კიდევ ერთხელ ურუშაძის სტუმრობის შესახებ

მკითხველი

კიდევ ერთხელ ურუშაძის სტუმრობის შესახებ

1970 იან 1 04:00:00
გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქტორს, ბატონ გიორგი სიხარულიძეს

მე, როგორც ერთი რიგითი ჩოხატაურელი, თქვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი და პირადად თქვენი წარმომავლობის პატივისმცემელი (ბატონი აკაკი და ქალბატონი ნელი ჩემი მასწავლებლები იყვნენ), თავს უფლებას მივცემ რამდენიმე შენიშვნა გავაკეთო 23 იანვრის სტატიის გამო. სტატია ჯანდაცვის მინისტრის რაიონში სტუმრობას ეხებოდა. ეს სტუმრობა ჩვენი, ექიმების, თხოვნით იყო და მას საქმიანი ხასიათი ჰქონდა. გურიის გუბერნატორთან ერთად მოსულმა მინისტრმა ჩვენი შენიშვნები მოისმინა. ზოგი მისაღებად მიიჩნია, ზოგიც არა და რაც მთავარია, აღიარა, რომ არ შეიძლება სხვადასხვა რაიონის პრობლემებს, თუნდაც ერთნაირს, ერთი და იგივე სტანდარტით მივუდგეთ და გაოცდა ექიმების მიზერული ანაზღაურების გამო. ჩვენ კი, მხოლოდ ორი მთავარი შეკითხვა გვქონდა: პირველი, რატომ აგვიანებს ყოველთვის ხელფასებს დამქირავებელი (მიუღებელი გვაქვს ნოემბერ-დეკემბრის და არა დეკემბერ-იანვრის ხელფასები, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს). და მეორე, მგონი ყველასთვის საინტერესო კითხვა, როგორი იქნება ჩოხატაურის სამედიცინო სამსახურის მომავალი, როცა რაიონს სჭირდება ვიწრო სპეციალისტები (რა თქმა უნდა პროფესიონალი, სერთიფიცირებული და თავის საქმეზე ორიენტირებული) _ მაგრამ კერძო კომპანიებისთვის არამომგებიანი. ამ შემთხვევაში ხელისუფლება რა გარანტიას აძლევს მოსახლეობას, რადგან ასეთი ვიწრო სპეციალისტების ადგილზე არყოლამ ბევრი მათგანი დააზარალა და მათ შორის ამ სტრიქონების ავტორიც და როგორია ამა თუ იმ დაავადების პრევენციისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც მოსახლეობასაც და სახელმწიფოსაც უფრო იაფი უჯდება. რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხს იმ დღესვე ვერ მივიღებდით, მაგრამ მოყვება თუ არა ამას შედეგი, მომავალი გვიჩვენებს და ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას საკუთარი ამბიციებისთვის გამოიყენოს ჩვენი გულისტკივილი და საქილიკოდ გახადოს იგი. აბა, სხვა რა შეიძლება დაერქვას ჟურნალისტების დამოკიდებულებას ჩვენდამი, როცა ... (ამოღებულია ტექსტი)..., თქვენი ჟურნალისტი კი იმას აზუსტებდა, ჩაუტარდა თუ არა სტუმრებს ალკოჰოლზე ტესტირება. ამით ხომ უხერხულობაში ვაყენებთ საკუთარ თავს, საკუთარ მკითხველს და ვეძებთ შარს. ჩემო საყვარელო ადამიანებო, თავს უფლებას ნუ მივცემთ, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ჩოხატაურლები ვისაც საით უნდა იქით გარეკოს, თუ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, თუ ზოგიერთმა ვითომდა ოპოზიციონერმა, თუ ჟურნალისტებმა და რა ვიცი კიდე ვინ... ვიმეორებ, ეს ძალზე წარმატებული ვიზიტი იყო. შეფასებები მიეცა საავადმყოფოს შენობას, განყოფილებებს და კერძო წამოწყებასაც _ "მამქოლს", რომლის მფლობელი ყველაფერს აკეთებს მოემსახუროს საკუთარ ხალხს და მხოლოდ სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. არ შემიძლია არ გავიხსენო 19-ე საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას შეფასება გურულების შესახებ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: "გურულები სიტყვა პასუხით გამორჩეული ხალხია, როცა მათ საუბარს ისმენ ვერ მიხვდები ვინ ლაპარაკობს, თავადი, გლეხი თუ აზნაური, მხოლოდ ტანსაცმლით შეიძლება მიხვდე ვისთან გაქვს საქმე. ისინი მოზომილად გადმოგცემენ თავიანთ აზრს და დაგაჯერებენ, რომ ანგარიშგასაწევნი არიან". დიახ, თქვენი გაზეთის შინაარსიც და სათაურიც ბევრჯერ ასეთია, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს და მინდა სულ ასეთი იყოს.

