ჩემი ხელმწიფე შენს ბელადზე უკეთესია?!

მკითხველი

ჩემი ხელმწიფე შენს ბელადზე უკეთესია?!

1970 იან 1 04:00:00
თუ გული მკარნახობს, ცუდია. თუ აზრი, არაა უკეთესი, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამ "მწერლობას" არანაირი აზრი არ აქვს, ანუ, როცა თვალნათლივ ჩანს, არავის არაფერი აინტერესებს (გამონაკლისი იშვიათია), გარდა საკუთარი თავხედობისა, გაუმაძღრობისა და გარყვნილებისა. ხელისუფლებაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ხალხისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა ხდება ქვეყანაში, ვინ ვის რას ჩუქნის, ვინ ვის რას პატიობს ან სჯის, სამართალი კი მხოლოდ შოუს სახით გვევლინება...

როცა ყველაზე დიდი ამერიკელი, აბრაამ ლინკოლნი მოკლეს (რამაც მაშინდელი მსოფლიო შეძრა), ლევ ტოლსტოი სტუმრად იმყოფებოდა ჩერქეზეთში. თავად ტოლსტოისთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ყველაზე თავდაჭერილმა ტომის ბელადმაც თვალცრემლიანმა მიმართა მას, მოეყოლა მისთვის, თუ რაში მდგომარეობდა ლინკოლნის სიდიადე. ტოლსტოიმ განუმარტა, რომ "დედამიწაზე ყველაფერი განწირულია დასავიწყებლად, თუ ქვეყანას საფუძვლად არ უდევს ადამიანობა, ღირსება, სამართლიანობა და შემწყნარებლობა..."

მართალია, საქართველოს პრეზიდენტებს არ ჰქონიათ და არ აქვთ პრეტენზია ლინკოლნობაზე, მაგრამ ვიღაცა ხომ მაინც უნდა ხვდებოდეს, საერთოდ, რაზე აქვთ მათ პრეტენზია?! შევარდნაძესა და სააკაშვილზე საერთოდ არ ღირს, მაგრამ ზვიად გამსახურდიაზეც მიჭირს საუბარი, როცა მახსენდება, რომ ნახევარ საქართველოს ის აზრის დაკარგვამდე უყვარდა, ხოლო საკმაო ნაწილს, ასევე სძულდა. ასე რომ, როცა სიდიადეს ვეძებთ პოლიტიკოსებში, უპირველესად, უნდა გვახსოვდეს მაჰათმა განდი და ნელსონ მანდელა, რომლებმაც შეძლეს და გიგანტურად მრავალრიცხოვანი ერები კი არ გახლიჩეს, არამედ გააერთიანეს ისე, რომ ერთი ადამიანიც კი არ დაუსჯიათ.

როცა ამბობენ, რომ ჰიტლერის მთავრობა უკულტურო და გაუნათლებელი ხროვა იყოო, არ არის სწორი. ვინაიდან გაუნათლებლები და უკულტუროები ევროპას ვერ დაიპყრობდნენ, მეტიც, მათ რომ ომი მოეგოთ, ჩვენს მიწა-წყალს ისე არ გააუპატიურებდნენ და არც ჩვენ დაგვანებებდნენ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებთ. მათ განათლებაც ჰქონდათ და კულტურაც, არ ჰქონდათ მხოლოდ სინდისი. ხოლო როგორც ცნობილია, "განათლება სინდისის გარეშე, სულიერების კატასტროფაა", რაც შესანიშნავად დაადასტურა ჰიტლერმა და მისმა გუნდმა.

"ფოკუსი" იმაში მდგომარეობდა, რომ მან თავისი გუნდის წევრები გაათავისუფლა იმ "ქიმერისგან", რასაც ჰქვია სინდისი (მიხეილ სააკაშვილიც ხომ ასე მოიქცა, თუმცა, მასშტაბი იყო მცირე).

როცა ჰენრიხ ჰიმლერი დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან ბერლინში ბრუნდებოდა, მისი მანქანის ბორბლებში მოექცა შველი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, რის შედეგად ჰიმლერმა ისეთი სტრესი მიიღო, რომ მთელი კვირის მანძილზე ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა _ უდანაშაულო ცხოველს სიცოცხლე გავუმწარეო. მაგრამ ეს არ გახლავთ მთავარი _ მთავარი ის არის, რომ დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში ის უძღვებოდა თათბირს, სადაც მიდიოდა მსჯელობა, როგორ გაეზარდათ გაზის კამერების წარმადობა, როგორ მოეგუდათ და დაეწვათ 100 000-ის ნაცვლად 200 000 ადამიანი (ჩავუფიქრდეთ ყოველივე ამას, ვინაიდან ყველაფერი ეს იყო სინამდვილეში და არც თუ ისე შორეულ წარსულში).

