პასუხისმგებლობა

მკითხველი

პასუხისმგებლობა

1970 იან 1 04:00:00
გამოჩნდა თუ არა დამოუკიდებლობის კონტურები, ჩვენ ყველაფერი მოთავებულად ჩავთვალეთ და მივიჩნიეთ, რომ არა თუ მოწინავე, განმსაზღვრელი ადგილიც კი დაგვიკავებია მსოფლიო პოლიტიკაში. ალბათ, ბევრს ახსოვს მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები _ "ჩვენ გადავაბრუნებთ მსოფლიოს!"

დღეს მსოფლიოს "გადამბრუნებელი" ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც შეეცადა რევოლუციების ექსპორტი მოეხდინა ბელორუსსა და ყირგიზეთში, ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე დგას. დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი ფართო შარაგზა რომ დავინახეთ, სინამდვილეში იგი, ჯუნგლებით დაფარული, ძნელად შესამჩნევი ბილიკი ყოფილა. ჩვენ ერთხელ კიდევ დავამტკიცეთ, რომ ილუზიების სფეროში მართლაც მაქსიმალისტები ვართ.

ყველას საკადრისი უნდა მიეზღოს _ ეიფორიაში იყო ზედა ფენა, რომელიც ფანტასტიკურ დაპირებებს იძლეოდა და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც, რომელსაც ამ დაპირებების სჯეროდა. სამწუხაროდ, დიდი გამოცდილების მიუხედავად, ყალბ დაპირებებს ყავლი ჯერაც არ გასვლია. დამოუკიდებლობა არ მოდის მისთვის თავდადების, სამართლიანობის გამყარების, შეუპოვარი შრომისა და მშრომელი კაცის დაფასების გარეშე. ხელისუფლებას საამისო თვისებები არ აღმოაჩნდა. ობიექტური შემფასებელი, ხელისუფლების მოღვაწეობაში ყველაფერს დაბალი ქულებით ვერ შეაფასებს, მაგრამ ვერც დადებით ბალანს გამოიყვანს. ჩვენი მაქსიმალიზმი უფლებების ჩარჩოებითაა შემოზღუდული და თუ სავარძელი ოდნავ მაინც ამის საშუალებას იძლევა, ეს უფლებები უკიდეგანო გვგონია. ჩვენთან უფრო მეტად, ვიდრე სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, სახელმწიფო მოხელეთა უმრავლესობა ვერ თავსდება სამართლიანობისა და მორალის ჩარჩოში. აქედან გამომდინარე, პრობლემებსაც უმეტესად სუბიექტური ხასიათის მიზეზები წარმოშობს.

ექსპერიმენტებისთვის და ფუჭი ილუზიებისთვის 22 წელი, მგონი, საკმარისზე მეტია. კონკრეტულად რა არის პრობლემა? არ მიკვირს, ხალხისკენ რომ იშვერენ ხელს. ხელისუფლებამ ვიღაცას ხომ უნდა დაედოს ბრალი არსებული მდგომარეობის გამო? ჩვენ დავაშავეთ ან შევცდითო, ასეთი რამ ჩინოვნიკებისგან ჯერ არავის სმენია. დღემდე ვიცოდი, რომ შეუმცდარი მხოლოდ ღმერთი იყო, ახლა კი ბოდიშს ვიხდი, ხელისუფლება რომ არ გამახსენდა. ნორმალურ პირობებში სახელმწიფო აპარატში მუშაობა განცხრომა კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხალხის ცხოვრებით ცხოვრებაა, მისი ჭირის და ლხინის გაზიარებაა, ასეთი კადრები ჩვენს სახელმწიფო აპარატში სანთლით საძებარია, კანონიც და პასუხისმგებლობაც მისი დარღვევისთვის შერჩევითია _ რაც ერისთვის კანონიერია, მეორეს უკანონოდ ეთვლება. დღეს დაპირისპირების გაღრმავება კი არა, ერთიმეორესთან მისასვლელი გზების ძიებაა საჭირო. ურთიერთდათმობის გარეშე ამ გზას ვერავინ მიაგნებს.

ნაციონალების საარჩევნო დეკლარაცია, როგორც ეტყობა, ხელისუფლებამ დათმობად და ოპოზიციისადმი პატივისცემად შეაფასა, სინამდვილეში კი იგი სიცრუისა და ცინიზმის მორიგი რაუნდია. გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს დეკლარაცია, პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა კი არა, დილეტანტებმა შექმნეს. ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს, პოლიტიკა კი არა, პოლიტიკანობაა, უფრო მეტიც, იგი პოლიტიკური დალტონიზმია. მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს საზოგადოებაში დაგროვილი უდიდესი საპროტესტო მუხტი. აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ალბათ, უკეთესი იქნება, ხელისუფლებამ პარიტეტულ საწყისებზე ახლავე შექმნას კოალიციური მთავრობა, რომელიც გარდამავალი საფეხური იქნება სტაბილური ხელისუფლების ჩამოყალიბების გზაზე. თუ გავითვალისწინებთ ძალთა ახლანდელ თანაფარდობას, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ორმხრივ დათმობად და დადებით მოვლენად შეაფასებს.

