როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

2019 სექ 10 11:34:53

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი იდეალური გმირის ისტორიას, უფრო სწორად კი ზღაპარს ჰგავს, 16 წლის ასაკში დაქორწინდა, 33 წლისა დაქვრივდა და ხუთი მცირეწლოვანი შვილით შერჩა შიშით, სიცივით, გასაჭირით, სიბნელით და არეულობით მოსილ გარემოს.

ეს 45 წლის ქალბატონი მცირე მეწარმე მზია შარაშიძეა, რომელიც უკვე სრულწლოვან შვილებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში (გურიანთის თემი) ცხოვრობს და თავისი ხელწერით შექმნილი ჩურჩხელების ხელოვნებით არა თუ საქართველოს მცხოვრებთ, უცხოეთის უამრავ ტურისტს და სტუმარს აკვირვებს.

ჩურჩხელით ვის გააკვირვებ საქართველოშიო, _ თქვას, იქნებ, ვინმემ. თუმცა, ეს ქალბატონმა მზიამ შეძლო.

საოცარ ისტორიას ჰყვება მზია შარაშიძე, რომელიც დღე და ღამე მძიმე შრომაში ჩაბმული, თავისი აღნაგობით, ფრესკისებური სილამაზით და საუბრით, მოდელსა თუ კინომსახიობს უფრო ჰგავს, ვიდრე ჯაფაში გადაღლილ, ხუთი მცირეწლოვანი შვილის მარტო გამზრდელ დედას:

_16 წელი მეუღლის ოჯახში შემისრულდა. 33 წლის, ხუთი შვილის დედა მოულოდნელად დავქვრივდი. მეუღლე ამირან შარაშიძე, უცებ პნევმონიით გარდაიცვალა. მართლა სასწაული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა. ხულოდან ჩამოვსახლდით აქ. გასაჭირი იყო, მაგრამ თავს კარგად ვართმევდით ყველაფერს. მარტო დარჩენილი, გონს რომ მოვედი, მხოლოდ უფლის იმედი გამიჩნდა _ შვილებს თუ შრომის უსაზღვრო სიყვარულს ისე ჩავუნერგავდი, როგორც ჩვენ გვჩვეოდა, უფალი არ გამწირავდა... გამიმართლეს, გამომადგნენ შვილები! _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი და იხსენებს ჩურჩხელის ბიზნესის დაწყების ისტორიას:

ექვსი თვე არჩევდა, აცმევდა და ისევ შლიდა საჩურჩხელე მასალას თუ ჩურჩხელებს. თხილს და კაკალს ეზოშიც იწევდნენ, თუმცა, ყიდულობდა კიდეც. საბოლოოდ კი იქამდე მივიდა, რომ გარდა ნაირ-ნაირი ვიზუალისა, გემოსა თუ ნაირსახეობებისა, სახელებიც დაარქვეს. მაგალითად, "გორგოლაჭები" ყველაზე პოპულარულია, რომლის ვიზუალი ასეთია: ნიგვზის ყოველი მთლიანი უღელა ლებნის შემდეგ გარგრის, ქლიავის ან კივის ჩირი მონაცვლეობს. ერთ წყება ფელამუშში ამოვლებული ასეთი ჩურჩხელა, რომლის ზომა მხოლოდ ქალბატონ მზიას მტკაველით განისაზღვრება, ვიზუალით და გემოთი აღფრთოვანებას იწვევს.

"ცალფა" ჩურჩხელა თითო ლებნებით ან თხილისა და მარწყვის ჩირის მონაცვლეობით არის აცმული. ასევე, რა თქმა უნდა, ჩირის შერევის გარეშეც ამზადებს, როგორც ნიგვზის, ისე თხილის ჩურჩხელებს. თუმცა, ცალუღელები ნახევარი ლებნებისგან მზადდება.

ნულიდან დაწყებულ საქმეს, დღესაც ახლავს პრიმიტიული ნიშნები ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით _ საგანგებოდ მოწყობილ საშრობ ოთახში, სადაც გაზის სისტემასთან ერთად გამწოვი მოწყობილობაა დაყენებული, გაზქურაზე მოწყობილია 50 ლიტრიანი ქვაბის სადგამი თათარის მოსადუღებლად. ჭერიდან დაშვებულია მოზრდილი ზომის ხის ლარი, რომელზეც ორივე მხარეს თანაბარი დაშორებით ლურსმნებია დამაგრებული. დუღილის პროცესში ამოვლებული ჩურჩხელის ჩამონადენი ისევ ქვაბში ჩადის და ზარალი საერთოდ არ არის, ხოლო მალე ჩურჩხელა ჭერში მოწყობილ საკიდზე გადააქვთ.

