“ქართული ოცნების“ კომპრომისი _ როგორ საარჩევნო სისტემას გვთავაზობენ

მთავარი თემა

“ქართული ოცნების“ კომპრომისი _ როგორ საარჩევნო სისტემას გვთავაზობენ

2019 დეკ 20 13:07:45

საერთაშორისო ორგანიზაციების არბიტრაჟით დღეს შემდგარ შეხვედრაზე მმართველი გუნდი კომპრომისზე წავიდა და 2020 წლისთვის საზოგადოებას შემდეგი ინიციატივა შესთავაზა: შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გაიზარდოს  პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში,  პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

არლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე: მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  პოლიტიკური მსჯელობა იყო და პოლიტიკური სპექტრის მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ იყო.

ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, თუმცა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და მმართველ გუნდში შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ საკითხის ირგვლივ არსებული მყიფე კონსენსუსის შენარჩუნება გუნდში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული ინიციატივასთან დაკავშირებული საკინსტიტუციო ცვლილებება  პარლამენტში ჩავარდა.

ამ მოვლენამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა და პოლიტიკურ ველზე დაძაბულობის ხარისხი გაზარდა.

დაძაბულობა  იყო ვითარება ჩვენი გუნდის შიგნითაც - მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არათუ პროპორციულ, არამედ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც კი მოითხოვდა. ამ ვითარებაში, არსებობდა გუნდის დაშლის და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნის საფრთხე.

ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, ერთი დღე არ შეუწყვეტია კომპრომისების ძიება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომა. ამისთვის, გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ, რადგან კომპრომისების ძიებას, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას და ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა რა თქმა უნდა არ გააჩნია.

რთული პროცესების შედეგად, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, არსებულ ვითარებაში ოპტიმალურ, კომპრომისული  გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება.

პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ  პროპორციულობის წილი ამ სისტემაში.

ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში,  პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება.

შესაბამისად მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი , თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ.

რა თქმა უნდა, ყველა საარჩევნო სისტემა, როგორც სრულად მაჟორიტარული,  პროპორციული თუ შერეული, დემოკრატიულია და თითოეულ მათგანს საკუთარი  უპირატესობა და ნაკლი აქვს.

ჩვენ ვხედავთ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური კრიზისების წყარო ხდება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა  გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და არაერთი სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ამის ნათელი მაგალითია ისრაელიც, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო ვერ ხდება მთავრობის ფორმირება და ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე მესამედ უწევს არჩვენების ჩატარება, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის რა თქმა უნდა იქნება კრიტიკული და იქნება დესტაბილიზაციის აშკარა საფუძველი.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხის და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის კოალიციის შექმნას და რაც ხშირად გამოიხატება ისეთი ელემენტარული გადაწყვეტილებების ვერ მიღებაზე,  რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე.

ყველას გვახსოვს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო განხილვების დროს ჩვენი მოქალაქეებიც კითხვებს გვისვამდნენ.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო სწორედ ამ კონტექსტში სწორედ შერეული საარჩევნო მოდელია, რომელსაც, შეგახსენებთ, რომ იტალია სრულად პროპორციული სისტემის შეცვლის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა.

აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების წილსაც, თუმცა გაცილებით სჭარბობს პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე, 2/3-მდე იზრდება, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება.  სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც და რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით, სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა.

ვაზუსტებ - გუნდში მიღწეული კონსესუსი და იცით, რომ უმრავლესობის შიგნით იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, გუნდში მიღწეული კონსესუსი ამჟამად არის  ამ ცვლილების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთჯერადად, არამედ შემდგომი  არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემით ჩატარების დაკანონებას.

ამასთანავე, გარწმუნებთ, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდეს, არჩევნები კი დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ და კონკურენრულ გარემოში ჩატარდეს, რომელზეც ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს და მართვის ძირითად პასუხისმგებლობას. ეს ჩვენ ვუთხარით დღეს ოპოზიციასაც.

დასასრულ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნებით არის ნაკარნახევი, რადგან ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, განვითარებისთვის მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული გარემო ესაჭიროება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინა პირობა კი ნამდვილად არსებობს“, _ ამბობს არჩილ თალაკვაძე.




 ახალი ამბები
  • ჩიჩილაკის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყებაჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყება. “სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, გააკეთა. პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფომაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხის შესახებ. „პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება,“ _ აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე. ინიციატივა ჩიჩილაკისა და გურული კალანდას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ეკუთვნის და 13 იანვარს სოფელ დვაბზუში ... ...
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...