იზოლდა ცინცაძე, ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ვარგეს" და ხანდაზმულთა კლუბ "იმედის" თავმჯდომარე

რედაქციისგან: "გურია ნიუსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გამოხმაურება, თუნდაც იგი არ ემთხვეოდეს ჩვენსას; მითუმეტეს, საინტერესოა ქალბატონი იზოლდას მოსაზრება, რომლის მიმართ ჩვენი პატივისცემა ეჭვმიუტანელია. მაგრამ, აქვე გვინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესია და არაფერი შეიცვლება, თუ მას გურულების განსაკუთრებულობით, "ჩოხატაურელების გარეკვ-გამორეკვის" შიშით, გაოცებული მინისტრით და "წარმატებული ვიზიტით" შევფუთავთ...

საბჭოთა ეპოქაგამოვლილ მკითხველს უნიკალური უნარი გამოუმუშავდა _ მას სტრიქონებს შორის კითხვა კარგად ეხერხება და თუ რა ან ვინ იგულისხმება "ვითომდა ოპოზიციონერ" , "ჩოხატაურელების საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად გამრეკავ" პირებში, ადვილი გამოსაცნობია. მაგრამ, თუ ამ ადამიანების საქციელი, კონკრეტული ფაქტის არსებობის შემთხვევაში, არ მოგვწონებია, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაგვიწერია. უფრო საინტერესოა, გასაოცარი მორჩილება, რომლის გამოც, "თავს უფლება არ უნდა მივცეთ", თურმე, წყაროს მიერ დადასტურებული და საკუთარი თვალით დანახული ფაქტი მოვუთხროთ მკითხველს. ფაქტი კი ისაა, რომ, როგორც თქვენ წერთ, დამქირავებელი მედპერსონალს ყოველთვის გიგვიანებთ ხელფასებს და ორი თვისა - საერთოდაც არ მოუცია! ფაქტია ის, რომ მინისტრი, თურმე, აღიარებს, რომ სხვადასხვა რეგიონში არსებულ პრობლემებს ერთნაირი სტანდარტებით უდგება; ფაქტია ის, რომ მინისტრმა არც კი იცის, რა რაოდენობის ანაზღაურებას იღებს ქვეყანაში მედპერსონალი და საერთოდ, იღებს თუ არა; ფაქტია ის, რომ, თურმე, ხელისუფლებისთვის ისიც კი უცნობია, თუ როგორია ჩოხატაურელი მედიკოსების, და შესაბამისად, მოსახლეობის მომავალი! ფაქტია ის, რომ მინისტრს (ანუ - ხელისუფლებას) წარმოდგენა არ აქვს, რომ რაიონს სჭირდება ვიწრო სპეციალისტები (რა თქმა უნდა, პროფესიონალი, სერთიფიცირებული და თავის საქმეზე ორიენტირებული) _ მაგრამ კერძო კომპანიებისთვის არამომგებიანი! არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის სისტემიდან, სხვადასხვა რეგიონში, ათასობით ვიწრო და ფართო პროფილის სპეციალისტი, უბოდიშოდ ისე გამოაგდეს, რომ მინისტრს (კეთილ მეფეს!) არც კი გაუგია! თურმე, ხელისუფლება გარანტიასაც ვერ აძლევს მოსახლეობას, რა მოჰყვება ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებას და ვიწრო სპეციალისტების ადგილზე არყოლით, უკვე ბევრი დაზარალებული გვყოლია, მათ შორის, გამოხმაურების ავტორი! ფაქტია, რომ ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალმა თანამშრომლებმა არც კი იციან, როგორია ამა თუ იმ დაავადების პრევენციისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა და მინისტრს ისიც კი უნდა აუხსნან, რომ დაავადების პრევენცია მოსახლეობასაც და სახელმწიფოსაც უფრო იაფი უჯდება!. კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ფაქტია, რომ, თურმე, ექიმები თავიდანვე დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ საკითხების ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხს მინისტრისგან იმ დღესვე ვერ მიიღებდნენ! არადა, საკითხები, რომლებზეც ქალბატონი იზოლდას თქმით, ჩოხატაურელი მედიკოსები მინისტრს ესაუბრნენ, პირველ რიგშია მოსაგვარებელი და ჯანდაცვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს, რომლის ჩაყრაც ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის მეცხრე წლისთვისაც კი ვერ მოახერხა!

