პრეზიდენტის მორიგი ავანტიურა

მკითხველი

პრეზიდენტის მორიგი ავანტიურა

1970 იან 1 00:00:00
უპრინციპო საქმოსანი. პოლიტიკური ავანტიურიზმის ბრწყინვალე მაგალითებია ჰიტლერიზმი, ტროცკიზმი და სხვა. არანაკლებია გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის და სხვათა "პერესტროიკა".

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ავანტიურიზმი გამოიხატა სააკაშვილის იმ უპრინციპო მოქმედებაში, როცა მისი ბრძანებით საქართველოს ჯარმა "გრადების" ცეცხლში გაახვია ცხინვალი, სადაც რუსული უძლიერესი ჯარის ქვედანაყოფები იდგნენ. შედეგი ყველასთვის ცნობილია _ 2 000-მდე დაღუპული ქართველი ახალგაზრდა და რამდენიმე ათასი დევნილი. დაკარგული სამაჩაბლო, მისი 150-ზე მეტი ქართული სოფლით. ქვეყნის და ხალხის მოსიყვარულე პრეზიდენტი ამ მოვლენის გამო, გლოვის დღეს დააწესებდა, სახელმწიფო დროშას დახრიდა. სააკაშვილს არც ცრემლები უღვრია, არც დროშა დაუხრია, პირიქით, ზეიმი გამოაცხადა და ტაშ-ფანდურა გააჩაღა თბილისში – რუსეთს ომი მოვუგეთო. სააკაშვილი დღემდე თუთიყუშივით იმეორებს, ომი რუსეთმა დაიწყოო.

თუ ომი რუსეთმა დაიწყო, დახოცილი ქართველი ჯარისკაცებით რატომ იყო მოფენილი ცხინვალის ქუჩები და მისი შემოგარენი? ახლა დავუბრუნდეთ ტალიავინის დასკვნას. "2008 წლის 7 აგვისტოს ქალაქ ცხინვალს ინტენსიურად შეუტია ქართულმა მძიმე არტილერიამ, ასევე ცხინვალს და მის შემოგარენს უტევდნენ სხვა შენაერთებიც. მალევე ბრძოლაში ჩაება რუსული არმია."

ამ ამბავს არ გავიხსენებდი, რომ არა სააკაშვილის ახალი ავანტიურა _ რამდენიმე კვირის წინ, აჭარაში გარდაიცვალა ერთი წლის ბავშვი. ის მაშინვე გამოაცხადეს შიმშილით გარდაცვლილად, რასაც ხელი შეუწყვეს ტელეარხებმა. მერე გაიელვა ინფორმაციამ, რომ ბავშვი შიმშილით არ მომკვდარაო. ჯანდაცვის მინისტრმაც თქვა, ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი კუჭ-ნაწლავის პრობლემა და მიდის გამოძიებაო. ამ დროს სააკაშვილი გამოდის ტელევიზიით, ამ მოვლენას ქვეყნის ტრაგედიად აცხადებს, სახელმწიფო დროშას დაბლა ხრის და მოძღვრავს ახალ ხელისუფლებას: ‘რაც ხალხს შეპირდით, ვერ უსრულებთ, ამ ბავშვებს მაინც ნუ ხოცავთ შიმშილითო. ეს ხომ ავანტიურა და ცინიზმია, თან რა დონის! უძახე ახლა მაგას პრეზიდენტყოფილი და ვადაგასული. თვითონ კი ამ დროს კვდება სიცილით, თავის "ხოშზე" დაშლიგინობს საზღვარგარეთ და შინ და გარეთ ავრცელებს ათასგვარ პასკვილს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას კი იწვევს "ქართული ოცნების" წრეგადასული შემწყნარებლობა, რასაც "ნაცმო" სულ არ იმსახურებს.

"ქართული ოცნების" გასაგონად მინდა ვთქვა, ამ კეთილშობილურმა თვისებებმა უსუსურობამდე არ მიგვიყვანოს. ჩვენ, ანუ მთელი საქართველო დაგიდექით გვერდით, გაგამარჯვებინეთ არჩევნებზე და ქვეყნის ბედი თქვენ ჩაგაბარეთ. თუ კიდევ ვიქნებით საჭირო, ერთად შემოგვძახეთ და გვიბრძანეთ, რა ვქნათ. ქართველები ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ წყობილებიდან. ბოლოს ყველას შევახსენებ გიზო ნიშნიანიძის სტრიქონებს, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს:

"ჩვენს ჯიშში ეტევა, რაც არ მემეტება! აი, რა შეუძლია ჯანს,

ქართველი კაცი რომ ტყავში ვერ ეტევა, ქართული ცეკვიდან ჩანს,

ელმავლის ბანზეც კი ააწყობს სიმღერას, ზღვასაც კი აუწყობს ხმას!

ოღონდ თქვას თავისი სათქმელი, იმდენად...

თავს დადებს, წვენს ადენს ქვას.

შენი სიცოცხლისთვის მოკვდება, თუ გინდა, ისე განაცვალებს თავს,

მაგრამ თუ გამწარდა, ჭკუიდან გადადგა, ვაი, ჩვენს მტერსა და ავს!"

ანზორ დოლიძე, ოზურგეთი




 ახალი ამბები
  • დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორისსოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რობაქიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ხელისუფლების დაკვეთას ნუ ... ...
  • მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები პარლამენტთან ნაძვის ხეზე,,გაბედეს" წევრებმა პარლამენტის წინ მიტანილ ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ... ...
  • კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანა და მას სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ორი წლისა და სამი თვის ვადით  თანამდებობის დაკავების ... ...
  • "ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ"საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითზე არაერთხელ მოხდა მწვავე განცხადებების გაკეთება და დაპირისპირება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს: “პარლამენტში ახლა მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება!“ ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ და ზოგს კიდევ უფრო დიდ ... ...
  • მკვლელობა და ყაჩაღობა წალკაში-პოლიციამ დამნაშავეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...