ბოიკოტი კოკა-კოლას რეკლამის გამო_ რა ხდება უნგრეთში
კოკა-კოლას რეკლამის გამო უნგრეთის მმართველ პარტიაში ბიოკოტი გამოუცხადეს.
როგორც EURONEWS იუწყება, რეკლამა გეი ტოლერანტობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პოსტერები, რომელზეც გეი წყვილები არიან გამოსახულები ლოზუნგებით „ნული შაქარი, ნული ცრურწმენა“ ერთ კვირიანი ღონისძიების „სიყვარულის რევოლუციის“ პარალელურად გამოჩნდა ბუდაპეშტში.
პარტიის სპიკერის მოადგილის, ისტვან ბოლდოგის თქმით, პროდუქციას „პროვოკაციული“ კამპანიის გამო ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, თუმცა, პარტიამ მას მხარი არ დაუჭირა და მიიჩნია, რომ უნგრელები თავისუფლები უნდა იყვნენ არჩევანში დალიონ თუ არა კოკა-კოლა.
კოკა-კოლამ განაცხადა, რომ ფესტივალი, სავარაუდოდ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოიზიდავს და ამერიკის შეერთებული შტატების მულტინაციონალურ ძირითად პრინციპებს ეხმიანება.
„გვჯერა, როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ სიყვარულის უფლება“,_ამბობენ კომპანიაში.
უფლებადამცველ თამას დომბოსის თქმით, მთავრობა ჰომოფობიურია, მაგრამ საზოგადოებაში გეების ცხოვრების სტილის მიღება იზრდება.
„გვაქვს შეგრძნება,რომ ისინი ამ თემის ირგვლივ ადამიანებზე ტესტირებას ატარებენ. მთელი სამთავრობო პროპაგანდა აგებულია კონფლიქტზე და მათ მტრები სჭირდებათ. ევროკავშირის, მიგრანტების, არასამთვარობო ორგანიზაციების და უსახლკაროების შემდეგ, ახლა ეს შეიძლება ლგბტ ადამიანები იყვნენ“,_ამბობს ის.
2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით ორი მესამედი უნგრელი მიიჩნევს, რომ გეებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც ესიამოვნებათ, რაც 2002 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.