და კიდევ ერთი; ქალბატონი იზოლდა წერს, რომ "ეს ძალზე წარმატებული ვიზიტი იყო. შეფასებები მიეცა საავადმყოფოს შენობას, განყოფილებებს და კერძო წამოწყებასაც _ "მამქოლს", რომლის მფლობელი ყველაფერს აკეთებს, მოემსახუროს საკუთარ ხალხს და მხოლოდ სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება." როცა მედიკოსებს ხელფასს არ უხდიან ან უბოდიშოდ მიაბრძანებენ სახლში, ხელისუფლება თავს "გაოცებული" იმართლებს _ კერძო მფლობელებს (სხვათა შორის, სრულიად გაურკვეველ და ბუნდოვანი წარმოშობის კერძო მფლობელებს!) ხომ ვერაფერს ვუბრძანებთ ან შევაცვლევინებთო; როცა ახალ წამოწყებაზე და საავადმყოფოების გახსნაზე მიდგება საქმე, მინისტრი, თურმე "შეფასებებს" და "სწორ მიმართულებებს" იძლევა.

"მამქოლსაც" და სხვებსაც, შეფასების კი არა, იაფი კრედიტის, ღია ბაზრის, თავისუფალი კონკურენციის, საგადასახადო შეღავათების, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, უსაფრთხოების, გამართული და მონოპოლიზაციისგან თავდახსნილი სისტემების, ბიზნესის განვითარების საშუალების მიცემა სჭირდება. საზოგადოებას კი იმის ცოდნა, თუ ვის და რატომ ეკუთვნის დღეს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სააფთიაქო ქსელები, საავადმყოფოები, საკვლევი ინსტიტუტები... რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში და რატომაა, რომ უწამლოდ და უექიმოდ ვიხოცებით... ჩვენ, საზოგადოების თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, ღვაწლმოსილ წევრებს კი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მხოლოდ სტრიქონებს შორის არ ვწეროთ და ვიკითხოთ სიმართლე! ისე, უდავოა, რომ სიფხიზლე, მინისტრზე მეტად, საზოგადოებას მართებს! და მაინც, დიდი მადლობა ქალბატონ იზოლდას კეთლი სურვილებისა და, თუნდაც სტრიქონებსშორის მოწერილი სიმართლისთვის!

P.შ. ქალბატონ იზოლდას საკუთარ წერილში პრეტენზია სხვა მედიასაშუალების მიმართაც ჰქონდა, რომელსაც არ ასახელებდა. ჩვენ თავს უფლება მივეცით, მისი ეს მოსაზრება წერილიდან ამოგვეღო, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი იმ მედიასაშუალებას უნდა მიეწოდოს, რომლის მისამართითაც ეს პრეტენზიები არის გამოთქმული.




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...