"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

მთავარი თემა

"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

2020 იან 13 10:54:53

წლების წინ არავის უკვირდა დანგრეული გზები და გახეთქილი წყალგაყვანილობის თუ კანალიზაციის მილები, რის გამოც ქუჩებსა თუ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პირდაპირ ფეკალური მასა გადმოდიოდა. ნელ-ნელა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და უმეტესად ცენტრალური ადგილები მოწესრიგდა _ დაიგო ასფალტი, ბევრგან გაკეთდა კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემა. თუმცა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩაზე, უკვე ორი თვე ხდება, რაც დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან ბინძური წყალი მოედანზე მოედინება და დღემდე გაკეთება არ მოხერხდა.

"გურია ნიუსი" ამ ფაქტის შესახებ უკვე წერდა და როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ მაშინ გვითხრა, პრობლემას მალე მოაგვარებდა.

_ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვარ. გამოძახებული მყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის დაზიანების ადგილს და უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, _ გვითხრა მან მაშინ.

.თუმცა, ერთი კვირის შემდეგაც, არათუ სპეციალური ჯგუფი, ამბის მკითხავიც არავინ გამოჩენილა.

ტერიტორია, რომელიც გურიის ქუჩის ნაწილია, ხალხმრავლობით გამოირჩევა. აქ განლაგებულია მაღაზიები, აფთიაქი, სხვადასხვა სავაჭრო წერტილი და რამდენიმე ქუჩის კვეთის ადგილიცაა. შეწუხებული ადამიანები ითხოვენ საკანალიზაციო სისტემის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას. ზოგი ამბობს იმასაც, რომ ეს წყალგაყვანილობის სისტემაა და კანალიზაციასთან კავშირი არ აქვს.

_ აბა, ეს აყროლებული წყალი საიდან მოდის? აქოთებული კი არის აქაურობა და რა მნიშვნელობა აქვს, წყალგაყვანილობაა თუ კანალიზაცია? _ ამბობენ ახლო-მახლო მომუშავეები და გამვლელ-გამომვლელნი.

გურიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი დიდი შენობის ინტერიერში განთავსებულ სარიტუალო დარბაზ "ნიცას" წარმომადგენელი, "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ღია სივრცეში დატბორილი მოედანი და გზის სავალი ადგილები მათი საყოფაცხოვრებო მოხმარების ბინძური წყალია და ყურადღებას არ აქცევენ:

_ როგორ გეკადრებათ? შენობის მარჯვენა მხარეს დააკვირდით და ნახავთ, რომელი მილით ვსარგებლობთ ჩვენ. იქეთ მხარეს ჩვენ არაფერი გვესაქმება და ტყუილად ხელს ნურავინ იშვერს! არც რაიმე ცუდი არ დაწეროთ ჩვენზე! რახანია ასეა და ჩვენ რა შუაში ვართ?! _ გვითხრა სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ.

_ თუ გაფიცვაა საჭირო ან აქცია, გამოვალთ, ბატონო! ორი თვეა ვიძახით, ვყვირით, სად არ ვრეკავთ, მაგრამ გასაოცარ დუმილს ვიღებთ პასუხად. მე აქ რომელიმე ობიექტზე არ ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღე მიწევს ფეხით გავლა-გამოვლა, რადგან დავდივარ სამსახურში, შევდივარ ბანკში, ბაზარში და სხვა შემოვლითი გზა არ მაქვს. რა უბედურებაა, რა გახდა ამ ერთი ადგილის ამოქოლვა? საბადოებს არ სჭირდება ამდენი ძებნა. რა საძიებო ჯგუფი ჰყავთ გამოძახებული, რომ ორი თვეა, აქამდე ვერ მოაღწიეს? 90-იანი წლები მახსენდება, რომ ვუყურებ ამ სიბინძურეს... _ გვეუბნება ოზურგეთელი ნანა კილაძე.

ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. თუმცა, ან გაბმული მუსიკა გვესმის, ან გვეუბნებიან, რომ რიგში მეათე ვართ, მერე პირველამდე რომ ჩამოვა ავტომოპასუხე, უკუათვლის წერტილი ისევ თავიდან იწყება.

წყალმომარაგების კომპანიის ფილიალში დარეკვას ადგილზე მისვლა ვამჯობინეთ, თუმცა, თანამშრომლებმა კვლავ ცხელ ხაზზე დარეკვა გვირჩიეს.

საბოლოოდ, ისევ წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო დავით, ჩვენ ერთხელ უკვე გესაუბრეთ გურიის ქუჩაზე არსებული დაზიანების შესახებ. ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა გამოძახებული ჯგუფი?
_ თქვენ რომ გვითხარით, მერე დასვენების დღეები იყო. რომ მოვძებნით, გავაკეთებთ და გეტყვით...

_ როდის მოძებნით?

_ რა ვქნა, კიბე დავანგრიო?

_ მეორე თვეა, იქ აუტანელი მდგომარეობაა. რომ მოგენდომებინათ, ხომ შეიძლებოდა აქამდე გაკეთება?

_ აუ, ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს! სამსახურში ვარ...

_ შობაა და ჩვენც სამსახურში ვართ...

თუმცა, დავით ცერცვაძემ მეტი საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

ძალიან კარგი იქნება, ჩვენი ჩინოვნიკები, საკუთარ საქმესთან ერთად, ელემენტარულ, ტაქტიან საკომუნიკაციო ენას თუ ისწავლიან. მით უფრო, როცა ნოემბრიდან ქალაქის ცენტრი ბინძური წყლით ყოველდღე იტბორება და არაერთხელ არაერთი ადამიანის მიმართვის თუ მედიის ჩარევის მიუხედავად, რეაგირება ნულია.

ამასობაში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში" წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ გახორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების გამახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების გახორციელებაში. შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

იქნებ, ვინმემ იფიქროს, რა შუაშია ეს ცვლილება, ოზურგეთის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთანო. მაგრამ დავძენთ - იმ შუაშია, რომ როცა ცენტრალურ ოფისში, ცხელ ხაზზე გამუდმებით ვრეკავთ , მეორე თვეა და შედეგი არ ჩანს, შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც, ზემდგომმა პასუხის გაცემა და დროული რეაგირება ასწავლოს ქვემდგომებს.




 ახალი ამბები
  • ჩიჩილაკის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყებაჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყება. “სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, გააკეთა. პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფომაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხის შესახებ. „პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება,“ _ აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე. ინიციატივა ჩიჩილაკისა და გურული კალანდას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ეკუთვნის და 13 იანვარს სოფელ დვაბზუში ... ...
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...