პოლიტიკა, რომელიც ტარდება დღეს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, არ გამორიცხავს, რომ 20-25 წელიწადში მსგავსი რამ განმეორდეს, ვინაიდან ერთეულების ხელში იმხელა სიმდიდრე და უფლებები გროვდება და იმდენი ტყუილების, თავხედობის და უსინდისობის პოტენციალი გააჩნიათ, რომ ვიღაც გაიმეორებს: "არის ბევრი ხალხი, არის ბევრი პრობლემა, იქნება ნაკლები ხალხი, იქნება ნაკლები პრობლემა" და ამისთვის სრულებით არ იქნება აუცილებელი გაზის კამერები... ანუ საიდუმლო ლაბორატორიებიდან "გაეპარებათ" რაღაც ვირუსი, და ეს მოხდება მაშინ, როცა მმართველი ელიტა ბიუჯეტის ხარჯზე სეიშელის კუნძულებზე იქნება დროსტარებაში.

შეიძლება კი, რომ ასეთი პროგნოზებით გამოდიოდეს ნორმალური ადამიანი ნორმალურ ქვეყანაში? შეიძლება კი არა, აუცილებელია და აი, რა მაძლევს მე ამის თქმის საფუძველს:

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილმა დაღვარა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. არამიზნობრივად, თავის "ხოშზე" და ხუშტურებზე დახარჯა მილიარდობით ნასესხები დოლარი, თავისი რეზიდენციის, პარლამენტის, ანაკლიის, ლაზიკას მშენებლობაზე კოლხეთის ჭაობში; რაღაც სულელური ანბანის კოშკისთვის ბათუმში (ხოლო პრიორიტეტული გახადა ინგლისური ენა და ანბანი) ან რომელი სხვა იდიოტიზმი გავიხსენოთ?! მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ის, რომ სააკაშვილმა ყოველივე ეს შეძლო იმ მინისტრებისა და პარლამენტარების ხელშეწყობით, რომლებიც ხალხის მიერ არიან არჩეულნი (ყოველივე ამის შემდეგ თუ ჩვენ ხალხი გვქვია!), ანუ იმ პარლამენტარების, რომელთა ხელფასი 40-50-ჯერ მეტია (სხვა უამრავი გვერდითი შემოსავლების გარდა), ვიდრე მათი გამზრდელი და ამომრჩეველი პენსიონერებისა. უკაცრავად, მაგრამ ისინი რომ რამეთი ჰიტლერზე უკეთესები ან ჰუმანურები იყვნენ, ასეთ რამეს იკადრებდნენ ან გაბედავდნენ? ვერც ერთი საღად მოაზროვნე ამომრჩეველი ვერ იფიქრებდა იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოახერხებდა 1-2 წელიწადში, არა მარტო სააკაშვილის მიერ გაჩანაგებული, არამედ საუკუნეების მანძილზე დეფორმირებული ქართული მენტალიტეტის მორჯულებას. თუმცა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები ისევ ლარიანი სატელეფონო ზარის მოიმედე არიან, ასევეა მეწყრის მიერ წაღებული ოჯახებიც, ამომრჩევლები, რომლებსაც თავზე სახურავი და ფეხქვეშ მიწა აღარ გააჩნიათ.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ისინი თანადგომას არ მიიღებდნენ და მეტიც, პრიორიტეტული გახდებოდა მეჩეთის მშენებლობა ბათუმში იმიტომ, რომ ეს სურს თურქეთის "სულთანს" და არა აჭარის მოსახლეობას. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც კი, რაც ძალიან დიდ და უარყოფით გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე.

სამწუხაროა, რომ დღითიდღე იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნოდ ის თვალცრემლიანი დაპირებები, მიმართული ყოფილა ნაკლებად განწირული ხალხის გადასარჩენად და მეტი _ საკუთარი მილიარდებისა, რომელზეც თვალი ჰქონდა დადგმული (და ბლომადაც მითვისებული) მიხეილ სააკაშვილს. მსოფლიოს ვაჩვენეთ ციხის კადრები. მერე რა? დაისაჯა ვინმე? სად არის კალმახელიძე? თუ არ იცოდა, რას აკეთებდნენ მისი ხელქვეითები თავისსავე უწყებაში, მაშინ რა უნდოდა იქ? ხოლო თუ იცოდა, რატომ არ დასაჯა? ერთი რამ იცოდეთ: ყოველივე აქ ხსენებული "აისბერგის" გამოჩენილი ნაწილია და გურული გამოთქმით _ თავს ნუ გეიაბდლებთ!

