მოვესწრებით სამართლიან სასამართლოს?

მკითხველი

მოვესწრებით სამართლიან სასამართლოს?

1970 იან 1 04:00:00

უნდა აღვნიშნო, რომ ბატონმა ვანომ გამოიყენა ჰენრი ფორდის გამოცდილება, რომლის შესახებ კარგად იცის ნებისმიერმა ავტო ინჟინერმა _ როცა ტექნოლოგებმა ვერ შესძლეს ავტომობილისთვის ფიგურული (არსებული ბრტყელი მინის სანაცვლოდ) წინა, საქარე მინის დამზადება, მაშინ ფორდმა შექმნა ჯგუფი ისეთი ინჟინრებისგან, რომლებსაც მინის დამზადების ტექნოლოგიის არაფერი გაეგებოდათ და ფორდმა 6 თვეში მიიღო სასურველი შედეგი. საქმე იმაშია, რომ პროფესიონალების შეგნებაში, დროთა განმავლობაში, ყალიბდება საკუთარი კანონი, რომლის გადალახვა მათ არ შეუძლიათ.

მე, პირადად, შეტანილი მქონდა პატარა სარჩელი ოზურგეთის სასამართლოში, რომლის განაჩენმა ძალიან გამაკვირვა, არა იმიტომ, რომ სასამართლოს ნებისმიერი ვერდიქტი რამეს შემმატებდა ან დამაკლებდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ გავიგე ვერც ლოგიკა და ვერც სამართალი.

პირდაპირ ვიტყვი _ მანტერესებდა თვით პროცესი და საქართველოს სასამართლო სისტემის "ბრძოლით დაზვერვა". მაქვს გარკვეული გამოცდილება რუსეთის სასამართლოებთან ურთიერთობის, მაგრამ რომ შეცდომა არ დამეშვა, დახმარება ვთხოვე გურიაში კარგად ცნობილ ადვოკატს ბატონ კახა ჩავლეშვილს.

საქმე ჩაბარდა მოსამართლე გიორგი ზედგენიძეს, რომლის განაჩენი უფრო მხატვრულ ნაწარმოებს ჩამოჰგავს, ვიდრე გაწონასწორებულ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

სოფელ მამათში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არის სამემკვიდრეო ქონება _ ჩემი მშობლების ეზო-სახლი, რომლის შესახებ შორეულ 2000 წელს იმსჯელა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მამათის დეპუტატთა ყრილობის გადაწყვეტილებით დადგინდა ყველას სამემკვიდრეო უფლებები.

2007 წელს, ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მცხოვრებმა მეორე რიგის მემკვიდრემ შეადგინა ყალბი საბუთები და გაიფორმა ერთპიროვნულ საკუთრებაში სამემკვიდრეო ქონება. აქვე ქვეყნდება გაყალბებული აქტი, რომელიც დაედო საფუძვლად ნოტარიატის და საჯარო რეესტრის მოქმედებებს და რომლის ბათილად ცნობა ვთხოვე სასამართლოს. აქტში ნათლად ჩანს, რომ შეცვლილია სახელი, მამის სახელი, უძრავი ქონების ჩაბარებაზე არის სხვა პიროვნების ხელწერა; გარდა ამისა, აქტი გაუქმებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა თვით სასამართლოს მტკიცება, რომ ქონება მიღებულია რაღაც სხვა საბუთით, რომელიც საქმეში არ არსებობს. იბადება ლოგიკური კითხვა: რამ შეუშალა ხელი სასამართლოს, რომ არ გააუქმა ეს სიყალბე? შორს ვარ იმ აზრისგან რომ ბატონმა მოსამართლემ შეცდომა დაუშვა. ეს განაჩენი მისი IQ -ა, და მტკიცე რწმენა რომ ზემდგომი ინსტანციები არ გააუქმებენ.

