დემოკრატია ერთი მსახიობის თეატრი არ არის!

მკითხველი

დემოკრატია ერთი მსახიობის თეატრი არ არის!

2011 ოქტ 26 08:31:04
როგორც იქნა, "გვეშველა" _ პრეზიდენტის მისამართით სახოტბო ჟანრის ლექსი დაიწერა და თანაც ავტორი სასულიერო პირია. ახლა ამ ლექსზე აწყობილი სიმღერის მოლოდინში ვარ. ტელევიზიით ხშირი რეკლამირება, აპლოდისმენტები, სკანდირება, ლექსი და ალბათ, სიმღერაც საიმედო დასაწყისია ახალი კერპის ჩამოყალიბების გზაზე.

როდესაც მთელი საზოგადოების ინტერესები განივთებულია ერთ პიროვნებაში, რომელიც კონსტიტუციას ისე გადააკეთებს და გადმოაკეთებს, როგორც მას მოესურვება, ასეთ კაცს კერპობამდე რაღა უკლია? როდესაც მთელი საკანონმდებლო ორგანო ერთი კაცის ნება-სურვილს უსიტყვოდ ემორჩილება, ეს კერპთაყვანისმცემლობა არ არის? ცხოვრებამ ძველ კერპებს დიდი ხანია, ზურგი შეაქცია, მაგრამ როგორც ირკვევა, უკერპოდ ცხოვრება ძალიან გვიჭირს. მართალია, ძეგლებად ქცეული ძველი კერპები დიდი ხანია აიღეს, მაგრამ კვარცხლბეკები, მგონი, არ დაუნგრევიათ. აქედან არქიფომდე სულ ერთი ნაბიჯია. სახელმწიფო მოხელე წარმატებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც იგი პირველი პირის სურვილებს სრულყოფილად აკმაყოფილებს. ზოგჯერ მგონია, რომ სახელმწიფო მოხელეებისთვის ახლო წარსულის გაკვეთილებსაც დაუკარგავს ყოველგვარი მნიშვნელობა. პიროვნების გაღმერთება შეცდომა კი არა, დანაშაული რომ არის, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს? ჩვენმა თაობამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რას ნიშნავს პიროვნების გაღმერთება, რამდენ უსამართლობასა და ბოროტებასთან არის იგი დაკავშირებული და მაინც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ქვეყანა იმ გზით მიჰყავს, რომელმაც ადრე უფსკრულის პირას დაგვაყენა. ხელისუფლების გუნდი ერთი შეხედვით მონოლითურია. ხელისუფლების გარეთ კი ორ კაცს უჭირს ერთიმეორეს შორის საერთო ენის გამონახვა. პარადოქსია, არა?

მე აქ გორდიასის კვანძს ვერ ვხედავ: გახსნილი და თავისუფალი ჩვენ ხელისუფლების გარეთ ვართ, ხელისუფლებაში კი თითქმის ყველას ნიღაბი გვიკეთია. დიქტატურის თუ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, "ერთიანი" გუნდის წევრები დინებას მიყვებიან, რომ პრივილეგიები ხელიდან არ გაუშვან. შიში ერთიმეორის მიმართ, მუდმივი ეჭვიანობა და უნდობლობა მათი ცხოვრების წესია. მოხელეთა უმრავლესობა რობოტივით ასრულებს სხვის განკარგულებას და დამოუკიდებლად აქტიურობას ერიდება, დიქტატორებს ხომ მოაზროვნე ჩინოვნიკები არ სჭირდებათ?! ყველა ხედავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი სისტემა მანკიერია და ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ნამდვილ დემოკრატიასთან, მაგრამ მაინც ეგუებიან ამას. ეს იმიტომ, რომ, თითქმის, ყველა ჩვენგანში თუ არა, უმრავლესობაში მაინც ზის დიდი თუ პატარა დიქტატორი, სხვისი აზრის და ინტერესების შეუწყნარებლობა და ბავშვური ახირება. ამის გამოა, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ შეთანხმებას. ჩვენ თვითონ ვამბობთ მაქსიმალისტები და უკიდურესობათა ხალხი ვართო. ძნელია, ამას არ დაეთანხმო. უკიდურესობას კი შედეგად დიქტატურა ან ანარქია მოაქვს. ერთიც და მეორეც ფართო გასაქანს აძლევს უსამართლობას და დემოკრატიის ანტიპოდია. მაინც რატომ მივდივართ ამ გზით? ყველა ხომ ჩინოვნიკი, დიდი ან პატარა დიქტატორი ვერ გახდება? რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს სრულიადაც არ ხიბლავს. ეს ის ხალხია, ვინც ქრთამითა და ათასგვარი უკანონო მაქინაციებით შეძლო უპირატესობის მოპოვება; ამ ხალხმა დაამკვიდრა ჩვენს ცხოვრებაში დილეტანტიზმი პროფესიონალიზმის ნაცვლად; ამ ხალხმა გათელა სამართლიანობა და ზნეობა. თავის მოტყუება იქნება ის ძალები დამარცხებულად რომ ჩავთვალოთ. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ ხალხმა სამართლიანობის გამარჯვების რწმენა მთელ საზოგადოებას შეურყია. შევძლებთ კი ცოდნით და პატიოსანი შრომით საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებას? ამ კითხვაზე საზოგადოების ყველაზე უკეთეს ნაწილს დამაიმედებელი პასუხი არ აქვს და არც ექნება, თუ ფსევდო დემოკრატიის ჩარჩოდან არ გამოვედით. სახელმწიფო მოხელეთა ცხოვრებაში და მთლიანად ხელისუფლებაში, მორალური პასუხისმგებლობის უდიდესი დეფიციტია. დღევანდელ ხელისუფლებას უფრო ხშირად ყოფილი ჩინოვნიკები ლანძღავენ და არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ იმის გამო, რომ ახლანდელმა თაობამ ყოველგვარი ნეგატივიზმი მემკვიდრეობით მიიღო წინა თაობისგან. დღევანდელობამ რელიეფურად გამოაჩინა, რომ ჩვენ ცუდი ჩინოვნიკები და ცუდი მოსწავლეები ვყოფილვართ. წინა თაობიდან მხოლოდ ერთეულებს აქვთ იმის მორალური უფლება, რომ ახლანდელი ხელისუფლებისა და დემოკრატიის პრობლემებზე ილაპარაკონ. დღეს რომ პროფესიონალები, განსაკუთრებით კი მაღალზნეობრივი კადრები სანთლით საძებარია, ამაში დიდი "დამსახურება" ჩემს თაობასაც მიუძღვის.

