ყველაზე პრობლემატური

მკითხველი

ყველაზე პრობლემატური

1970 იან 1 04:00:00
მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი როლი მოკრძალებულია და ამ მხრივ, რაღაც განსაკუთრებული ძვრების მოლოდინში არც უნდა ვიყოთ. სამაგიეროდ, კულტურაა ის სფერო, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობა დიდი და ხალხმრავალი ქვეყნების პოტენციალს არ ჩამოუვარდება. ამავე დროს, კულტურისა და კულტურულ ურთიერთობაში იკვეთება ერთიმეორის გამომრიცხველი ტენდენციები. მართალია, კულტურული კავშირების გაფართოება უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს სულიერ ცხოვრებას, მაგრამ იგი ჩვენი ეროვნული ტრადიციების შერყევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. უცხოური წარმოშობის კულტურული ფასეულობები ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ გემოვნებას. არადა, შერჩევის გარეშე ვიღებთ ყველაფერს, რაც უცხოური წარმოშობისაა და ამ დროს, საკუთარი შედევრები ყურადღების მიღმა გვრჩება.

არაერთხელ მომისმენია ქართული სიმღერები იაპონელების და ამერიკელების შესრულებით და სიამაყესთან ერთად გამჩენია წუხილის გრძნობაც იმის გამო, რომ ჩვენს მუსიკალურ ხელოვნებას უცხოეთში თითქმის მეტი დამფასებელი ჰყავს, ვიდრე _ საქართველოში. ჩვენი უმდიდრესი მუსიკალური მემკვიდრეობის გადასარჩენად ბატონი ანზორ ერქომაიშვილისა და კიდევ რამდენიმე მოღვაწის თავდადება საკმარისი არ არის. კულტურულ ფასეულობათა დაცვას და განვითარებას ვერ შეძლებს ის ერი, რომელსაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემა აქვს _ როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება, ეს მაჩვენებელი ჩვენთან უკუპროპორციულია. დასამალი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 1, 5 მილიონი კაცით შემცირდა. ქართველები იმ ხალხების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე ცუდად მრავლდებიან. ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩვენს მრავალეროვან ქვეყანაში მოსახლეობა, ძირითადად, ქართველების ხარჯზე შემცირდა.

მოსახლეობის რეპროდუქციას აფერხებს 35-40 წელს გადაცილებულ შინაბერათა სიმრავლე _ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, ახალგაზრდები თავს არიდებენ ოჯახის შექმნას. როგორც ჩანს, მემკვიდრეობისა და ქვეყნის მომავლისთვის პირადი მსხვერპლის გაღებას გადავეჩვიეთ. პირადი მსხვერპლის გაღებას ვერ ვბედავთ სამართლიანობის დასაცავადაც. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ქართული ნაწილი, სულ მალე უმცირესობაში აღმოჩნდება. ბუნებრივი პირობებით გამორჩეულ ჩვენს ქვეყანას დაუსახლებელს არავინ დატოვებს, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება საქართველო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხო გარემოში მოხვედრილი ქართველი ადვილად ემორჩილება ასიმილაციას და მშობლიური ერის ყველა ნიშან-თვისებას კარგავს. საუკუნეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მენშევიკური ემიგრაცია საფრანგეთში დამკვიდრდა და დღეს ამ დიასპორის უკანასკნელ თაობას აღარაფერი შემორჩა, ქართული გვარის გარდა.

ადამიანთა დიდი ჯგუფების გადასახლება სხვა ქვეყანაში დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 5 მილიონი თურქი ამჟამად გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ 80-მილიონიან ქვეყანას ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით მცირე, მაგრამ რაოდენობრივად სწრაფად მზარდი ჯგუფის შემოსვლაც კი დამღუპველი იქნება.

გლობალიზაცია პატარა ერებისთვის დიდ საშიშროებას შეიცავს, მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, კაცობრიობისთვისაც არის საჭირო ჩვენი გადარჩენა. ჩვენ არ ვართ ტაიგაში გადაკარგული ერი ან ამაზონის ჯუნგლებში მოხეტიალე ტომები _ რელიეფურად გამოკვეთილი წინააღმდეგობრივი ბუნების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკაცობრიო კულტურაში და მას გენეტიკურად მოდგამს იმის ჯიში, რომ კვლავ დარჩეს ღირსეულ მოთამაშედ.

ჩვენს ბუნებაში ეშმაკებიც სახლობენ და ანგელოზებიც. მათი თანაარსებობა და ერთიანობა ქმნის ქართველი კაცის ფენომენს და ერის ფიზიონომიას. ალბათ, ამ გარემოებას ითვალისწინებდა ერთი გამორჩეული მეცნიერი, როდესაც ქართველ ხალხს უჭკუობაში დადო ბრალი. ჩვენ ქება-დიდება უფრო გვიყვარს მაშინაც კი, როცა იგი აშკარად ყალბია და ამ შეფასებას სიხარულით როგორ შევხვდებოდი, მაგრამ ჭეშმარიტება ჩემთვის რადგან ემოციებზე ფასეულია, არ მიცდია თავის მართლება და უყოყმანოდ დავდექი ამ მეცნიერის მხარეზე. როდესაც ერთნაირ შეცდომას 10-ჯერ და 20-ჯერ დაუშვებ, ნამდვილად ვერ ჩაითვლები დიდი ჭკუის პატრონად.

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ყველა კრიზისის გასაღები სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში უნდა ვეძიოთ. იგი კიდეც შეეცდება ამ მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს და არ დაუშვას ოპოზიციის გავლენის გაძლიერება. ასე რომ, მომავალი წელი საინტერესო და სასიკეთო ძვრებს გვპირდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამ ორი ათეული წლის წინათ გაზეთში ვწერდი:

"მოვინანიებთ, თუკი ვინმე მართლა გვარცხვენდა...

ადამის მოდგმა, მგონია, მაინც ვალშია ჩვენთან,

და, თუმცა რისხვად ველოდებით ბედის განაჩენს,

ქართული მიწა, ქართველი ჯიში, ქართული სისხლი უნდა გადარჩეს!

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთი ქართული ჯიში და ამ ჯიშის ერთი სისხლი აქვთ, ქართული მიწა კი ერთსაც და მეორესაც ეყოფა.




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...