ყველა საქმეს მისი გაგება უნდა ადგილობრივი მენტალიტეტის გათვალისწინებით. თუ სახალხო თქმულებებს დაუჯერებთ, იყო პერიოდი, როცა ხოჯა ნასრედინი ყადად იჯდა. გასასამართლებლად მიუყვანეს ორი ქურდი: ერთმა დღე იქურდა, მეორემ _ ღამით. ხოჯამ გაათავისუფლა ღამის ქურდი და დააკავა დღის ქურდი. ხოჯას განაჩენი დაუწუნეს. მაშინ ხოჯამ შეაბრუნა განაჩენი და გაათავისუფლა ღამის ქურდი. კიდევ დაუწუნეს. ხოჯას გაუკვირდა: არც დღისით იქურდოს, არც _ ღამით? აბა, როდის იქურდოს? დაახლოებით ეს იდეა გატარებული სასამართლოს განაჩენში.

ამ საქმეში არის ჩადენილი უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული. მარტო ის რა ღირს, როცა პროცესზე ლანჩხუთის საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა რომ განაცხადა: "უმრავლესობას ყალბი საბუთები მოაქვს და ყველას უკან ხომ ვერ გავაბრუნებთ?!"

მასალები გადავეცი საქართველოს მთავარ პროკურორს, სადაც საქმე კონტროლის ქვეშ იმყოფება, მასალები კი რამდენიმე თვეა ოზურგეთის პროკურატურაში იმტვერება, რამაც ჩემთვის ეს საქმე ძალიან საინტერესო გახადა.

დღეს საქართველოში ახალი მთავრობაა და უმრავლესობა ელოდება ცვლილებებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მინდა ეიფორიის გასანელებლად პატარა მაგალითი მოვიტანო: ერთ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და ჩამოაგდეს ხელმწიფე. ქვეყნის ჯალათს ნაცნობი აფრთხილებს, რომ საფრთხე ელის, რაზედაც ჯალათი სიცილით პასუხობს: "როგორ ფიქრობ, ძველ ხელმწიფეს, ახალი ხელმწიფე თავს პირადად მოჰკვეთს? პირიქით _ მუშაობა მომემატება".

ახალი მთავრობის განცხადებით, შეიცვლება სახელმწიფო ორგანოების თავები (ხელმძღვანელობა) "სხეული" კი იგივე დარჩება. გავიხსენოთ ჩვენი ცნობილი მწერლის გურამ ფანჯიკიძის რომანი "სპირალი", სადაც "სხეულმა" დაიმორჩილა უმაღლესი IQ -ს მქონე ტვინი და პრიმიტივი ბანდიტის ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო უძლიერესი "შემოქმედი" ბოროტმოქმედი.

ქვეყანა ვერ დარჩება მესამე ხელისუფლების გარეშე, თუნდაც ერთი დღე. ეს კარგად ესმით თვით მოსამართლეებს, ამიტომაა, რომ უკვე ხელფასის მომატებას ითხოვენ.

გამოდის, რომ ჩიხში მოვექეცით?

იქნებ, ექსპერიმენტის სახით, ერთ-ერთ რაიონში (თუნდაც გურიაში) შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრინციპით შერჩეული და მომუშავე, სადაც უკვე მოსამართლემ უნდა დაიცვას მის მიერ მიღებული საეჭვო განაჩენის სისწორე, ხალხისთვის გასაგები ენით. დარწმუნებული ვარ, 2-3 წელიწადში საქართველო მიიღებს დახვეწილ სასამართლო სისტემას, "ჯადოქრებზე ნადირობის" გამოცხადების გარეშე. მოსამართლეებს უცებ დაეკარგებათ "შავი მეტკის" მიღების სურვილი.

იმედი მაქვს, ჩემს წერილს გამოეხმაურებიან ადვოკატები და ჟურნალისტები. ნუ დავანებებთ სასამართლო სისტემას, ჩაგვთვალოს "საძოვარზე მიდენილ ნახირად".

ნური ჩხაიძე, ორმაგი მოქალაქე. მამათი-თბილისი-მოსკოვი




 ახალი ამბები
  • პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ​ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია დიალოგის სწორი მიმართულებით წარმართვა. ევროკავშირის ელჩის თქმითვე, ხელისუფლებამ ნდობის მოპოვება ხელახლა უნდა შეძლოს. "გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო. არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი პოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს არჩევნების ჩატარების წესი. მნიშვნელოვანია ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ... ...
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?