თუ საზოგადოების ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ, შადიმანობის სინდრომსაც ადვილად მოევლება. რაც შეეხება ერთიანობას, ელიტურ ოპოზიციაში ამას ვერ ვხედავ. ზოგი წინასწარ ზეიმობს გამარჯვებას, ზოგი კი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა. არავის ვურჩევ, მონაწილეობა მიიღოს იმ დათვის ტყავის გაყოფაში, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. მართალია, ჩვენ ძალიან ხშირად ემოციებით ვაზროვნებთ, მაგრამ აუცილებელია, დავაცხროთ ვნებები და დაჭრილი არსება პროფესიული მკურნალობით გადავარჩინოთ.

საზოგადოებას ბრმა აპლოდისმენტები მობეზრდა და გაუჩნდა მოთხოვნილება ოპონენტებზე, რომ ამით საკუთარ თავზე კონტროლისა და აზროვნების უნარი დაიბრუნოს. გონივრული პოლიტიკა გურულ სიმღერას გაგონებს: ერთიმორისგან მოწყვეტილი ხმები ბოლოს რომ ერთ მძლავრ ნაკადად ერთიანდება და მოჯადოებულ ჰარმონიას ქმნის. საქართველო არც "ნაციონალური" მოძრაობაა და არც "ქართული ოცნება". იგი ყველა პოლიტიკურ პარტიაზე გაცილებით მეტია. ამაზრზენია იმაზე ფიქრიც კი, რომ მათ დაპირისპირებას შეიძლება, სამოქალაქო ომი მოჰყვეს.

კატეგორიულია მოთხოვნა: ხვალინდელი დღის, ჩვენი შვილების და მომავლის სახელით, ფეხზე დავდგეთ და არ დავუშვათ მოვლენების საბედისწერო გზით განვითარება! მხოლოდ მაშინ ვიქნებით არსებობისა და დამოუკიდებლობის ღირსები!