ყოველივე ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ფაქიზად აიტაცა კორუმპირებული დასავლეთიდან შემოგდებული "კოჰაბიტაცია" და ისე ბედნიერად გრძნობს თავს, რომ შეინარჩუნა სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" ბრძოლისუნარიანობის რეჟიმში, რომ აბსოლუტურად დაკარგულია ზღვარი დემოკრატიასა და პლურტოკრატიას შორის.

ისმის კითხვა _ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულის გამო (თუ ამ ქვეყანაში მარტო ის ითვლება დანაშაულად, რომ მოშიებული მოზარდი ლუკმა-პურს მოიპარავს?!), არავინ დასჯილა, როგორც ჩანს, სერიოზულად არც არავის დასჯას აპირებენ (ვინაიდან კანონზე მაღლა "კოჰაბიტაცია" დააყენეს). ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ფაქტობრივად, შეერთდნენ და ისევე "ჯიბის" პარლამენტის მეშვეობით, ქვეყნის კანონებს ირგებენ თავიანთ თავზე (ამიტომაა სასურველი, რომ პარლამენტში მოხვდნენ სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ნაკლებად ესიმპათიურებათ "კოჰაბიტაცია")?! დადის ხმები და ვფიქრობ, ეს თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია არ უნდა იყოს, რომ შვეიცარიაში არა თუ მინისტრებს და პარლამენტარებს, თავად პრეზიდენტსაც არ აქვს ცალკე სამუშაო კაბინეტი, ანუ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ზის თავის გუნდთან ერთად, გამოჩენილ ადგილზე და აზრთა გაზიარებით იმართება ქვეყანა (და მერე როგორ იმართება)?!

ახლა ავიღოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა საქართველო (125-ლარიანი პენსიით) თავისი 150 პარლამენტარით, უამრავი მინისტრით, მათი ხუთ-ხუთი მოადგილით და დეპარტამენტებით, რომლებსაც მაგალითს აძლევს ქვეყნის, ე. წ. პრეზიდენტი, რომელსაც თბილისში მილიარდ დოლარად ღირებული სასახლის გარდა, ყველა დიდ ქალაქში აქვს ცალკე კაბინეტი, თავისი აპარტამენტებით და ა.შ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რას აკეთებენ?

დავიწყებ ბოლოდროინდელი, ყველაზე გახმაურებული საქმით, რომელიც 16 აპრილს, "რუსთავი-2"-ზე გადაცემა P.შ.-მა გააკეთა, ანუ რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო აპარატში მომუშავე, მინისტრი იქნება ის თუ კურატორი, თავისი მრავალრიცხოვანი მოადგილეებით და თანაშემწეებით, როცა წლების მანძილზე ინდოეთიდან (და არა მარტო ინდოეთიდან) საქართველიოში იგზავნებოდა კამეჩის, ვირის, ჯორ-ცხენას გაფუჭებული ხორცი, უკაცრავად და მძორი?!

საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტით და რატომ არ მოსთხოვეს პასუხი კვების მრეწველობის მესვეურებს, რომლებსა ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარ უხდიან?

რა, არ იცოდნენ, ვის რა შემოჰქონდა?! საქმე იმაშია, რომ იცოდნენ და "ხელს ითბობდნენ".

ყველაფერი შედარებითია და კაცმა კაცს, შეიძლება, ბევრი აპატიო, მაგრამ, როცა ე. წ. ადამიანი, მძორით ბიზნესს აწარმოებს და საკუთარ ხალხს აჭმევს, ამის პატიება არ შეიძლება. მეტიც, ისინი უნდა გასამართლდნენ, მაგრამ ვინ არის ჩვენი პატრონი? პარლამენტარებს ეს არ დააინტერესებთ, ვინაიდან მათ სპეცმომსახურების სასადილო და გამორჩეული რესტორნები აქვთ, სადაც ის სიბინძურე ვერ შევა, მაგრამ იმ სიბინძურით გაკეთებული ფული ილექება ზოგიერთი პარლამენტარის ჯიბეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ვერავინ ვერაფერს გაბედავს.

ახლა გავარკვიოთ, თუ რას აკეთებს, ე. წ. გარემოს დაცვის სამინისტრო, მინისტრით, ხუთი მოადგილით, თანაშემწეებით, დეპარტამენტებით და ა. შ. მე არ ვიცი, ზუსტად რა ფუნქციები გააჩნია ამ სამინისტროს, მაგრამ ვიცი, ტყე როგორც ნადგურდებოდა, ისე ნადგურდება და იყიდება უცხოეთში ძველი კონტრაქტებით, ხოლო ფულით ერთეულები ჯიბეებს ისქელებენ; მდინარეებზე მათივე "კრიშის" ქვეშ მყოფი ბრაკონიერები მძვინვარებენ, ანუ მდინარეები გადაკეტილი აქვთ ბადეებით, საიდანაც ამოაქვთ თევზის ნაწილი, უმეტესობა კი ნადგურდება წყალქვეშ ჩაწყვეტილ ბადეებში. ამას ემატება ელექტროენერგია, დინამიტი, აკუმულატორი და ასე შემდეგ, ანუ საქართველოს მდინარეებში 90%-ით სიცოცხლე ჩამკვდარია.

