გარევაჭრობის პრობლემა _ გასაჭირის მარადიული სიმბოლო

მთავარი თემა

გარევაჭრობის პრობლემა _ გასაჭირის მარადიული სიმბოლო

2017 მარ 27 16:10:50

ოზურგეთში გარემოვაჭრეთა პრობლემა, სულ ცოტა, 20 წელია აქტუალობას არ კარგავს და როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს პრობლემა გასაჭირის სიმბოლოდაც კი იქცა საქართველოში.

დღეისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზრის ირგვლივ, აბაშიძისა და გურიის ქუჩების ტროტუარებზე სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები არიან განლაგებული, რომლებიც, ძირითადად, შინამეურნეობაში მოწეული პროდუქციით ვაჭრობენ. ისინი ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ყოველ ჩამოვლაზე (რაც ბოლო პერიოდში ძალზე გახშირდა), იწყება დავა, რომ ტროტუარები გაათავისუფლონ.

_ მოდიან და გვიყვირიან, თბილისში რომ აყარეს ხალხი ტროტუარებიდან, ისე გიზამთ თქვენც, თუ ბაზარში არ შეხვალთო. როცა შრომის ბაზარი დაურეგულირებელია, ბუნებრივია, არ გვჯერა, რომ იმ პირობას, რასაც გვთავაზობენ _ ალტერნატიულ ფართს, უფრო კარგ სანიტარულ პირობებს, შეასრულებენ. თანაც იქ გადასახადი უფრო მეტია, ვიდრე სავაჭროდ შემომსვლელი ადამიანი, _ ამბობენ ისინი.

ქეთინო რუსიეშვილი, ქ. ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრები:

_ რომ არ მიჭირდეს, აქ დავდგები და ასე ვიწვალებ? რას დაგვდევენ _ სად შევიდე, რომელ ბაზარში? განა თქვენ არ გახსოვთ, წლების წინ როგორ გამოგვყარეს ოზურგეთის ძველი ბაზრიდან ახალ, დახურულ ბაზარში, გურიის ქუჩაზე? სად ვარ დღეს? ისევ ქუჩაში, იმიტომ რომ იქიდანაც გამოგვყარეს! ხომ წერდით ამის შესახებ. აი, ნახეთ ახლა, იქ თუ არის ბაზარი. ამ ამბების შემდეგ რამდენი ათასი ლარის საქონელი ვიზარალე... იქ მოვაჭრეებიდან ზოგი სახლში წავიდა, ზოგიც მოკვდა _ სამი ადამიანი გადაჰყვა მაგ ამბავს. ახლა აგერ ისევ თეთრების გამო ვდგავარ. შეგვიწყონ ხელი ან ისე მოაგვარონ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყიდებოდეს, მაგალითად, კარტოფილი _ ერთგან, ყველი და ნადუღი _ მეორეგან, მწვანილი კიდევ ცალკე და ასე შემდეგ. 

ზაირა ვაშაყმაძე, სოფელ ნაგომრის მცხოვრები:

_ დიაბეტით დაავადებული ვარ. აფთიაქის პირდაპირ იმიტომ ვჯდები და ვყიდი ცოტა რაღაცეებს, ცუდად რომ გავხდე, წამალი აქვეა და ვიყიდი,-მეთქი. თუ არადა, ვის აქვს წამლის ფული? პურის ფულისთვის ვწვალობ. პენსია მაინც რომ მქონდეს, აქ არ ვივლი. 8 წელი მიკლია პენსიამდე. შემომხედეთ, გაცილებით უფროსი ასაკის ვგონივარ ყველას. მივაღწევ კი იქამდე? ამ მთავრობას, მგონი, არ სჯერა, როგორ უჭირს ხალხს! სამუშაო რომ იყოს, რა გვიჭირს, ვის უხარია მათხოვარივით ქუჩაში დგომა? და აქაც რომ დაგდევენ.

ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ნანული ზაქარიაძე ამბობს, რომ 20 წელი ბუღალტრად მუშაობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ორგანიზაციაში. თუმცა, დღეს დამლაგებლის ადგილიც ვერსად იშოვა.

_ ესაა საქმე? ჩემს მოწეულს და გაკეთებულს თუ რამეს გავყიდი, ხომ შეიძლება, ხელი შეგვიწყონ? მაშინ ისე მოაწესრიგონ საქმე, რომ ელემენტარული პირობები შეგვიქმნას ხელისუფლებამ, ხალხს პურის ფულის საშოვნელად ქუჩაში წანწალი არ ჭირდებოდეს. სახლი კარგი მაქვს, კომუნისტების დროს აშენებული, მაგრამ კედლებს ხომ ვერ მოვხრავ?! ორშაბათიდან აქ არ დაგინახოთო, _ გვითხრეს. რა ვქნათ? არც შაბათს მოვალთ და კვირასაც ვერ გვნახავენ, მაგრამ პირობები შეგვიქმნან მაშინ, დაგვასაქმონ. ვის ეზარება მუშაობა? დამლაგებლის ადგილიც რომ იყოს, არ დავიძინებ, ისე ვიმუშავებ.