მოხელეთა რაოდენობით დღეს სახელმწიფო აპარატი განსაკუთრებით დამძიმებულია, საყოველთაო სიღატაკის ფონზე ამ აპარატის მუშაკთა კეთილდღეობა რელიეფურადაა გამოკვეთილი და ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. ამ აპარატს პრეტენზია აქვს ქვეყანა გააჯანსაღოს მატერიალურადაც და სულიერადაც. ეს ხალხი პიროვნებებად კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა. გამიჩნდა სრულიად ბუნებრივი კითხვა: კომუნისტების დროს სად იყო ის ნაკრძალები და ოაზისები, სადაც "სპეტაკი და უანგარო" მოხელეები გაიზარდნენ? უკეთესების შერჩევა ყოველთვის შეიძლებაო, ალბათ, ასე მიპასუხებდნენ ხელისუფლებიდან. ასეთი პასუხი მეც დამაკმაყოფილებს, ოღონდ ერთი შენიშვნით: თუ ეს შერჩევა პირადი ერთგულების ნიშნით არ მოხდება.

სიმართლეს ვამბობ თუ თვითრეკლამას ვეწევი _ შეფასების უფლებას ჩემს ოპონენტებსაც ვერ წავართმევ. იმ მომენტზე ვლაპარაკობ, მოხელის ფუნქციას რომ ვასრულებდი. უსამართლობა, პროტექციონიზმი, არაკოლეგიალობა გამორიცხული იყო ჩვენი კოლექტივის ცხოვრებაში. უკანონოდ მითვისებასა და მექრთამეობასთან შეურიგებლობით ნამდვილი დისონანსი შეგვქონდა მთელ კორუმპირებულ სივრცეში. იქ ერთმანეთს ერწყმოდა საზოგადოებრივი მოვალეობისადმი პატივისცემა და შიშისა და მლიქვნელობისგან თავისუფალი ამხანაგური თანამშრომლობა.

გამოკვეთილი და განსაკუთრებულად თვალშისაცემი პრივილეგია ჩვენთან არავის ჰქონდა და კოლექტივიც ერთიანი იყო. ერთხელ სასკოლო დოკუმენტების შემოწმების დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი წააწყდა ჩემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელთა ერთ ჯგუფს გაკვეთილების გაცდენის გამო ხელფასის შესაბამისი ნაწილი დავუკავე. ამ ბრძანებაში ჩემი სახელიც იყო. გაკვირვების პასუხად სტუმარს მივუგე _ ჯერ საკუთარ თავს თუ არ მოვთხოვე, სხვასაც ვერაფერს მოვთხოვ,-მეთქი. სწორად კი მოქცეულხარ, მაგრამ ასეთი რამ მე ჯერ არსად მინახავსო, _ მიპასუხა. დამახასიათებელი მოვლენების შესაბამისად, იგი ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სახით ნახავდა პატარა დიქტატორს, რომელიც თანამდებობით უფროსების წინაშე ვერხვის ფოთოლივით თრთის, თანამშრომლებს კი ზევსის რისხვად მოევლინება. ღმერთს მადლობა მინდა შევწირო, რომ ქამელეონობა არ დამანათლა და ნორმალური ადამიანის სახე შემინარჩუნა. ნაკლიც საკმაოდ მქონდა, მაგრამ ხელმოკლეობის მიუხედავად, სინდისი და უანგარო კაცის ღირსება არასოდეს გამიყიდია. დემოკრატიისადმი პატივისცემა იყო იმის მიზეზი, რომ ვერ ჩამოვყალიბდი პატარა დიქტატორად და ამას თავიდანვე ვთვლიდი უზნეობად.

დემოკრატია ერთი მსახიობის თეატრი არ არის. იგი ხალხისთვის მისაღები საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მმართველობის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა. აუცილებელია, ვისწავლოთ მისთვის დამახასიათებელი წესებით საზოგადოების მართვა და ცხოვრება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს.

სიმონ ჯაში, ჩოხატაური




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...