საქართველოს მოძრავი ეკალ-ბარდები ედება?!

მკითხველი

საქართველოს მოძრავი ეკალ-ბარდები ედება?!

1970 იან 1 04:00:00
არ არსებობს სიკეთე, მისი სათავე რომ არ იყოს სიყვარული! _ შეგვაგონებს წმიდა იოანე ოქროპირი.

წლებია მესმის, რამდენ სიკეთეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი _ კაცი, რომელსაც გული სამშობლოს, ხალხის სიყვარულით აქვს სავსე.

სიკეთეს უანგაროდ მთესველს ბევრი მადლიერი ჰყავს, მაგრამ...

რატომ მაგრამ? მორის ფოცხიშვილის ლექსი "ნადირობა" გამახსენდება:

"... მწყერი ბალახში წრიალებს,

აფრინდება და... ფრი...

სანამდე არ აფრინდება,

არავის ერჩის მწყერს..."

მიშას მსგავსად, ცაში ფრენა არ მოსურვებია _ საქართველოში დაბრუნება და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა!

ხალხს დიდი სიმართლე სჭირდებაო! _ შეგვაგონებს სიბრძნე. ვის შეუძლია სიმართლის ხალხამდე მიტანა? ტელევიზიას! ჰოდა, ჭკვიანმა კაცმა ჭკვიანურად განსაზღვრა _ ხელისუფლების მონობისგან გავათავისუფლებ ტელევიზიებს და მათი მეშვეობით მართალ სიტყვას ხალხამდე მივიტანთო!

ნუ იყოფინ, გევედრებით! _ ასე წმიდა იოანე ოქროპირი გვემუდარება!

კარგა ხანია არავის გახსენებია ეს სიბრძნე. მაგრამ როგორც კი "დუმილის ნაღმით დამძიმებული ჰაერი" ბიძინა ივანიშვილის ხმას შეენივთა, ვიღაც "საღად მოაზროვნემ" ეს შეგონება გაიხსენა და...

ჯერ აიქოჩრნენ ერთმანეთს გაბუტულები, მერე ნაფიქრალი ერთმანეთს გაუზიარეს, ახლა ისეთი კაცი გამოჩნდა, მის წინააღმდეგ თუ არ გავერთიანდით, ჩვენს მომავალ გეგმებს "წყალი შეუდგებაო" და, თითქმის, ერთად შეუტიეს: რუსული ფულის სუნი გვცემსო!

ასეთმა "შეკავშირებამ" ჯერ ბადრი პატარკაციშვილი გამახსენა: რითი გადავუხადეთ სიკეთე? გიორგი არველაძემ არ გადააქცია ადრე მართლაც იმედის მომცემი "იმედი" ნაციონალების მეხოტბედ, შორენას ღამის გამთენებლად, ნანკას და ნანუკას საკუნტრუშოდ?!

საოცარი პაატა ბურჭულაძე გავიხსენოთ: ლამის ანათემას გადავეცით მსოფლიო მომღერალი _ მოსკოვში როგორ იმღერაო!

მაგრამ, საბედნიეროდ პაატა ისეთივე დიდი პიროვნებაა, როგორც საქმესაც საქართველოში ახორციელებს.

ჰოდა, ვერ შეძლო გესლმა და წინდაუხედავად ნათქვამმა სიტყვებმა მისი ხმის ჩახშობა, მისი საქმისთვის ჩრდილის მიყენება!

ქვეყნის და სიყვარულის დასაცავად საჭიროა სულის სიმაღლე! _ ბრძანებს დიდი მწერალი ლევან გოთუა.

საოცარ აზრს გვაწვდის თამაზ ბუთხუზი: "გააზრების შემდეგ თვალის დახუჭვა უკვე ბოროტებაა".

ჰოდა, გაიაზრა ბატონმა ბიძინამ, არის თუ არა საქართველო ეკონომიკურად ისე ძლიერი, როგორც საზღვარგარეთიდან ზოგიერთი გამადიდებელი შუშით ხედავს...

საბედნიეროდ, მან კარგად იცის, რომ არ შეიძლება გულში მართალი სიტყვის ჩაკვლა, რომ "გულგრილობა დამღუპველია".

"მედროშე და გუთნისდედა შინაურის ხელით არ გაიწირვის", _ გვასწავლის ლევან გოთუა!

ჩვენ? რამდენი გავწირეთ?! ჩავაყენებთ მათ რიგში ბატონ ბიძინას?

ჯერ რუსულ ფულში ხელის ფათური წამოაძახეს (არადა, იგივე ფულით არ აკეთებდა იმ საქმეებს? იმას, რისი გაკეთებაც ნაციონალებს ევალებათ?!), მერე, საქართველოს მოქალაქე არ არის (?!).

ხალხი? ისევ თამაზ ბუთხუზის შეგონებას მოვიშველიებ: "საზოგადოება თავად ქმნის თავის მომაკვდინებელ ვირუსს _ გულგრილობას!"

ვიქნებით ჩუმად? ისევ კუჭით ვიაზროვნებთ. ნუთუ, არ უნდა დავსვათ შეკითხვა: ფულის სუნმა ასე როგორ გაგაბრუათ ხელისუფლებაში ველური ვარდებით მოსულნი, რომ ხალხის გასაჭირს ვეღარ ამჩნევთ?!

საოცარ წუხილსაც და სიმშვიდესაც მაძლევს ლევან გოთუას ეს სიტყვები: "მოძრავი ეკალ-ბარდი მოედო დიდგორის კალთებს... ძალა და მომავალი ხალხია. მომწიფდება, აღდგება ხალხი... მაცოცხლებელი ნიაღვარივით გადარეცხს ქვეყნის სიმყაყეს."

რამდენი გადაყვება ამ ნარეცხს: აქოჩრილი პოლიტიკოსები (ოპოზიცია-პოზიციიდან), მთავრობის მსახური ტელევიზიები და ვითომდა, არმსახურნი. ჟურნალისტებიც...

"და სიჩუმეში დაფარულია ჩემი სიმართლე!" _ გოდებდა ტერენტი გრანელი.

მოვა დრო და ხალხი "გულგრილობის ვირუსისგან" განიკურნება, ეკალ-ბარდები საქართველოს ასე რომ ედებიან, ამოიძირკვება, ქვეყნად ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი თავისუფლება იზეიმებს და მაშინ თითოეულს კარგად გვექნება გასიგრძეგანებული ეგნატე ბრანჩანინოვის შეგონება: "ზედმეტი თავგამოდება და აღტაცება მასებს რომ აგრერიგად მოსწონთ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისგან შორსაა."

როდის არ ვიქნებით მართლმადიდებლისგან შორს?!

როდის იზეიმებს სიჩუმეში დაფარული სიმართლე?!

მანამდე კი, "მწყერი ბალახში წრიალებს..."

აფრინდება და... ფრრი..."




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?