 ახალი ამბები
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომლებიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ.  ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.  „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა,  ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით -  Nature at work, რომელიც ორიენტირებულია  წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain, რომელიც  ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. ... ...
  • ოზურგეთის "ლაშეს" სტადიონის შეტრიალების ინიციატივით დასრულებული ხანგრძლივი დავა ხმაური და ხანგრძლივი დავა მოჰყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული პროექტის _  „ლაშეს სტადიონის კეთილმოწყობა“ _ ავტორებთან, მხარდამჭერებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განხილვას. მხარდამჭერი მოქალაქეები, მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარომადგენლები დიდხანს დაობდნენ ლაშეს  სტადიონის ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე, რომლისთვისაც 75 ათასი ლარია გათვალისწინებული. აზრთა სხვადასხვაობა თავიდან გამოიწვია შენობის და სხვა ნაგებობების  განთავსების თემამ. _ ჩვენ  ვინც ვართ  ფეხბურთის სპეციალისტები და როგორც ვიტყვით, ის აზრი გათვალისწინებული უნდა იქნეს. მაქვს კითხვა, არის თუ არა სტადიონი სტანდარტში ჩამჯდარი? იქ კეთდება სარბენი ბილიკები, კალათბურთის მოედანი, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის კუთხით ვუყურებთ პირველ რიგში, დღეს აქ ვერ  ვხედავ პიროვნებას, ვინც პროექტი დაწერა, _ თქვა  მწვრთნელმა აკაკი ათუაშვილმა, რაზეც უპასუხეს, რომ პროექტი შედგა ხალხის გამოკითხვის მხარდაჭერით. _ მოსახლეობის გამოკითხვას  მე ვუძღვებოდი, კარგად ვიცი, რა უნდათ _ დიდი ჯოხით  როდის შემორეკონ ძროხები სტადიონზე, _ თქვა გაბრაზებულმა მწვრთნელმა. შეღობვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, დამატებითი სივრცის გამოყოფა _  ეს და კიდევ მრავალი პრობლემური საკითხი წამოსწიეს განხილვის მონაწილეებმა, თუმცა, აკაკი ათუაშვილი დაჟინებით  ითხოვდა სტადიონის მიმდებარე სივრცის გადიდებას, რაც გასახდელების ბოლომდე,   საზღვრის ღობემდე მიწევას გულისხმობდა. _ ვარჯიში სხვა რამეა და თამაში _ სხვა! როცა ვარჯიშია, შეიძლება სტადიონის ერთ ნახევარზე ერთმა ჯგუფმა  ივარჯიშოს და მეორეზე _ მეორემ.  ჩვენ გვჭირდება სივრცე და ეს სივრცე გვაქვს და ამისდაკარგვა არ შეიძლება.  გასახდელები უნდა მივიწიოთ, რომ სივრცე გათავისუფლდეს, _ ასე ვინ  შეადგინა ეს პროექტი, მეარ მეასმის, _ არ ცხრებოდა ათუაშვილი.   _ გადაწყვეტილი არაფერია. ეს პროექტი  თქვენია, თქვენ მოიგეთ და როგორც გსურთ, ისე უნდა გაკეთდეს. გამოგიგზავნით  გენგეგმას, ერთხელ კიდევ დავსხდეთ, შეიტანეთ ცვლილებები, როგორც ჩათვლით საჭიროდ, _ უთხრა ათუაშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ, რომელიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა და გამუდმებით არწმუნებდა ლაშეს სტადიონის მოწყობის მხარდამჭერებს, რომ ყველაფრი ისე გაკეთდებოდა, როგორც მათ სურდათ. _მე თანახმა ვარ, თუ სტადიონი შეტრიალდება, სივრცე მეტი დარჩება. გარდა ამისა, ახლანდელ შემთხვევაში  დასავლეთ და აღმოსავლეთ  მიმართულებები არ არის გათვალისწინებული  და მეკარეს მზე პირდაპირ  თვალებში ანათებს, _ თქვა ბერიძემ. _აგაშენა  ღმერთმა, მეც ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ბოძების ხელახლა ამოთხრა და სხვა სამუშაოები დამატებით ხარჯებს მოითხოვს და ამიტომ ვერ ვთქვი, _ თქვა ათუაშვილმა. _სჯობს ათასი ლარით მეტი დაიხარჯოს და მოვიძიოთ ეს თანხა, ვიდრე 75 ათას ლარიანი პროექტი გახორციელდეს და უყაირათოდ გაიხარჯოს და ხელახლა გახდეს საკეთებელი, _ უთხრა მას ალეკო ბერიძემ. ხანგრძლივი დავისა და ხმამაღალი  უთანხმოების გამოხატვით გაწელილი  განხილვა მალევე დასრულდა შეთანხმებით, _ მიიღეს  სტადიონის შეტრიალების  გადაწყვეტილება.    დააზუსტეს,  რომ ასეთ შემთხვევაში  სივრცე მეტი დარჩებოდა და აქამდე მიუღწეველი შეთანხმებაც შედგა. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, სტადიონის შეტრიალებით როგორ  მოგვარდებოდა პრობლემა, უფრო ზუსტად რომ ეთქვათ, ალეკო ბერიძემ განაცხადა, რომ მთავარია ისიც,  თამაშის დროს მეკარეს მზე არ მიანათებს თვალებში. _ მზის მინათებისთვის არ დაობდა მწვრთნელი ათუაშვილი. სივრცე აინტრესებდა... _ სხვა რამეზე დაობდა. ის დაობდა, რომ გასახდელი, რომელიც ახლოს არ იყო სტადიონთან, გადატანილიყო ღობესთან და გასახდელს და სტადიონს შორის გამოთავისუფლდებოდა ადგილი. ახლა, სტადიონის შეტრიალებით,  ის სადავო საკითხი ამოვარდა და სივრცეც დარჩება. ამ ყველაფერს როცა ადგილზე ნახავთ, უფრო მიხვდებით. _ თავიდანვე ასე რომ გადაგეწყვიტათ? _ კამათში იბადება ჭეშმარიტება, _ რიტორიკა მოიშველია  ბერიძემ, რის განმტკიცებაშიც მას  საკრებულოს პარატის უფროსი  ნანა თავდუმაძეც შეეშველა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება კარგად ხორცილედება და კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია  მაშინ, როცა  არის უწყვეტი კომუნიკაცია, აზრთა შეჯერება, როგორც დღეს მოხდა აქ,“  _თქვა ... ...
  • სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრაზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული ... ...
  • სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე ლილუაშვილის ბიძაშვილია _ ოპოზიციის ბრალდებები და უმრავლესობის განმარტებადანიშნა თუ არა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ მისი ახლო ნათესავი _ დღეს ამ თემაზე პარლამენტში კომენტარები დილიდან კეთდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, რაც მას არ აკვირვებს.  "თუ ნდობაზეა საკითხი, ვის უნდა ენდოს თუ არა ახლობელს. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანია და სანდოობის პრინციპით და დღეს საქართველოში მოქმედი ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. რა გიკვირთ? მე პირიქით გამიკვირდებოდა, რომ ღია კონკურსი გამოეცხადებინათ და მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი ჩამოეყვანა მოადგილედ," - განაცხადა რომან გოცირიძემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიგა ნიკოლეიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია და ის დიდი ხანია რაც არსებულ სისტემაში მუშაობს. "ბიძაშვილია ნამდვილად? სხვა არაფერი არ აქვს იმ ადამიანს? ანუ მე არ ვიცი ვინაა, მაგრამ მას სხვა დამსახურებები არა აქვს სამსახურში? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რამდენად ბიძაშვილია თუ არა, მე რამდენადაც ვიცი ეს პიროვნება დიდი ხანია მუშაობს ამ სისტემაში და არის გამოცდილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცი. არ ვიცი ბიძაშვილია თუ არა და ვერ გეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილია და შეიძლება არც არის, შეიძლება ნათესავია, საქართველოში ბევრი ვიღაცა ერთმანეთის ნათესავია," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...