ვინ იქნება გამგებელი? მოადგილე? თუნდაც _ დამლაგებელი?

მკითხველი

ვინ იქნება გამგებელი? მოადგილე? თუნდაც _ დამლაგებელი?

1970 იან 1 04:00:00
დრო კი გარბის და ბოლოს ხვდები, თუ ცოცხალი ხარ, შენი ვალია დაწერო, რადგან ხედავ _ დუმილს კი არა, სიტყვას ედება ოქროს ფასი. დღე ერთია, ახალი ამბავი _ ძალიან ბევრი. ყოფილი სახელისუფლებო ტელეარხების წამყვანები უხალისოდ გვაწვდიან ცხელ-ცხელ ინფორმაციებს იმ ადამიანებზე, რომელთა ქებაში ერთ დროს "ენაზე ტყავი ჰქონდათ გადამშპარი". მტერს გოუჭირდეს მასე, როვარც მაგენს უჭირთ _ რა ყოფილა იძულებითი ცხოვრება?! თუმცა, აგრესიული ტონით, მიმიკით, ნაძალადევი ცინიკური სიმწრის ღიმილით, რესპონდენტებს გამაღიზიანებელ კითხვებს კი უსვამენ. ფაქტია, გრძნობენ ნაცტელევიზიების აღსასრულის მოახლოებას. მე მინდა, ძველებურად ვუდეპეშო მათ: "ვიზიარებ მწუხარებას. თქვენი არხების დაკრძალვას ვერ დავესწრებით!"

გვინდა თუ არა, ჩვენი ყოველდღიურობა ადასტურებს ქართული სიბრძნის აქტუალობას _ "ერთ ქარქაშში ორი ხმალი ვერ ჩაიგება!" ამიტომაც შეხვდნენ "ოცნებელები" დინჯად, დიახაც, ჯერ არგაგონილ გამარჯვებას. ყველა გრძნობდა, რომ წინ ისევ ბრძოლის ველი გაიშლებოდა, ამიტომაც არ ყოფილა დიდი ტინგიც-ხვინტრიცი, ისეთი, როგორიც ვარდოსნებმა გამართეს ცხრა წლის წინ. ვიტყვი, რომ ოცნების ლიდერის სიდინჯე გამარჯვებამდე გადაედო ყველა მის მხარდამჭერს.

მაინც რა ყისმათი დაჰყვა ამ პატარა ქვეყანას ისეთი, რომ მუდმივად გადაუწყვიტოს ბედი? ან სააკაშვილს განგებამ რა ნიჭი დაანათლა ისეთი, რომ ცხრა წელია, ტყუილებით აცხოვრა საკუთარი ხალხი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები უმოწყალოდ შეაცდინა და ამჯერადაც, ბუტაფორიად ქცეულმა, რასმუსენიც "მოასრიალა"?

ბუტაფორიაზე გამახსენდა. ბუტაფორია იტალიური სიტყვაა და ნიშნავს _ "გააგდე გარეთ" აქ თეატრალური დეკორაციები იგულისხმება, მარა, რა გინდა შენ? მეტისმეტი სიზუსტით მიესადაგება ამ უცხო სიტყვის განმარტება ჩვენს დღევანდელობას. მეორე განმარტებაც აქვს ბუტაფორიას – "არანამდვილი, ყალბი"!!! თავისი ნებით წასვლას არ აპირებს სიყალბის ძველი არმია. ის კი არადა, იციან, გამოღმა არაფერი შერჩებათ, მაგრამ მაინც ედავებიან გაღმელებს. აბა, რას დაარქმევდით "ცოფით პირგადალესილ" (ვაჟა) წიკლაურს, ან უიხტიბრო მინაშვილს, ან თუთბერიძეს, მაშინ, როცა მკვლელის გადასარჩენად, ლამის, თავს სწირავენ? მაინც არ აფიქრებთ ის, რომ დამნაშავეთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება და მათ დასაცავად მალე მაშველი ბრიგადები დასჭირდებათ, უმცირესობა აუთავდება დაკავებულთა კარებთან ყურყუტს? ზონდერები? ეჰ, სადღააა "ნაციონალური, კაი ცხოვრება"! დიდი შიში მაქვს, ძვირფასო მკითხველო, ამ გამაოგნებელმა ურცხვობამ რაიონებში არ გადმოინაცვლოს.

