ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე _ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას დაკავებული მშობლების წინააღმდეგ

მთავარი თემა

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე _ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას დაკავებული მშობლების წინააღმდეგ

2019 სექ 23 11:06:51

19 სექტემბერს მთელი საქართველო შეძრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულმა ბრიფინგმა, სადაც ცნობილი გახდა, რომ შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ქსელი, რომელიც არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებით იყო დაკავებული.

ამ ამბავში ყველაზე შემზარავი ის გახლდათ, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები,

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი _ მათგან ორი ცოლ-ქმარია.

დაკავებული ცოლ-ქმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ტიპის გადაღებებზე დაყავდა ბავშვი ქალს:

ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი, სამოდელო სტუდიის გადაღება იყო. ფოტოებიც კი მაქვს ნანახი, სადაც არანაირი პორნოგრაფია არ ყოფილა. კარგად ჩაცმული იყო და ლამაზი ფოტოები იყო. სოციალურ ქსელშიც კი ჩავდეთ, თუმცა მერე ჩემმა რძალმა თქვა, რომ ფოტოების ავტორს არ უნდოდა მის მიერ გადაღებული ფოტო სხვას დაედო და წაგვაშლევინა,  _ გვითხრა დაკავებული მამაკაცის დედამ, რომელიც ფიქრობს, რომ მისი რძალი შეცდომაში შეიყვანეს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი არაფერ შუაშია:

ბავშვის მამამ არაფერი იცოდა. ნამყოფიც კი არ არის იმ ადგილზე, სადაც გადაღებები იყო, _ ამბობს ქალბატონი.

მისივე თქმით, მისი შვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და საქართველოში 4 თვის დაბრუნებულია:

_ ჩემი შვილი ამბობდა, რომ არ უნდოდა მისი შვილი გადაღებებზე ეტარებინათ. ცეკვიდანაც კი გამოიყვანა, მაგრამ როცა ფოტოები ვნახე, მითხრეს, რომ საზღვარგარეთ საბავშვო ჟურნალებზე და ბანერებზე უნდა განეთავსებინათ, ამაში თანხას აძლევდნენ  და ეს მის მომავალს წაადგებოდა, არაფერი მითქვამს.  ბავშვი შაბათ-კვირას დაჰყავდა თბილისში ჩემს რძალს. მან გზაც კი არ იცოდა წესიერად. დიდუბეში აკითხავდნენ, მიყავდათ და გადაღებების მერე ისევ დიდუბეში ტოვებდნენ. ჩემი შვილი უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, თქვა  რომ წავიდოდა და ნახავდა რა ტიპის გადაღებებზე დაყავდა დედას შვილი, თუმცა ვერ მოასწრო. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა. არც კი იცნობდა იმ ადამიანებს, ვინც გადაღებებს აწარმოებდნენ, _ გვითხრა დაკავებული მამაკაცის მშობელმა.

ის ამბობს, რომ გამოძიებას მისი შვილის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მტკიცებულება აქვს:

_ როგორც ვიცი სატელეფონო ჩანაწერი აქვთ მხოლოდ, რომელშიც ჩემი შვილი მის მეუღლეს თანხას სთხოვს. რაღაცაზე ფული დაჭირდა, იცოდა რომ მის ცოლს ჰქონდა და მოსთხოვა. რამდენადაც ვიცი, ამის გამო იკამათეს კიდეც, რადგან ჩემს რძალს არ უყვარდა ფულის გაცემა. სულ ესაა რაც გამოძიებას აქვს. დამიჯერეთ, არაფერი იცოდა ჩემმა შვილმა და თუ ჩემმა რძალმა რამე იცოდა, ვერც კი გააცნობიერა რას აკეთებდა, _ გვითხრა დაკავებული მამაკაცის დედამ,  რომელთან საუბარში მისი შვილიშვილიც ჩაგვერთო და გვთხოვა, მისგან გაგვეგო სიმართლე.

ის 12 წლისაა და ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მისი სურვილით და ბებიის თანხმობით ჩაიწერა, ყვება, რომ გადაღებების შინაარსის შესახებ მისმა მამამ არაფერი იცოდა.

ამბობს, რომ უღებდნენ, როგორც ფოტოებს, ასევე, ვიდეოებს _ ხან ჩაცმულს, ხან სრულიად შიშველს და ამ გადაღებებს ხშირად მისი დედაც ესწრებოდა:

დედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ეშინოდა.

გოგონა ამბობს, გადაღებებზე ბევრი არასრულწლოვანი დაჰყავდათ მშობლებს, რომელთა დიდ ნაწილს თავადაც კარგად იცნობდა:

თითქმის ყველა გორიდან იყო და ბევრს ვიცნობდი. ჩემი მეგობრები იყვნენ, _ ამბობს გოგონა.

 როგორც გავარკვიეთ, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას.

ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს არასრულწლოვანთა უმწეობით.




 ახალი ამბები
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...
  • გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანზე- ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და  ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა,  შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და   126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. “ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს.  მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა,  ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის ყველაფერი დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება,”-განაცხადა კახა კალაძემ. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა კარკასისა და ქვაბულის (კატლავანის) მდგომარეობაში არსებული სამი ობიექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, განიხილეს თაბუკაშვილის N7-9, მარშალ გელოვანის N4ა და გურამიშვილის N64-ში არსებული დაუსრულებელი ობიექტები. საუბარია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 387 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებაზე. ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მერია დეტალურ მოლაპარაკებებზე გადავა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესსა და მზადყოფნას გამოხატავენ. „დღევანდელი შეხვედრა ხუთი ასაშენებელი ობიექტიდან სამ ობიექტს ეხებოდა. ორ ობიექტზე უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვყავს ინვესტორები, ხოლო სამი ობიექტის დასასრულებლად ინვესტორები გამოკვეთილი არ იყო. დღეს შევხვდით სამშენებლო კომპანიების იმ ნაწილს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ მასშტაბების პროექტების განხორციელება და მათ აღნიშნულ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ძირითადი ინფორმაციები წარვუდგინეთ. ახლა ველოდებით მათ გამოხმაურებას“,- განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ... ...
  • შსს-მ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია. სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად  განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით. დაბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. https://www.myvideo.ge/v/3692568?fbclid=IwAR2CWwN7wYL3Opz8FkxYVbxJtA-xd27InWnr7B8Oq0WQfY7lyr4bltyvaUQ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...