_ რეცეპტის საიდუმლო გამაჩნია. ჩურჩხელა რომ მედეგი, რბილი, გამძლე, ვიზუალით საუკეთესო იყოს, მე ჩემი სტანდარტები შევქმენი, რითაც უკვე ბევრი ხალხი მოვიზიდე. გასწავლით, ოღონდ თქვენთვის, ნუ გაახმაურებთ, ეს ჩემი ბიზნესის ნაწილი და მამოძრავებელი ძალაა, _ ისე მორიდებით ამბობს ქალბატონი მზია, გეგონება რაიმე ვალდებულება ჰქონდეს.

მზია შარაშიძის საკარმიდამო ნაკვეთი ერთი ჰექტარია და ძირითადად, თხილი აქვთ გაშენებული. როგორც თავად გვეუბნება, წელს ერთ ტონაზე მეტი თხილი მოიწიეს. თავად და უფროსმა ბიჭებმა ექვსჯერ შეწამლეს. მოსავალი საუცხოოა და უკვე მოკრეფილი და მზის გულზე გამოფენილი აქვთ ეზოში. ამბობს, რომ გასულ წელს მოსავალი არ ვარგოდა, ამიტომ საერთოდ არ გააკეთა თხილის ჩურჩხელა, პროდუქციას ხარისხი რომ არ დაკარგოდა და დროებით მთლიანად ნიგოზზე გადავიდა.

_ ახლა რა მიჭირს, ადრე კი რა ვიწვალე, ენით უთქმელი ამბავია. რომ დავქვრივდი, უფროსი გოგონა 16 წლის არ იყო. დანარჩენები მან გამაზრდევინა. თურქეთის საზღვარი ახლად გახსნილი იყო. გადავდიოდი, ვყიდულობდი რაღაცეებს, ჩავდიოდი თბილისში და ზოგჯერ იმავე დღეს თუ არა, მეორე დღესვე შინ ვბრუნდებოდი. შრომის სიყვარულს ჩავჩიჩინებდი შვილებს. ჩვენ ახლაც ერთმანეთს ვეკითხებით ყველაფერს. რომ დავსხდებით, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ დილიდან საღამომდე. ერთ ტონამდე ყურძენი მარტო დამიწურავს და ღვინო გამიკეთებია. ახლა ბიჭები მიდგანან გვერდით.

კითხვაზე, თუ საიდუმლო არაა, ფინანსურად რამდენია მათი შემოსავალი წელიწადში, ქალბატონი მზია ამბობს, რომ არასდროს დაუთვლია.

_ უყაირათო არ ვარ, მაგრამ თეთრები არასდროს დამითვლია. მთელი წლის მანძილზე ვმუშაობთ, ოღონდ საახალწლოდ და ზაფხულში მეტია მოთხოვნა. ტურისტები გიჟდებიან ჩვენს ჩურჩხელებზე. ახლა პირდაპირ ვაბარებ ბათუმში _ ძველებურად წვალება არ მიწევს. ბევრნი ვართ, მტერ-მოყვარეს არ ვაკლდები, გადასახადებს ვიხდით, რემონტიც წამოვიწყეთ, ვაპირებ საოჯახო სასტუმროს გახსნას, სადაც ჩემი ჩურჩხელების დაგემოვნების პრეზენტაციას მოვაწყობ და თქვენს მედიასაშუალებას აუცილებლად მოვიწვევ...

მეწარმე ქალთა ფორუმზე ჩვენი სოფლის დეპუტატმა მაია ზოიძემ და მერიის თანამშრომელმა ლელა სარიშვილმა წამიყვანეს. ძალიან გამიხარდა. ახლახან ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროდან მეწვივნენ. მითხრეს, რომ "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში მივიღო მონაწილეობა. მიხარია ეს ყველაფერი. ისე ვარ ჩართული საქმეში, ქვეყნიერებას მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ ბაზარზე მაქვს ყური და თვალი... _ გვეუბნება ჩურჩხელების ოსტატი და კვლავ ხელის გულს აბრუნებს ულამაზესი თითებით, მტკაველზე მიგვანიშნებს, რომლის ზუსტი სიგრძე არც თვითონ იცის. იცის მხოლოდ ის, რომ ამ თლილი თითებით წარმოუდგენელმა შრომამ და გამძლეობამ, უკვე დიდი გზის დასაწყისთან მიიყვანა შვილებთან ერთად.

სოფლის დეპუტატი მაია ზოიძე ამბობს, რომ მზია შარაშიძე ის ქალბატონია, რომელმაც ქალის ტვირთი თანამედროვე, ამ საუკუნის გაგებით ზიდა, საოცრება მოახდინა და შექმნა ნიშა, როგორ შეიძლება გახდეს იდეალური დედა, იდეალური მეწარმე მხოლოდ საკუთარი შრომით...

შარაშიძეების ოჯახი ახლა საახალწლო სამზადისშია _ ბაზარზე ორიგინალური ჩურჩხელები ორიგინალურად შეფუთული უნდა გაიტანონ. ქალბატონმა მზიამ სახელდახელოდ მის მიერვე მოქსოვილ კალათებსა და თოფხანებში უნდა მოათავსოს ნაირ-ნაირი აცმულები.