სამართალდამცავთა გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს. ცოდვა ღმერთმა არ მათქმევინოს _ გასულ, კოშმარულ ცხრა წელიწადში რაც დადებითი მოხდა, დიახაც იყო პოლიციის რეფორმა. მრავალი პოლიციელი შეეწირა ადამიანთა სიცოცხლის დაცვას. ნათელში იყოს მათი სპეტაკი სულები! არავის უხსენებია იმ კაცის სახელი, ვისი დაფინანსებითაც გატარდა ეს რეფორმა, თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, ამ დიდმა ფერისცვალებამ ვეღარ გადაფარა ნულოვანი ტოლერანტობის აღმსრულებელთა ავკაცობა. ქვეყანა სიმართლის გზას ადგას დღეს, მაგრამ საეჭვოა, ტაძრამდე მიგვიყვანოს ამ გზამ მანამ, სანამ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ციხის დედოფალ ხათუნას წინამძღოლობით, ახალაიას გვერდით არ მიუსხდებიან.

დადგა დრო, ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი. ასეა ჩოხატაურშიც. ყველა ადამიანს, რომელ პოლიტიკურ მხარესაც არ უნდა იდგეს იგი, არსებობა სჭირდება. მით უფრო ძნელია თბილი სავარძლების დატოვება!

მაგრამ გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის მრავალგზის მიმართვა ნაციონალებისადმი _ დანაშაულს ნუ ჩადიხართ, თორემ პასუხს აგებთო.

ნამეტანი გულაჩვილებული ხალხია ჩოხატაურში! მათთან მაქვს მრავალი კითხვა, რომლებიც ერთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყრის თავს _ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?

ვინაა დამნაშავეო, იტყვის ძალიან ბევრი. აგერ გეტყვით, ბატონო, ვინ მიმაჩნია დამნაშავედ და ვეცდები პერსონალურად არავინ დავასახელო, რადგან ვიტოვებ იმედს, ყველა ამოიცნობს თავს.

ღამეული თათბირების მომწყობნი არიან დამნაშავენი, რომლებიც სკოლის დირექტორებს, შესაბამისად, მასწავლებლებს და მშობლებს აიძულებდნენ, გადასულიყვნენ "ხმების საშოვარზე"; ბინდისდაცემისთანავე ქვეითად მოგზავნილი მომსყიდველები, ადგილობრივ ხელისუფალთა მეგზურობით რომ კადრულობდნენ უკადრებელს, უნდა დაისაჯონ; სამართალდამცავები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც ოჯახი აღარ დატოვეს ისე, რაიმე სახის მახეში რომ არ გაებათ. მათი შავი ხელით ბევრ ჩოხატაურელ ახალგაზრდას გაუმწარდა ცხოვრების საუკეთესო წლები და თუ ვინმემ, სრულიად უდანაშაულომ, ციხიდან გამოაღწია, იმას კიდევ უფრო მეტი ხმების შეგროვებას სთხოვდნენ.

არ შემიძლია არ ვთქვა: ციხის საშინელი კადრების ხილვით დამუნჯებულ საქართველოს ხმა მისცა ჩოხატაურმა. მუნიციპალიტეტის წინ გამართული აქციის დასასრულს, მოპირდაპირე შენობიდან მძლავრი ხმით "სჭექეს" სიმღერა. ალბათ, იმ მომღერლებს მოუწევთ კითხვაზე პასუხის გაცემა: ვის უმღეროდით _ თქვენს გაუბედურებულ მომავალს თუ მუნიციპალიტეტის მდუმარე შენობას, რომლის ყველა ოთახში მძიმედ დაშვებული ფარდა ორგან შეირხა, მაგრამ "მოჭიტინეთაგან" ვერავინ გაბედა გამოსულიყო თავის ხალხთან, თავის ჩოხატაურთან?!