ლალი კვაჭანტირაძე, გარემოვაჭრე:

_ 30 ათასი ლარი მქონდა ბანკში შენახული, შევარდნაძის დროს რომ შეგვიჭამეს და რამდენ ხანს გვპირდებოდნენ, აგინაზღაურებთო. ახსოვს ვინმეს ეს ამბავი? რაიმე გააკეთა რომელიმე ხელისუფლებამ, რომ ცოტა კომპენსაცია მიგვეღო? სხვა ქვეყნებმა როგორ შეძლეს? ამათ ის შეძლეს, რომ თვითონ გახდნენ მილიონერები.

ახლა გვეუბნებიან, აქ ნუ დგახართო... ვის უხარია აქ დგომა, მაგრამ მაშინ ჩვენს შვილებს გამოუგზავნონ პური! აქ თუ ვდგებით, მოვდივართ, ვგვით და ვალაგებთ, მივდივართ, კვლავ ვალაგებთ. თქვან ერთი, ვანაგვიანებთ აქაურობას? სააღდგომოდ თუ რამე არ ვივაჭრეთ, რა ვქნათ? ბაზარში რომ შევიდეთ, თვეში 30 ლარი მაინც უნდა გადავიხადოთ, რის შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს.

ნორა თავდიშვილი, პენსიონერი:

_ დიდი ხანია, აქ ვვაჭრობ. ხან კი მეუბნებიან, რომ ადგილი შევიცვალო, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები. ხელს მიწყობენ. სახლში არავინ მაგდებს. ახლა ბაზარში რომ ვიყავით, ვინც შიგ ვაჭრობდა, იმათაც დააშავეს _ წყალში ჩაყარეს მწვანილეულის ნარჩენები, ნაგავი... დახლებს ქვემოთ დამპალი ნარჩენებიც ხშირად ეყარა. სუნი იდგა... არა ერთხელ ვთქვი, ცოტა მივხედოთ, ასე არ შეიძლება,-მეთქი. ზოგმა შემომიყვირა, რა გენაღვლება და ვინ გკითხავს, შენი ხომ არ არისო? ამიტომ გაუქმდა ის დახურული ბაზარი და ახლა იქ სუპერმარკეტია. მე არ ვარ უკმაყოფილო _ ზოგი რამ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, ზოგი პრობლემა მთავრობამ უნდა მოაგვაროს. ამ ხელისუფლების, როგორც ღმერთის, ისეთი მადლობელი ვარ _ ჩემი ჯარისკაცი შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინეს, ისე უმკურნალეს ავადმყოფობისას... კი შეიძლება, რომ ადამიანებმა და ხელისუფლებამ ერთმანეთს ყური ვუგდოთ და მუდამ დავა და ჩხუბი არ იყოს.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ გარევაჭრობის პრობლემა ახალი არ არის. ჩვენი უპირველესი საზრუნავია ტროტუარების გათავისუფლება. არ გამოვა ასე! ვის მოსწონს, როცა პირდაპირ ტროტუარზე იყიდება ყველი, ნადუღი, მწვანილი. ოდნავ ყურადღება თუ მოადუნე, უკვე ისე იხერგება ტროტუარები, ადამიანი ვერ გაივლის. გასავლელი გზა უნდა იყოს გახსნილი! ამას წინათ სამ ადამიანს მოვკიდეთ ხელი და შევიყვანეთ ბაზარში, მივეცით დახლი, ადგილი მივუჩინეთ. თან ვუთხარით, რომ ორი-სამი თვე გადასახადს არ გადავახდევინებდით. გამოიქცნენ. არ უნდათ ბაზარში შესვლა. ეს ნორმალურია?

_ ისინი ამბობენ, რომ არა ერთი სახეობის პროდუქცია, რომელსაც თავად ყიდიან, აქვს ყველა მაღაზიას, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზეა ჩამწკრივებული. ამიტომ მომხმარებელი ბაზარში არ შედის ან ნაკლებად შედის...

_ და ამიტომ ტროტუარზე, ფეხებთან უნდა დაუჯდე გამვლელს? რა ვქნათ? მაღაზიებიც ყიდიან შერეული სახის საქონელს. მეც რომ მკითხო, წესით, ერთად არ უნდა იყიდებოდეს პლასტმასის ნივთები და ყველი ან რძე, მაგრამ ჯერ ამ ყველაფერს კანონი არ არეგულირებს.

რას ჰგავს აბაშიძის და გურიის ქუჩები _ პირდაპირ ტროტუარებზე ზის ხალხი! ასე რომ არ დავრბოდეთ, უკვე გამვლელ-გამომვლელები მოგვივარდებოდნენ, დაიცავით წესრიგიო. საზოგადოებას სჭირდება ელემენტარული რამ _ ტროტუარზე გადაადგილება! ვიცით, რომ ხალხს უჭირს და არც ჩვენ ვექცევით ვინმეს სასტიკად, თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. აღდგომის დღესასწაული მოდის და ვეცდებით, ძალიან არ შევავიწროვოთ. მალე კი აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება, მასშტაბური პროექტების გახორციელება იგეგმება და ისედაც არავის გააჩერებენ.

გარდა იმისა, რომ ტროტუარი ხალხის სამოძრაო ადგილია და არა სავაჭროდ დასაჯდომი, უდიდესია ანტისანიტარიის და აქედან გამომდინარე, ინტოქსიკაციის საფრთხე. ადამიანები სავაჭროდ უნდა შევიდნენ ბაზარში. იქ კი აუცილებლად შევუქმნით კარგ პირობებს, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?