სწორი პასუხისთვის საჭიროა სწორად დასმული კითხვები

მკითხველი

სწორი პასუხისთვის საჭიროა სწორად დასმული კითხვები

1970 იან 1 04:00:00
სააკაშვილს და მის "კამარილიას" რომ უმცირესობაში ვხედავთ და გვაქვს შანსი, საერთოდ მოვიცილოთ თავიდან, მარტო ამისთვის იმსახურებს ბატონი ივანიშვილი ოქროს ძეგლს ქართველი ხალხისგანო და ა.შ. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ნამეტანი ადრე ხომ არ დარბილდა და დაბრმავდა ქართველი ხალხი?!

მაგალითისთვის: დასავლეთის ქვეყნებში მიღებულია არჩევნებიდან 100 დღის ათვლა, ანუ ემჩნევა თუ არა ქვეყანას ახალი ხელისუფლების კვალი?!

მე რომ კაცმა მკითხოს, თუ სამ თვეში და ათ დღეში ხელისუფლებაში მოსვლიდან, არ შეგიძლია, გაათავისუფლო უდანაშაულოდ დაპატიმრებული ადამიანი (მხედველობაში მყავს ბარათელი), ან ის არ შეგიძლია, გაარკვიო (რომელი "კაჭკაჭისთვის" უკვე არ არის ეს ცნობილი?) ვის აძლევდა ხელს ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, ათი წელიც რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, არაფრის გამკეთებელი არ იქნებიან!

რატომ არ ესმის დღეს ივანიშვილს და წულუკიანს იმ განცხადების, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტელევიზიით გააკეთა, რომ მან გასცა ბრძანება აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტაზე?!

ნუთუ წულუკიანს ეს არ ესმის, თავისი ევროპული გამოცდილებით, რომ სააკაშვილმა თავი ცნო დამნაშავედ და მხოლოდ სასამართლოა საჭირო?!

რაც დღეს საქართველოს გაზეთებში იბეჭდება და რასაც ასე "ოლიმპიური" სიმშვიდით და "უგალოვნიკის" გულგრილობით უყურებს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, როგორი წარმოსადგენია, რომ ასეთ ქვეყანას და მის ხალხს ესახებოდეს რამენაირი მომავალი?

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" გვემუდარება, რომ "დავინახოთ მეტი!" აი, პირადად, მე რას ვხედავ ყოველივე ამაში.

როცა საერთაშორისო კლასის იურისტი მ. სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდა, ის, "მეგაფონით" ხელში გაიძახოდა და ყველას აფრთხილებდა, შევარდნაძისა და მისი გუნდის სისხლის სამართლის დანაშაულზე, მაგრამ მერე რა? როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, შევარდნაძე დატოვა მხართეძოზე წამოწოლილი კრწანისის რეზიდენციაში (მეტიც _ პერსონალური სასაფლაოც გაუხსნა ეზოში), ფულადი ანგარიშები გაასწორეს ერთმანეთში და გააგრძელეს ახალი ძარცვა-გლეჯა. რასაც დღეს ვუყურებ, ეს მარწმუნებს იმაში, რომ დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს ყოველთვის საქართველოში, ანუ რისი გარანტი იქნება ბიძინა ივანიშვილი?

ახლა, რაც შეეხება მის მილიარდებს და მის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას.

უდავოა ის ფაქტი, რომ "დიდი ფულისა და ქონების უკან, იმალება დიდი დანაშაული" (ბალზაკი), ანუ როცა ქვეყანაში შეგნებულად იქმნება დეფიციტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება მილიონობით მშრომელი, მილიონებს კი შოულობენ (და აქა-იქ მილიარდებსაც) ერთეულები. საქმე იმაშია, რომ თუ ივანიშვილმა 7 მილიარდი დოლარი დააგროვა, სამების საკათედრო ტაძარი ააშენა და უამრავი სხვა ეკლესიის რეაბილიტაცია მოახდინა, ყოველივე ამით საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა და ჩემთვის სრულებით არ არის არც სამადლობელი და არც გასაკვირი, ვინაიდან თუ ასე არ მოიქცევი, ამხელა ფულის შოვნას (რომელსაც დიდ დაძაბულობა თან სდევს) არანაირი აზრი არ აქვს.

ასე რომ, ჩემთვის პირადად ბიძინა ივანიშვილი წმინდანი იქნებოდა მაშინ, მას რომ მოენახა, დაეპურებინა და გაეთბო გაჭირვებული და არა ბუბა კიკაბიძე (რომელსაც ერთი ბეჭედი რომ გაეყიდა თავისი საგვარეულო განძეულობებიდან, მთელ ქუჩას შეინახავდა), მაგრამ ყოველივე ზემოთქმული მაინც არ გახლავთ მთავარი. მთავარი უფრო საგანგაშოა, ვინაიდან საქმე დაგვირჩა ტყუილთან და ტყუილი, თუგინდ პატარა, დიდ უნდობლობას ბადებს.

საქმე იმაშია, რომ გაზეთ "გურია ნიუსის" ფურცლებიდან პრემიერ-მინისტრს ღია წერილი მივწერე სათაურით _ "ჩვენი ბავშვობის მდინარე" და "მივიღე" პასუხად, თუ როგორ "სტკივებია" მას საქართველო და მისი ბუნება. თუ თვითონ გაზეთებს არ კითხულობს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ რას აკეთებს მისი უამრავი თანაშემწე? ის ავადსახსენებელი სტალინი, იმოდენა იმპერიის ცენტრალური, რესპუბლიკური და საოლქო გაზეთების წაკითხვას ასწრებდა და უპასუხოდ არ ტოვებდა, თუ თვითონ არა, ვისაც ეხებოდა საკითხი, იმ უწყების მხრიდან აუცილებლად ხდებოდა რეაგირება. ჩვენ კი, რა დონის თავხედობასთან გვაქვს საქმე, როცა გვეუბნებიან, "წერე და იკითხეო"?! მაგრამ ყველაზე მთავარი სატკივარი მაინც ბოლოსთვის მოვიტოვე: ანუ, წარმოუდგენელია სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა, რომლებიც ექვემდებარებიან ოპერაციას, ელოდონ ტელეფონის ერთლარიან ზარს და ასე დააგროვონ 50-70 ათასი დოლარი ან ევრო (თუმცა, როგორც "ბოროტი ენები" ამბობენ, ამ ფულიდან ამ ბავშვებს 10 პროცენტიც არ ხვდებათ!)???

კი, მაგრამ მოსიყვარულე ერის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 7 მილიარდს "ატრიალებს", რა გაუჭირდა ბავშვებისთვის გამოყოს რამდენიმე მილიონი? სხვა რომ არაფერი, დროის მოგების მიზნით?!

მართლაც რომ სასწაულების მომსწრენი ვართ, სასწაულების!

P.S. ყოველივე ზემოთ ხსენებული, ჩემი ღრმა რწმენით, არაფერია, გარდა ნაღვლიანი სინამდვილისა, რისთვისაც ვერც კი გაუბრაზდები ხელისუფლებას _ თუ რატომ ვერ ამჩნევენ ამა თუ იმ ზნეობრივი ნორმების დეფიციტს ასეთი გაჭირვების დროს...

აქ, უბრალოდ, დაფიქრებაა საჭირო!

გრამიტო (გერმანე) მამინაშვილი




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...