მართალია სააკაშვილი ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს და არც ეცხოვრება, მაგრამ სად აპირებენ გადასახლებას, ე.წ. გარემოს დაცვის სამინისტროს მესვეურები? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა იმიტომ, რომ საუბარი მათზე ჯერ არ დამიმთავრებია.

მე არ ვიცი, რამდენ წელს ითვლის ოფიციალურად საკანალიზაციო სისტემა საქართველოში, მაგრამ ძველი თუ უძველესი კულტურის მქონე ერისთვის სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კანალიზაცია ყოველთვის მიშვებული იყო მდინარეებში, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ, ზღვაში, სადაც ვბანაობთ და ა.შ. სხვათა შორის, კომუნისტებს ჰქონდათ დაწყებული და თითქმის, დასასრულს უახლოვდებოდა შეკვეთილის ტერიტორიაზე გამწმენდი ნაგებობის (კოლექტორის) მშენებლობა, რასაც მოუსწრო, ე. წ. "პერესტროიკამ". შედეგად ამ ნაგებობის დემონტაჟი მოახდინეს და როგორც სხვა დანარჩენი ფაბრიკა-ქარხნები, ჯართის ფასად გაყიდეს სხვადასხვა ქვეყანაში. შემდგომში იმ ტერიტორიაზე ააგეს "ეშმაკის ბორბლად" წოდებული "ზიპლიპიტო", რაც იმხელა ფული დაჯდა, რომ მთელ საქართველოს თუ არა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მაინც ეყოფოდა ზემოთ ხსენებული ნაგებობების ასაშენებლად.

ვფიქრობ, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას და მის წევრებს, თავიანთ ოჯახებისა და აგარაკების "სველ წერტილებში" ედგათ იმ დროისთვის საუკეთესო "უნიტაზები". დღეისთვის კი უკლებლივ ყველას ექნებათ ჯაკუზები, ანუ მთავარი იყო და არის თავიანთი სიბინძურის თვალიდან და ცხვირიდან მოცილება, ხოლო შემდეგ არავის ყოფნის იმის კულტურა, რომ კანალიზაცია არ ჩაედინებოდეს ქვეყნის უნიკალურ მდინარეებში და ზღვაში!

ასევე არ ვიცი, რომელ წელს დაიდგა პირველი "უნიტაზი" საქართველოში, მაგრამ ვიცი, რომ ის გამოიგონეს ინგლისში 1596 წელს, თუმცა, 250 წლის განმავლობაში ეს გამოგონება რჩებოდა თაროზე, ვინაიდან ვერ მოიფიქრეს, რა ექნათ ფეკალური მასისთვის _ აზრადაც არავის მოსვლია, საკუთარი კომფორტისთვის, ჩაეშვა ის მდინარეში ან ზღვაში. ხოლო როცა გამოჩნდა საშუალება, ზემოთ ხსენებული მასიდან ტექნიკური სპირტისა და ორგანული სასუქის მიღებისა, აღებული იქნა პროექტი თაროდან და დაინერგა ცხოვრებაში. გამოდის, რომ ის უცხოა ჩვენი მოჩვენებითი კულტურისთვის. კულტურა ტუალეტით იწყება, ჩვენ კი ვცდილობთ, ჩვენი კეთრით შეჭმული თითები დავმალოთ და მეტიც, ვინმეს მოვაწონოთ მასზე წამოცმული ნათხოვარი, უფრო ხშირად, მოპარული ბრილიანტის ბეჭდები...

და ბოლოს, მინდა, გავიზიარო დიდი გერმანელის, ემანუილ კანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თურმე, საკუთარ ბაღჩაში მუშაობაზე უკეთესი არაფერი ყოფილა.

ამიტომ ვემშვიდობები და უღრმეს მადლობას ვუხდი "გურია ნიუსის" სარედაქციო კოლეგიას ათწლიანი ურთიერთგაგებული თანამშრომლობისთვის და მომავალში შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ, ხელისუფლებას კი ვურჩევ, გაიხსენოს ძველი რომაული სიბრძნე _ "ვინც ნადიმობს ჭირის დროს, ისიც განწირულია!"

გრამიტო (გერმანე) მამინაშვილი




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?