არ უნდა დაისაჯოს იმ სოფლის ხელმძღვანელი, რომელმაც შეურაცხჰყო დეპუტატობის კანდიდატი? არც ის პირები უნდა შევაწუხოთ, ვინც იგივე პიროვნება გურიის მიწაზე, ბახმაროში არ შეუშვეს?

ამღვრეულ წყალში ყველა ცდილობს თევზის დაჭერას, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ, "ნაციონალებო", წყალი ნამდვილად არ ამღვრეულა და ბიძინა ივანიშვილი იმ ჭკუა-გონების კაცია, რომც აიმღვრეს დიდი ქართული მდინარე, თქვენ მაინც არაფერს დაგაჭერინებთ.

და ახლა უფრო დიდი კითხვითი ნიშნით გკითხავთ: რა გინდათ, პატიოსან ადამიანივით რომ აგიღიათ თავი და ფეხის ბაკუნით ითხოვთ ნაჩვევ კაი ცხოვრებას? მაინცდამაინც გინდათ, ისევ მოეწყოს "ოცნების" ტრიბუნა ჩოხატაურის ცენტრში (სადაც ადრე არ გვაჭაჭანებდით), საჯაროდ დაგახალონ ყველა სათქმელი, მეტიც, მონიტორზე გამოჩნდეს, როგორ არიგებ ფულს, როგორ იმუქრები და ტერორისტობ? აგი გინდათ ხომ? მზად ვართ!

რა უნდა ქნათ, რა აჭამოთ შვილებს? რომ "ბაირამობდით", გახსოვდათ მაშინ თქვენნაირი დედები და მამები რას აჭმევდნენ და აცმევდნენ თქვენი შვილების ტოლ ნაშიერთ?

რა გინდათ, ისევ თქვენ "დაითრიოთ" ხალხის მონაპოვარი? მე გეტყვით, რა უნდა ქნათ _ ერთი უნიჭიერესი მოსწავლე, სანთლით საძებარი ინჟინერი, ტყეში დამხმარე მუშად მუშაობს დიდი ხანია. ახლა შენ დეიკავე იგი ნაჯახი ხელში! ღვაწლმოსილი მანდილოსანი, ქარაშეთში კალთაში ხიკავს "პოწკვებს" გათოშილი ხელებით. ახლა შენ მოხიკე!

მართლა "გადააშპო ენაზე ტყავი" ხალხს ჭორ-მართალმა _ ვინ იქნება გამგებელი? მოადგილე? დამლაგებელი? მთელ საქართველოს ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს _ დაშუშდით, დაწყნარდით და იძახეთ, გულო, ჩადექ საგულესა!

გამგებელი, მოადგილე და თუნდაც, დამლაგებელი იქნება ის, ვინც სასწორზე დადო არა მარტო საკუთარი თავი, ოჯახიც გაწირა, შვილებიც და ახლობლებიც. "ნაციონალები" მგლის მადისანი აღმოჩნდნენ! წარმოიდგინეთ, ხალხო, "ოცნება" რომ დამარცხებულიყო, ლუკმა-ლუკმად დაგვგლეჯდნენ და ფურთხაშად გაგვიტანდნენ.

ახლა კი ნამდვილად მიეცემა "კეისარს კეისრისა და ღმერთს _ ღვთისა".

P.S. მაპატიე, ძვირფასო მკითხველო, დამავიწყდა გამომეხატა პროტესტი ჯალაღანიას ხელახლა გაპროკურორების გამო. შეუცდომელი არავინაა. ვიმედოვნებ, ეს შეცდომა მალე გამოსწორდება და თანამდებობას მოაშორებენ ამ პიროვნებას, თუ ჯერ კიდევ თავად არ წასულა.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?