"სიზმარ იყო...?!"

მკითხველი

"სიზმარ იყო...?!"

1970 იან 1 04:00:00
ისრიალა და ისრიალა მიხეილმა გუდაურსა თუ სვანეთში... ისრიალა ამასთან თუ იმასთან... ცოლთანაც! მერე აჩქარდა: წავედით, წავედითო და...

პრეზიდენტის სასახლეს მიაშურა. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. სავარძელში ჩაეშვა. თვალები ოდნავ მიელულა და...

უცებ დიდი ილია მართლის ხმა გაისმა: "ადამიანი თუ მთელი ერი, იმისთვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ, პურსა ჭამს იმისთვის, რომ კაცურ კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავისი შთამომავლობა".

მიხეილმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ილიას ხმა აკაკის სიტყვებმა ჩაანაცვლა: "...კერძომ ჩანთქა "საზოგადო." და ჩვენ, რაც ჩვენთვის საჭიროა, მხოლოდ ის გვგონია სასარგებლო. საზოგადო სარბიელი საპირადო ბაზარ-მოედნად გადაგვიქცევია... "ჩვენი ვითომდა მოწინავე წრე" დას-დასებად არის დაყოფილი და საზოგადო საქმეს ყელის საწმენდად და პირსაფარად ხმარობენ..."

მიხეილის ბაგეებს, თითქოსდა, მოწყდა სათქმელის დასაწყისი _ მე! მაგრამ მისი ამონასუნთქი ვაჟას მთისმიერმა ხმამ ჩაახშო: "რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, მით უმეტეს, საზოგადოებას, არამედ, მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ...

...ჩვენი საზოგადოება ჯერ კარგა მანძილით უკანა დგას დაწინაურებულ ერთა საზოგადოებაზე და ამიტომ შეუძლიან აქ ყოველგვარმა რეგვენმა აზრმა, რეგვენმა კაცმა ინავარდოს".

საიდანღაც, თითქოს, დოლ-გარმონის ხმა გაისმა და პრეზიდენტის კაბინეტის კარებში იეთიმ-გურჯი გამოჩნდა. სახე სევდიანი ჰქონდა, ბაგე ორაზროვანი ღიმილით გახსნა და...

"ბრმას რად უნდა მუზეუმში შეყვანა,

ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა!"

მიხეილმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ იგრძნო, როგორ შეეხო მხრებზე დიდი ქართველი მწერლის და საოცარი ადამიანის, ლევან გოთუას ხელები. ლევანის მშვიდმა ხმამ, თითქოს, მტკვრის ტალღებსაც გადაუარა: "შენს თავს ვერსად გაექცევი", "გულში უნდა გეჯდეს ერი და არა ხახასა და ხმალში".

უცებ რაჭის მთებიდან წამომართული დიდი ქართველი პოეტი, მურმან ლებანიძე დაინახა მიხეილმა. თითქოს კვნესოდა პოეტი:

"მეშინია ეს სამოთხე, ეს წალკოტი

სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს".

ეს ამონაკვნესი უცხოურმა ხმებმა და სიცილ-ხარხარმა შეცვალა. ერთმანეთში ირეოდა ინგლისური, სომხური, რუსული, თურქული, ჩინური, არაბული, უკრაინული, სპარსული...

მაშინ გრგვინვად გაისმა დიდი მწერლის, ოთარ ჭილაძის ხმა: "ცოდოა, ცოდო, საქართველო, მოუარეთ!"

მიხეილმა ისევ დააპირა წამოდგომა, მაგრამ... თვალებმა საოცრება დაანახეს: დაჩოქილი კოცნიდა ქართულ მიწას დიდი მამულიშვილი, წმიდა ექვთიმე. დანატრებულ ქართულ მიწას ცრემლებით ასველებდა ემიგრანტი!

მოულოდნელად სულ სხვა სურათი გაცოცხლდა მიხეილის თვალწინ, მსოფლიოს რომელი ქვეყანა არ დაუდგა წინ და... თანაც, ყველგან ქართველები, კაცები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები და... სულისშემძვრელი სიტყვები: "...ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ... არიან ალალბედზე წასულები... ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან "პამპერსებს", ცლიან ღამის ქოთნებს, ასუფთავებენ ოთახებს, ეზოებს, ქუჩებს... სძინავთ ხარაჩოებზე...

ვინ არიან ისინი სამშობლოსთვის? ვინ და დაკარგული თაობები, უგზო-უკვლოდ გაბნეული გენოფონდი, რეალური და პოტენციური დედები, ფესვებს მოწყვეტილი შვილები..."

ქვითინში ჩაიკარგა ეს სიტყვები და ისევ გაისმა მურმან ლებანიძის სინანულით ნათქვამი სტროფი: "სოფელს ბოქლომი ჰკიდია!"

თავი ასწია მიხეილმა და... მოულოდნელობამ გააქვავა _ მისკენ ოტია იოსელიანი მოემართებოდა. ბრძნულ შეგონებას, თითქოსდა, ხნულში, სიმინდის მარცვლებს აბნევდა: "ყოველდღე ვსპობთ და ვათახსირებთ ქვეყანას. ზნეობა რომ მოიშლება ხალხში, იმას რა გადაარჩენს?! სოფელი საერთოდ აღარავის უნდა, არ იხვნება... არ ითესება... ესენი კი, გრიალ-გრიალით ატარებენ ცხოვრებას!"

ჩაახშო ეს სიტყვები ხაჩიძის და კუჭით მოაზროვნეთა სიმღერამ: "მიშა მაგარია."

