მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

კარმიდამო ჩემი

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

2019 ოქტ 8 12:52:28

"ქართული სოფლის გაძლიერებაში მოცვის კულტურის გაშენებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი არის მოცვის კულტურა _ ეს მოთხოვნა მზარდია და ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე ამ კუთხით", _ მიიჩნევს ოზურგეთელი, თბილისში მოღვაწე ბიზნესმენი სოსო (სამსონ) საჯაია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში _ "დანერგე მომავალი", ათეულობით ოზურგეთელი ფერმერია ჩართული, რომლებიც მოცვის პლანტაციის გაშენებას აპირებენ. მათი პროექტები სახელმწიფოს მიერ 100 პროცენტით ფინანსდება, თუმცა, დრო შეზღუდულია. ამიტომ მნიშვნელოვანია დარგის ექსპერტის რჩევები, პრაქტიკოსის დახმარება არა მარტო დოკუმენტაციის დროულად გაფორმებისთვის, არამედ პროდუქტიული და ჩვენს გარემოზე მორგებული ნერგების არჩევის თვალსაზრისით.

ამ საკითხებს მიუძღვნა სოსო საჯაიამ პროექტის ბენეფიციარებთან შეხვედრა, რომელიც ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა დარგის ექსპერტი ვახტანგ გოლიაძე.

შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ მოცვის კულტურის ეკონომიკურ სარგებელზე, მისი გაშენება-მოვლის, პროდუქციის გასაღების ბაზრის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს სოსო საჯაიას მოცვის ახალგაშენებული პლანტაცია სოფელ ჭანიეთში, გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

ბატონი სოსო მოცვის გაშენებით სწორედ ამ კულტურის დიდი რენტაბელობის გამო დაინტერესდა:

"მსოფლიოში ამ კულტურით მისი დიდი რენტაბელობის და სასარგებლო თვისებების გამო დაინტერესდნენ. მე სხვა კუთხით მაქვს ბიზნესი, მაგრამ სწორედ მოცვის კულტურამ გამოიწვია სოფლის მეურნეობით ჩემი დაინტერესება. ეს არის ბიზნესი, რომელსაც არ სჭირდება მუდმივი ინვესტირება. ნაყოფიერი და დამუშავებული ნიადაგი, ჩვენს გარემოზე მორგებული ნერგებით იძლევა დიდ მოგებას. მე შევისწავლე ხარჯებიც, გასაღების ბაზრებიც და ძალიან შთამბეჭდავი ციფრები მივიღე. მსოფლიოში ქართულ მოცვზე დიდი მოთხოვნაა. გაცილებით მეტის გასაღება შემიძლია, ვიდრე საქართველოში არსებობს პროდუქცია.

ქართული მოცვის პროდუქტის შეძენით დაინტერესებულია გერმანიის, რუსეთის, სინგაპურის, მცირე აზიის, ჩინეთის მსხვილი ტრეიდერები. მხოლოდ წლეულს, მოვახდინე ას ტონამდე პროდუქციის ექსპორტი. ამიტომ, ჩემი ინტერესი არის მხოლოდ კარგი მოსავალი და მზად ვარ დავეხმარო მცირე და საშუალო ბიზნესმენებს, რომ მათ სამომავლოდ ხარისხიანი მოსავალი ჰქონდეთ.

საქართველოში ლიცენზირებული ნერგების დეფიციტს წავაწყდი. ამიტომ, მოვიძიე ევროპელი პარტნიორები, რომლებიც გვთავაზობენ ლიცენზირებულ, სერთიფიცირებულ ნერგებს. შემიძლია ფერმერებს გავუწიო კონსულტაცია ლიცენზირებული ნერგების არჩევა-შეძენაში, შემდეგ მოსავლის გაყიდვა-შესყიდვაში".

ბატონი სოსოს თაოსნობით, შესაძლოა, მცირე და საშუალო ფერმერთა გაერთიანებაც შეიქმნას ახლო მომავალში.

"ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო!" _ ასეთია ამ ადამიანის დევიზი და პრაქტიკულადაც ცდილობს ჩვენი სოფლების გაძლიერებას. საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლად ნებისმიერი ოჯახის გაძლიერება, თავისთავად, არა მარტო ამ ოჯახების, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

სოსო საჯაია: "მართლაც უნიკალურია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა "დანერგე მომავალი". სამწუხაროდ, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოცვის გაშენება-შეძენა-რეალიზაციის თაობაზე. ჩვენ ნებისმიერს დავეხმარებით _ მათი მხრიდან მომართვის შემთხვევაში ადგილზე ვეწვევით და გავუწევთ რეკომენდაციას".

მოცვის კულტურის გაშენებით  დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ:  599194400

(R)




 ახალი ამბები
  • თბილისში გათოვდა(ფოტო)თბილისში გათოვდა.  ეს ფოტოები თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ, ვაზისუბანშია გადაღებული, თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" თბილისის სხვადასხვა უბნებიდან აცნობეს, დედაქალაქის მასშტაბით ყველგან არ მოუთოვია და ზოგან ნალექი წვიმის სახით ... ...
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...