რა არის ნათქვამი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

მსოფლიო

რა არის ნათქვამი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

2019 ნოე 2 16:32:46

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ტერორიზმის ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და რეაგირება შეუძლია.

 საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქვეყნის წამყვანი სააგენტოა ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების, იტყობინება, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებს მხრიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა შემცირდა.

უწყებამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის დააკავა, სამართალში მისცა და გაასამართლა 8 ადამიანი. ჩატაევი 2017 წელს თბილსში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სირიაში და ერაყში ტერორისტულ ჯგუფების მხარდამჭერი საქართველოს დაახლოებით 14 მოქალაქე იმყოფება.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა ახორციელებს ცვლილებებს ანტიტერორისტული კანონმდებლობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, საქართველომ ჩამოაყალიბა მუდმივი უწყებათშორისი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.

„ახალი ცვლილებების მიხედვით, გამომძიებლებს და პროკურორებს უფლება აქვთ დისტანციურად გამოკითხონ მოწმეები ან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული პირები ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიიღონ უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის კონტროლის ქვეშ არსებული კომპიუტერული მონაცემები და შეთანხმებულად განახორციელოს გამოძიება და შეამოწმოს უცხო ქვეყნის იურისდიქციაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 2018 წელს გადადგა ნაბიჯები საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

2018 წლის განმავლობაში, საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან სასაზღვრო ზონასთან ოთხ სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სათვალთვალო და სადამკვირვებლო სისტემები სომხეთის საზღვართან, სამ სასაზღვრო სექტორზე.

როგორც ანგარიშში წერია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შედეგად, თბილისში და პანკისის ხეობაში რვა ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში. სამსახურმა ასევე გამოიძია ტერორიზმის ყალბი შეტყობინების სამი საქმე, ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის და შენახვის ერთი შემთხვევა და ტერორიზმის მომზადების ორი შემთხვევა. გარდა ამისა, 2018 წელს, უწყებათა შორისმა კომისიამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, 130 ფიზიკური და 30 იურიდიული პირის აქტივების გაყინვის და ერთი ფიზიკური და 19 იურიდიული პირის გაყინული აქტივების ჩამორთმევის 15 შუამდგომლობა წარადგინა. კომისიამ ასევე განახორციელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმში სავარაუდო ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვასთან, მოგზაურობის აკრძალვასთან და შეიარაღების ემბარგოსთან.

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესების ეფექტურობის შესაფასებლად, 25 ფინანსური ინსტიტუტი ადგილზე შეამოწმა.

ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველომ განახორციელა პროექტი „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სტრუქტურა“, რომლის მიზანი სკოლებში ტერორიზმის მიმართულებით რადიკალიზაციის პრევენცია იყო. ასევე ჩაატარა რელიგიური ტოლერანტობის და ანტი დისკრიმინაციის ხელშემწყობი სწავლებები და კონფერენციები.

„2018 წელს, საქართველომ შეიმუშავა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მიმართული იყო მოწყვლად თემებში ტერორისტული რადიკალიზაციის მიზეზების დასადგენად. მათ შორის იყო მცირე გრანტების პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 2018 წელს, პანკისის ხეობაში შვიდი გრანტი გამოყო. საქართველომ ასევე მიიღო მიზნობრივი სწავლება სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და იუსტიციის დეპარტამენტის შესრულებით შემდეგ თემებზე: ეფექტური სამართალდაცვითი ტექნიკები, პროკურატურის სტრატეგიები, მოსახლეობასთან მუშაობის პროგრამების სარგებელი, ციფრული გამოძიება და ანალიზი, ეფექტური ელექტრონული და თვალთვალის სხვა ფარული მეთოდების ტექნიკა, „ალ-ქაიდასგან“, „ისლამური სახელმწიფოსგან“, იემენის „​დაეშისგან“, არაბეთის „ალ-ქაიდასგან“ მომდინარე საფრთხეები და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაბრუნება. საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას ორგანიზაციასთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2018 წელს, საქართველომ ევროპოლთან მემორანდუმი გააფორმა, რაც კომუნიკაციების უსაფრთხო ხაზების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

„23 ქვეყანასთან და ევროკავშირთან ერთად არსებული შეთანხმებების პარალელურად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი დაცვის შეთანხმებებს საქართველომ ხელი მოაწერა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან და მსგავსი შეთანხმებები გააფორმა გერმანიასთან და ბელარუსთან“,_ნათქვამია ანგარიშში. 




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?