მაშინ გაისმა საოცარი პოეტის ვახტანგ ჯავახაძის ტკივილიანი ხმა: "ბევრი ლექსი იწერება, სამწუხაროდ, ტაშისთვის!" და გაისმა ხანგრძლივი ტაშიც, მიხეილის თვალწინ ცეკვა-როკვით ჩაიარეს ნახევრადშიშველმა ქართველმა გოგონებმა და ბიჭებმა და...

მოხდა სასწაული _ პრეზიდენტს წმიდა იოანე ოქროპირი მიუახლოვდა. ეძინა თუ თვლემდა მიხეილი? წმინდანმა პირჯვარი გადასახა და გულისმიერი ხმით წარმოთქვა: "სადაც როკვაა, იქ ეშმაკიცაა. როკვა დაუშვებელია. იგი უგულებელყოფილი უნდა იყოს!"

ამ უპასუხო გასაუბრებას ფანჯრიდან უცქერდა გამორჩეული სიტყვის დიდოსტატი ვოვა სიხარულიძე. მარტოდდარჩენილ მიხეილს ტკივილით გახედა და ამოიკვნესა: "ბოღმის მუგუზალმა გულში ცეცხლი გაუჩინა!"

თითქოსდა, ცეცხლის ძალა იგრძნოო, წამოიწია სავარძლიდან მიხეილი და უცებ შთამაგონებელი ძალის პოეტის მორის ფოცხიშვილის ხმა გაიგონა:

... ნახევარი საქართველო ტკივილია,

ნახევარი საქართველო ფიქრია...

ნახევარი საქართველო ფხიზელია,

ნახევარი საქართველო მთვრალია!

_ ფხიზელი ვარ თუ მთვრალი?! _ დაცდა მიხეილის ბაგეებს.

უცნაურმა სიტყვებმა, თითქოს, ძილ-ბურანიდან გამოიყვანა მიხეილი და დაინახეს მისმა თვალებმა ქუჩაში ჩახოცილები _ გურამ შარაძე, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ნიკა კვინტრაძე და სხვები.

მერე ისევ გაისმა ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა: "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!"

შეკრთა მიხეილი, ავღანეთში დაღუპულმა ბიჭებმა თავი ააწევინეს და დააპირეს თვალებში ჩაეხედათ. იდგნენ პრეზიდენტის წინ მუხრან შეკვანი, რამაზ გოგიაშვილი, დავით ცეცხლაძე, გიორგი კოლხიდაშვილი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი გოგუაძე და სხვები იდგნენ, როგორც ბრალდება და იმეორებდნენ მორისის ლექსს: "ყურებს დავიცობთ, რა ვუყოთ თვალებს?!"

არც მიხეილმა იცოდა, რა ექნა თვალებისთვის _ ხან სიბრაზით წამოენთებოდა, ხან _ ბოღმით, ხან _ სიძულვილით, მაგრამ სინანული?!

მოულოდნელად ჯონდი ბაღათურია გამოჩნდა: "ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს", _ ყურში ჩასძახა პრეზიდენტს.

ისევ სცადა მიხეილმა წამოდგომა.

_ როგორ ბედავ და მუხრან მაჭავარიანის ლექსით მელაპარაკები?!

ჯონდის სიცილმა მიხეილის ხმა ჩაახშო.

გაოგნებულ პრეზიდენტს ისევ ჩაესმა: _ შემომხედე, დამიმახსოვრე _ ეს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია იყო, სუბელიანის გულგრილობით და გაუსაძლისი პირობებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის ეზოში თავი რომ დაიწვა.

მიხეილი მაგიდას ორივე ხელებით ჩაეჭიდა. ამ დროს პრეზიდენტს არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე მიუახლოვდა: _ იდიდოს ჩვენი პრეზიდენტის სახელმა! ის არის ჩვენი მარჩენალი!

მიხეილს ოდნავ გაუნათდა სახე... და, საოცრება! მეუფე კალისტრატემ ჯერ თაფლი გაუწოდა, მერე ტკბილად ჩასჩურჩულა: _ შენ ჩვენი მეორე დავითი ხარ, დავით აღმაშენებელი! შენ სოლომონ ბრძენი ხარ!

წამში ყველა და ყველაფერი გაქრა!

პრეზიდენტი ფეხზე წამოდგა _ კმაყოფილმა მხრები ლაღად გაშალა და საზეიმო ხმით წარმოთქვა:

_ მე გავიმარჯვე! სიზმარი დამთავრდა!

_ ამ სიზმრის დამთავრება ნუ გაგახარებთ! მე დღევანდელობა ვარ, ცხადზე ცხადი ვარ. მე 15 წლის მიხეილ ალექსიძე ვარ. ის ვარ, ვისაც თქვენ, პრეზიდენტმა, პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალი და ხულიგანი უძახეთ.

მე თქვენი თანამდევი სირცხვილი ვარ! მე დღევანდელი უსამართლო საქართველოს პატარა შვილი ვარ!

მოულოდნელად ისევ გაისმა ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა: "რესპუბლიკა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სიმართლე! ჴ დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს!

_ სიმართლე ახლა გარდაიცვალა?! _ გაოგნდა მიხეილი.

სიმართლე კი...

"სიმართლე კი, შუაგზაზე დგას და კვდება სიცილით!"

ხო, იცინის გარდაცვლილი სიმართლე! მიხეილის სიცილით, ხალხის ტკივილით იცინის!

ეთერ ქადეიშვილი, ჟურნალისტი




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?