ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა და მისი შემაფერხებელი მიზეზები

მთავარი თემა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა და მისი შემაფერხებელი მიზეზები

2013 დეკ 15 16:58:29

პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ქვეყანში უკვე დგას, თუმცა, ხელისუფლება მის ჩატარებას არ დაუშვებს. ნაწილის აზრით კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შექმნილ სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს და ჯობია ამაზე თანხებიც არ დაიხარჯოს.

დღეს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორ ნანა კაკაბაძის თქმით, ბრძოლა სწორედ დღეიდან იწყება და ისინი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, რათა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

"პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს და "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის აუცილებელია საპარლამენტო ციკლი შენარჩუნდეს.

"პირველი მიზეზი არის ის, რომ საზოგადოება ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით გადაიღალა. ცოტა აპათიაც რომ არის ქვეყანაში და ეს სარეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, როცა არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი არ მივიდა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს. მეორე მიზეზი ფინანსური დანახარჯებია, რომელიც ქვეყანას ფიზიკურად არა აქვს. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ფული სჭირდება. არჩევნების ჩასატარებლად კი საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს. ამასთან, ყოველ წელს არჩევნებს იმის გამო ვერ ჩავატარებთ, რომ ვიღაცას რაღაც არ აკმაყოფილებს. კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის აუცილებელია საპარლამენტო ციკლი შევინარჩუნოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუ კატასტროფული სიტუაცია არ არის, ასეც უნდა ჩატარდეს. ბანანის რესპუბლიკაში არ ვცხოვრობთ, რომ ყოველ წელს არჩევნები ვატაროთ, საქართველოს ამის ფუფუნება არა აქვს. თანაც არჩევნები ახალს რას მოგვცემს? შესაძლოა, ვიღაცას პარტიური ინტერესებიდან გამომდინარე უნდოდეს არჩევნების ჩატარება, მაგრამ მე ამ არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამაში როგორც სახელისუფლებლო ძალას, ასევე ოპოზიციას ვგულისხმობ. შესაძლოა, "ქართულ ოცნებასაც" უნდოდეს არჩევნების ჩატარება, რადგან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლოესობას მოაგროვებს, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ასევე მეტი წარმომადგენლის შეყვანის იმედი ჰქონდეს პარლამენტში. ამასთან არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდეს იმედი, რომ პარლამენტში შევა," _ აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის აზრია.

"მოსახლეობას თუ ვკითხავთ, ეს საკითხი პოპულარული არ იქნება. ახლა ხალხი სხვა საკითხების მოგვარებას ელოდება და არა არჩევნებს. რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით, რა გარანტია გვაქვს, რომ ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ამ სამართლიანობას აღადგენს? ამის გარანტია დღეს არავის არა აქვს. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, მოქმედი ხელისუფლებაც გააკეთებდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ სიტუაციას დიდად ვერ შეცვლის," _ აცხადებს კაკაჩია.

"საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი" კახი კახიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დგას, თუმცა, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.

"პოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ის ადამიანი, რომელმაც კოალიცია შეკრა და ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, პოლიტიკიდან წავიდა; ამავდორულად, პარლამენტი მოსახლეობის განწყობებს პროპორციულად ვერ ასახავს დეპუტატებთან და პარლამენტში წარმოდგენილ ძალებთან მიმართებაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ძალიან საჭიროა. მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამაზე უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა ცოცხალი თავით არ წავა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ დაინიშნოს მარტივი მიზეზის გამო - მათ კარგად ესმით, რომ იგივე რაოდენობით და შემადგენლობით პარლამენტში ვერ მოხვდებიან. თუმცა, შესაძლოა, ყოველ წელს არჩევნების ჩატარება ძალიან მძიმე ტვირთი იყოს, მაგრამ როდესაც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი ემუქრება, ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა არ დაიკარგა და ისეა დაკომპლექტებული პარლამენტის შემადგენლობა, რა პროპორციითაც ისინი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობენ. დღეს კი არჩევნები სწორედ პროკურატურის, პოლიციის ჩარევის გარეშე ჩატარდება, ამასთან იმ დოზით არ იქნება ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული, რა დოზითაც წინა წლებში," _ აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციას დიდი შანსი აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს".

"ეს არც "ქართულ ოცნებას" აწყობს და არც "ნაციონალურ მოძრაობას". "ნაცმოძრაობას" არ აწყობს იმიტომ, რომ მას კონკურენტი გაუჩნდება ოპოზიციურ ნიშაში, ამასთან, "ქართული ოცნების" მხრიდანაც უალტერნატივო ოპოზიციურ ძალადაა აღიარებული. "ქართულ ოცნებას" არ აწყობს იმიტომ, რომ პარლამენტში უფრო ძლიერი ოპოზიცია ეყოლება," _ აცხადებს კახიშვილი.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?