"ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს!" _ გორაბერეჟოულში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა იწყება

მთავარი თემა

"ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს!" _ გორაბერეჟოულში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა იწყება

2019 სექ 10 11:38:52

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულება 1 976 999 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობების თანახმად, მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 245 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტერიტორიის ფართობი 2 500 მეტრს შეადგენს, მიშენების ფართობი 1 400 მეტრია, სასარგებლო ფართი კი _ 1 000 მეტრი.

ახალ შენობას, რომლის პროექტი ევროპული სტანდარტებით შემუშავდა, უნდა ჰქონდეს პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი შშმ პირებისთვის; უნდა გაკეთდეს გარე განათება, დამონტაჟდეს ვიდეოსათვალთვალო კამერები.

გორაბერეჟოულში პროფესიული სასწავლებლის აღდგენის იდეა (შეგახსენებთ, რომ სასწავლებელი 2010 წელს, იმდროინდელი განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით გაუქმდა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ეკუთვნის.

ზაალ მამალაძემ ჯერ კიდევ 2015 წლის მიწურულს, საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა იდეა, რომელიც ითვალისწინებდა ჩოხატაურში პროფესიული განათლების კერის აღდგენას; ამასთან, ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, რომელიც გორაბერეჟოულის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიის ნაწილია.

იმ დროს, ზაალ მამალაძე ამბობდა, რომ "დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა":

"მიმაჩნია, რომ რეგიონის და ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში", _ ამბობდა საკრებულოს თავმჯდომარე და ხაზს უსვამდა, რომ ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება მომგებიანი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას:

"ერკეთში, 2000 წლამდე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა. აქაც, ისევე, როგორც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში, დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი.

1 0651 კვ.მ მიწის ფართობზე დგას ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი (საერთო ფართით _ 1 194 კვ.მ) და 3 ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით 2 000 კვ.მ). მანძილი ამ ორ სოფელს შორის 4 კილომეტრია. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს და გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი _ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას. ასევე, გორაბერეჟოულის უნიკალური კომპლექსის ჩართვას ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ცენტრის შექმნაში, რომელიც ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, პრეზენტაციებისა და ახალი იდეების გენერაციის ცენტრად გადაიქცევა.

რაც შეეხება სოციალურ მხარეს _ ჩოხატაურში 1 500-მდე ოჯახი სარგებლობს სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამით. ამ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მათმა შვილებმა ჩოხატაურის გარეთ სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომელიც განათლების რესურსცენტრის მიერაა მოწოდებული, ბოლო 3 წლის განმავლობაში 677-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩოხატაურის ზოგად საგანმანათლებლო სკოლები. აქედან, 77-მა მოსწავლემ ვერ შეძლო საატესტატო გამოცდის ჩაბარება; აბიტურიენტებიდან კი, 331-მა ახალგაზრდამ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 54-მა ახალგაზრდამ შეავსო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული ცენტრების აპლიკაციები, მაგრამ აქედან 20-მა, საბოლოოდ, უარი თქვა, მიეღო პროფესიული განათლება სწორედ სხვაგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო.

ამდენად, 410-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაკარგა შანსი მიეღო განათლება, შეეძინა სპეციალობა. მათი უმრავლესობა, როგორც იაფი, არაკვალიფიციური მუშახელი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად შრომობს, რათა არჩინოს ოჯახი. და ეს მაშინ, როცა ადგილებზე კონკრეტული სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.

დღეს, როცა საქართველოში უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ხდება სასწავლო ობიექტების რეაბილიტაცია, დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის _ სოფლის მეურნეობაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, კოოპერატივების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და მსგავსი პროექტები.

ენერგეტიკის სფეროს თუ ავიღებთ, მხოლოდ გურიაში 10 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს.

ყველა პროექტის გახორციელებას და მერე ამუშავებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სხვადასხვაპროფილიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე კადრების მომზადება სწორედ პროფესიული განათლების ცენტრებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია გურიის რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციური კადრები, კვლევითი ინსტიტუტი, რაც რეგიონულ ჰარმონიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს", _ აღნიშნავდა 2016 წელს, ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძე.

იმავე წელს, საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ინიციატივები პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, და ენერგეტიკის მინისტრს გააცნო.

ამ ყველაფრის შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი იდეა გახორციელების ეტაპზე გადავიდა _ ოღონდ მხოლოდ გორაბერეჟოულის ნაწილში, რადგან, როგორც ზაალ მამალაძე ამბობს, "ერკეთში არსებული შენობების რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა და არჩევანი ახალი, თანამედროვე ტიპის შენობაზე გააკეთეს":

_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არამარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის, რომლის გახორციელებაში ამ წლების განმავლობაში ყველა უწყება და უწყების პირველი პირები იყვნენ ჩართულები. არ შეიძლება, გამოგვრჩეს ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მოქმედი დეპუტატი ნინო წილოსანი, ჩოხატაურის მერი, მერიის სამსახურები _ მათთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, _ ამბობს ზაალ მამალაძე.

მისივე თქმით, ამავე დროს, მუშაობა მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეგობარი პოლონეთის ქალაქ ლეჟაესკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად:

_ ლეჟაესკში არის ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი და მათ ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება. უკვე ვმუშაობთ, რომ ჩოხატაურში, ტექნიკუმის გახსნის შემდეგ ამოქმედდეს გაცვლითი პროგრამა და აქაურ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, პროფესიული ცოდნა გაიღრმავონ პოლონეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ევროპაში, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ "გურია ნიუსთან" საუბრისას, რომელიც ამჟამად პოლონეთში იმყოფება და ამ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...