უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

კარმიდამო ჩემი

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

2019 აგვ 8 13:14:07

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის მიერ უხეშად ჩარევის შედეგად წარმოქმნილ მაღალი ტენიანობის თაობაზე, რაც ძირითადად დატბორვის მქონე ობიექტების მშენებლობითაა გათვალისწინებული, კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რადგან მოახლოებულ საფრთხეს კარგად მაინც ვერ აცნობიერებენ ადამიანები.

ამ მავნეობის გასამჟღავნებლად ცნობილი თხილის სიდამპლე ყველაზე ღია პროცესი აღმოჩნდა და კარგა ხანია, არა მარტო თხილი, გახმობის პირასაა მისული ფლორის ძვირფასი ჯიშები აჭარა-გურიის მხარეში. სწორედ მაღალი ტენის გამო ხდება ეს და ამას არაერთი მეცნიერი და ექსპერტი ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელს თხილის ნაყოფი საკმაოდ გაუმჯობესებულია და სიდამპლე ნაკლებად შეიმჩნევა, ეს მხოლოდ შეწამვლის და კარგი ამინდების გამო არ მომხდარა. ვინმეს შესაძლოა გაეღიმოს, მაგრამ, ტენიანობის დაწევაზე ჩვენს მხარეში ამ პერიოდში ძალიან კარგად იმოქმედა შუახევის მუნიციპალიტეტში 187 მეგავატიანი დატბორვის მქონე ჰესის გაჩერებამ. ის გვირაბის ჩამონგრევის გამო დაცალეს და დღეისთვის არ მუშაობს. ამავე დროს წელს კარგი ამინდებია და ამავე დროს არ არის ძალიან მაღალი სიცხეები, რაც წყლის ნაკლები რაოდენობით აორთქლებას ნიშნავს.

მრავალი წელია პრობლემას ვაკვირდები და დარწმუნებული ვარ, რომ თხილის ლპობის უმთავრესი მიზეზი არის ბუნებაში ადამიანის მიერ ბარბაროსული ჩარევა და თავს ნუ დავიმშვიდებთ, რომ წელს თხილის ხარისხი გაუმჯობესდა წამლობის გამო.

ნება მიბოძეთ, ცოტა უკან მივბრუნდეთ და გავიხსენოთ 1980, 1990 და 2000 წლები, როცა ავაშენეთ ენგურჰესი, სათევზე მეურნეობები. ამ ყოველივემ, ჩვენდა შეუმჩნევლად, დამანგრევლად იმოქმედა გარემოზე და დღეისთვის ძალიან ცუდად ხარობს ან არ ხარობს ბალი, კომში, ანალოგიური შეიძლება ითქვას ხეჭეჭურ მსხალზე, რომელიც გურიაში უპრობლემოდ ხარობდა. ქლიავს და ატამსაც ძალიან უჭირს უკვე გურიაში.

სამწუხაროდ, ექსპერტთა მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბუნებაში უკვე არსებული პრობლემები მაღალი ტენიანობის მიმართულებით, რამაც მოგვიტანა ფატალური შედეგები არა მარტო თხილთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ მცენარესთან მიმართებაში. კარგად ვხედავთ უკვე ყოველ სეზონზე, თანდათან როგორ ნადგურდება საკარმიდამო ნაკვეთებში კარალიოკი, ვაშლი, მსხალი, ხდება ხეების უფრო დახავსიანება და ფოთლების სიყვითლე, წვეროების წახმობა, მცენარის ვარჯზე კანის დახეთქვა. და ასეთი სურათი მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებში არ გვაქვს _ ტყეებს გავხედოთ და ვნახავთ საგანგაშო მდგომარეობას. მაგალითად, მე არაერთხელ დავაკვირდი და მოვიარე ტყეები ძიმითის და ნასაკირალის განაპირას _ იქ ხმება და ნადგურდება წაბლი, აკაცია, რცხილა და არაერთი სხვა მცენარე.

ჩაის კულტურა, რომელიც განსაკუთრებით გამძლეა ტენიანობის მიმართ, ამოძირკვას რაც გადაურჩა, იმ ნაწილზეც, ფოთლებზე ბევრგან შეიმჩნევა ყვითელი, მსხვილი წერტილები.

როცა აგრონომები, ბიოლოგები თუ არაერთი მეცნიერი და ექსპერტი ხშირ შემთხვევაში, თხილის კულტურის ირგვლივ შექმნილ პრობლემას უკავშირებენ ჩაის ნამყოფ ნიადაგებზე თხილის გაშენებას, ეს მიდგომა არასწორია. პირველად თხილი ადამიანებმა არა ჩაის ნამყოფ, არამედ სხვა თავისუფალ ნიადაგზე გააშენეს და პრობლემამ იქაც იჩინა თავი და უფრო ადრეც, ვიდრე ჩაის ნამყოფ ნიადაგზე.

ხმება და ჭრაქის ავადმყოფობით ბევრად უფრო უარესად ავადდება ბოსტნეული კულტურები: კვახი, ლობიო, სიმინდი...

ხელოვნურად შექმნილმა მაღალმა ტენიანობამ, განსაკუთრებით მეოთხე წელია, ფატალური შედეგები თანდათან მოიტანა და მოაქვს, რაც პრაქტიკულად სოფლის მეურნეობას ჩამოშლით ემუქრება. ეს პირველ რიგში თხილის, მარჩენალი კულტურის განადგურებაში გამოიხატება. ნებისმიერ მცენარეს, ადამიანის მსგავსად, გააჩნია საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა და დღეისთვის შექმნილ არანორმალურ პირობებში, მაღალი ტენიანობის პირობებში მცენარეები, ასე ვთქვათ, ადრე "ხუცდებიან" და ნადგურდებიან. ამის გამო უნდა დავფიქრდეთ, ტურიზმიც კი ჩამოიშლება ასეთ პირობებში, სასმელი წყლებიც შემცირდება და გაუდაბნოებისკენ წავა გარემო.

ყველა პატრიოტი, ყველა თანამდებობის პირი თუ მეცნიერი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანი ვალდებულია, მოითხოვოს სათანადო ექსპერტიზა, რა იწვევს მცენარეთა სამყაროს მასობრივ განადგურებას, ეკოციდს. შემდგომ ამისა მოითხოვონ ხელოვნური დატბორვების დემონტაჟი. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვინდა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანე საფარი და სხვა სიკეთეები, გლობალური დათბობის გათვალისწინებით, ჩვენ იმაზე ნაკლები დატბორვა უნდა გვქონდეს (ჰესები იქნება ეს თუ სათევზე მეურნეობები), რაც გვქონდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

იკითხავთ, რა უნდა ვქნათ, არ გვინდა ეს ყველაფერი? თუმცა, შესაძლებელია, სათევზე მეურნეობების დახურულ სივრცეში გადატანა, საიდანაც აორთქლება არ მოხდება. ასევე, დატბორვის მქონე ჰიდრორესურსების ნაცვლად, მხოლოდ ჩამონადენზე ჰესების შეძლებისდაგვარად ფუნქციონირებაც არის შესაძლებელი.

 ბენო თოდუა, ჩოხატაური




 ახალი ამბები
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს