასა რბილი იყოს. ერბო ცოტა რაოდენობით ცალკე დავტოვოთ და მასში ჩავყაროთ ერთი ჩაის ჭიქა მჭადის ფქვილი. ავურიოთ, დავასხათ ანადუღარი ორი ჩაის ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ ცოტა ხანს, რომ მოშუშდეს. შემდეგ ეს მასა დავასხათ ერბოთი მომზადებულ ყველს, ვუყოთ გემოვნებით მარილი, კარგად ავურიოთ და თბილი მივირთვათ.

ზურა ბაუჟაძე გვეუბნება, რომ ეს კერძი ქაშზე ოდნავ თხელი უნდა იყოს. ძალიან კარგია დილის საუზმეზე, ასევე, გრიპის და ყველანაირი სისუსტის დროს და დასძენს, უგემრიელესია, თუ სულგუნით მოვამზადებთ.




 ახალი ამბები
  • დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორისსოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რობაქიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ხელისუფლების დაკვეთას ნუ ... ...
  • მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები პარლამენტთან ნაძვის ხეზე,,გაბედეს" წევრებმა პარლამენტის წინ მიტანილ ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ... ...
  • კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანა და მას სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ორი წლისა და სამი თვის ვადით  თანამდებობის დაკავების ... ...
  • "ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ"საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითზე არაერთხელ მოხდა მწვავე განცხადებების გაკეთება და დაპირისპირება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს: “პარლამენტში ახლა მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება!“ ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ და ზოგს კიდევ უფრო დიდ ... ...
  • მკვლელობა და ყაჩაღობა წალკაში-პოლიციამ დამნაშავეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...