კითხვაზე, იცის თუ არა მაღალი დონის ქსოვა, მკრთალი ღიმილი ეფინება სახეზე:

_ რის აჭარელი ვარ, თუ კარგი ქსოვა და ქარგვა არ მეცოდინება? _ უკვე ნახევრად მოქსოვილი მინი-კალათაზე დამაგრებულ ჩხირებს ხელი წამოავლო და სასწრაფოდ ამოიყვანა რამდენიმე ნაყში...

ქალბატონ მზიას შვილიშვილიც ჰყავს. შვილებიდან, 25 წლის თამუნა დაქორწინებულია და ბათუმში ცხოვრობს. 27 წლის ნათია, 24 წლის შაკო, 22 წლის დათო, 11 წლის ნინო კი შინ არიან  და მას შემოჯარვიან _ შუაში დგას შავი კაბით, თმებზე შავლენტგადაკრული დედა-ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ 11 წელია, თალხი არ გაუძვრია და ამირან შარაშიძის გვარს ატარებს მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად....

რაც უფრო ღრმად შეხვალ საქართველოს კუთხეებსა და სოფლებში, მით მეტ საკვირველ ადამიანებს აღმოაჩენ, დედა-ქალბატონებს განსაკუთრებით. მზია შარაშიძე სწორედ ის ქალბატონია, როგორებმაც ჩვენი ქვეყანა ათასგზის იხსნეს და მის გაქრობას გასაქანი არ მისცეს. ამიტომ უნდა იცნობდეს მას მთელი ქვეყანა _ სამაგალითოს, თავისი არსებობით ლეგენდის საწყისს რომ უქმნის საფუძველს.




 ახალი ამბები
  • "მაიძულებდა მისთვის სასქესო ორგანოზე მეკოცნა" _ მამინაცვალი 6 წლის გერზე სექსუალურად ძალადობდა6 წლის მოზარდი, რომელიც მამ​​ასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ის ბიოლოგიურმა მამამ ბელარუსიდან წამოიყვანა. არასრულწლოვანი იხსენებს აბაზანაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტსაც, როდესაც მამინაცვალი მას აიძულებდა სხვადასხვა ადგილზე შეხებოდა. 6 წლის ბიჭი კამერებთან დეტალურად აღწერს ღამეებს, როცა მოძალადე მას ცემითა და წამებით აღვიძებდა, მერე კი საათობით ოთახში კეტავდა და აშიმშილებდა.ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა. დაიწყო სასამართლო დავებიც, დედა ბელორუსიიდან შვილის დაბრუნებას ითხოვს, მამა კი მზადაა საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს, რადგან ბავშვს დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნების ეშინია.მიზეზი, რატომაც 6 წლის ბიჭი მამასთან ერთად სამართალს საქართველოში ეძებს მარტივია - ბელორუსიაში არასრულწლოვნის მამამ გამოძიებას არაერთხელ მიმართა. ითხოვდა, შვილის მძიმე ისტორია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის შვილის დაცვას საქართველოში ცდილობს.არასრულწლოვანთან ახლა ქართველი სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვს  ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც დგინდება რომ ბიჭზე სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნამდვილად ვლინდება. მიუხედავად დასკვნებისა და არასრულწლოვნის ჩვენებისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბიჭის დედასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. უფლებადამცველი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და მოსამართლეს საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.6 წლის ბიჭი ახლა ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებით მამინაცვალთან და დედასთან დააბრუნონ. ადვოკატი და სოციალური სამსახური  გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ ეს აღსრულებას არ აჩერებს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს - საქმეზე მსჯელობა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და იქამდე, სანამ დაზარალებული მხარე სიმართლეს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებს, 6 წლის ბავშვს ცხოვრების გაგრძელება იქ მოუწევს, სადაც მასზე ძალადობენ. როგორც ბავშვი "კურიერთან" ამბობს, მას დედაც ცუდად ექცეოდა, ურტყამდა და ამცირებდა, რის გამოც მასთან დაბრუნების ეშინია. წყარო : ... ...
  • დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართებაპარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კენჭისყრის დღეისთვის გადადების მიზეზი გახდა რისკი, რომელიც საარჩევნო ცვლილებების დამტკიცებას დაემუქრა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხი ამჯერადაც პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლაა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის გასაგებია მოწინააღმდეგეთა არგუმენტების ნაწილი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდი პოზიციების შეჯერებას შეძლებს. უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს და რიგ ოლქებში კანდიდატები არ წამოაყენოს.  13 ნოემბერს პლენარულ სხდომამდე მმართველი პარტიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ ... ...
  • მკვლელობა თბილისის ზღვაზე _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?