"ორბი ჯგუფის" ახალი შენაძენი ბახმაროში

მთავარი თემა

"ორბი ჯგუფის" ახალი შენაძენი ბახმაროში

2019 დეკ 21 13:50:32

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროში სასტუმრო კომპლექსს "ორბი ჯგუფი" გააკეთებს.

"გურია ნიუსისთვის" ეს ამბავი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სწორედ ეს კომპანიაა აუქციონის გამარჯვებული.

ინფორმაციისთვის, მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ (გურიაში 9 ობიექტი იყო გამოტანილი) ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი _ ბახმაროში მდებარე  მიწის ნაკვეთი.

აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ეს მყიდველი კი "ორბი ჯგუფი" აღმოჩნდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა აუქციონში გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. 100 ქონებაში შედიოდა გურიაში მდებარე 9 ობიექტი. აუქციონები დასრულებულია.

12 588 კვ. მ. მიწა გაიყიდა 254 3000 ლარად, რაც არის 202 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამ ადგილებში კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ. თავად სახელმწიფო ბახმაროში კვადრატულს, ადგილის მიუხედავად, 278 ლარს უფასებს იმ მოქალაქეს, რომელსაც განაშენიანებისთვის უფლების მიღებისთვის საჭიროზე ნაკლები მიწა აქვს და სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას შესავსებად.

ადგილს რაც შეეხება, ესაა ბოლო წლებში პრესტიჟულად ქცეული გურიის ქუჩის დასაწყისი, მის მიმდებარედაა კინოთეატრის დღემდე უფუნქციო შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რომელიც იჯარითაა გაცემული და ფუნქციონირებს", _ წერს გრიგოლ მახარაძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ "გურია ნიუსთან" საუბრის დროს დაადასტურა, რომ აუქციონი ჩატარდა და მთავრობის მიერ გამოტანილი მიწის ნაკვეთი ბახმაროში გაყიდულია:

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ეს ინფორმაცია, უფრო მეტიც, დიდი მოლოდინით ველოდით შედეგებს, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლის ნაწილი მუნიციპალურ ბიუჯეტს ავსებს.  ვინ შეიძინა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ის, რომ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, არაფერს არ ცვლის, რადგან აუქციონი იყო ელექტრონული და ყველას შეეძლო მონაწილეობა", _ თქვა კუჭავამ.

 "რამდენიმე ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ დიდი ამბით დააანონსა გურიის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაცია, შესაბამისი ნუსხაც გამოაქვეყნა, რომელშიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან შედიოდა ცხრა ობიექტი.

გამოქვეყნებული შედეგებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ყველა ობიექტი ჩავარდა გარდა ერთისა და ეს ერთი არის კურორტ ბახმაროში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც "ორბი ჯგუფმა "შეიძინა", _ ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს.

"ეს შედეგები, პირადად, მე არ გამკვირვებია, ვიცნობ რა რეგიონს და წინასწარ ვიცოდი წარმოდგენილი ობიექტების რენტაბელობა, მით უმეტეს, იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რაც დღეს გურიაშია. აქ საინტერესო ეკონომიკის სამინისტროს აფიორაა. სინამდვილეში, ეს ე. წ. პრივატიზაცია ეძღვნებოდა მიწის იმ ერთი ნაკვეთის გასხვისებას, რომელიც "ორბი ჯგუფმა" შეიძინა და რომელსაც აუქციონში კონკურენტი არ ჰყოლია. რაც შეეხება ფასს, იგი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფია.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულში სახელმწიფომ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად რამდენიმე ჰექტარი მიწა გადასცა. ეტყობა, ამავე კომპანიას დამატებითი გაუჩნდა სურვილი, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეეძინა მიწის ნაკვეთი (სწორედ მიმდებარედ მდებარეობს ეს ნაკვეთიც) ეკონომიკის სამინისტრომ ეს წინასწარ იცოდა და დანარჩენი რვა ობიექტები, უბრალოდ, მიაყოლა.

პირველი: სამინისტრომ წინასწარ იცოდა, რომ ბახმაროში მიწის ნაკვეთის მყიდველი გამოჩნდებოდა;

მეორე: სამინისტროს ყოველივე ეს პრივატიზაციად მონათლავდა და საქმეში ჩაეთვლებოდა.

სინამდვილეში კი, ერთი არც თუ ისე ნიჭიერად დადგმული სპექტაკლი წარმოგვიდგინა _ სახელით _ "დიდი პრივატიზაცია გურიაში", _ წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.

"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ოპოზიციონერი, "გირჩის" წევრი, ვახტანგ ზენაიშვილი გამოეხმაურა:

"ჩვენი ტიპის ქვეყნებში, გასაგები მიზეზების გამო, სახელმწიფო ქონების ფულზე გაყიდვა (პრივატიზაცია) არ შეიძლება. საჭიროა სპეციალური საპრივატიზაციო "ფული", რომელსაც მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლოტებად გამოტანილი ქონების შესაძენად გამოვიყენებთ და ეს საპრივატიზაციო ფული თანაბრად დაგვერიცხება ყველას ყოველ თვე. ე. ი. რომელიმე მილიონერს და მავან ღატაკს ერთნაირი თანხა ექნება გასაყიდად გამოსატანი ქონების შესაძენად. ამ პროცესს რეალურად ჰქვია, ქონების უფასოდ გადაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გზით უსწრაფესად ხდება სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების (80-90%) გაცოცხლება, კაპიტალიზაცია, ეკონომიკის სწრაფი (18-25% და მეტითაც) ზრდა. ამ უზარმაზარი ქონების (ტრილიონზე მეტი დოლარის) საბაზრო ურთიერთობებში ჩართვა. თუ რამ წააქცევს ივანიშვილს, ესაა. მერე ვეღარ იყიდის მოსახლეობას, ეს დაპირება უნდა აიღოს ოპოზიციამ თავის პოლიტიკურ არსენალში. დიახ, თითოეული ოჯახი 100 ათას დოლარზე მეტს მიიღებს ასეთი პრივატიზაციის შედეგად, ეს არაა სარჩევნო დაპირება, ეს რეალობა! ესაა გზა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს კომუნისტების მიერ წართმეული ქონება... ჩვენ სინამდვილეში მდიდრები ვართ, მაგრამ სახელმწიფო არ გვიბრუნებს იმას, რაც გვეკუთვნის, არაფერი გვჭირს "ივანიშვილების" სამათხოვრო", _ წერს ზენაიშვილი.

"გურია ნიუსი" "ორბი ჯგუფის" პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ, ამ ეტაპზე მათგან კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მიგვიღია.

რაც შეეხება "ორბი ჯგუფს" , "გურია ნიუსის" არქივში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის #1098 განკარგულების თანახმად, მათ  პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  დაბა ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  1 ლარად მიჰყიდა (სტატია გამოქვეყნებულია "გურია ნიუსის" ვებგვერდზე 2019 წლის 28 მაისს).

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიამ,  რომელიც "ორბი ჯგუფის" სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგის საკუთრებაა,  5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით; კომერციული დანიშნულების ფართებს; კვების ობიექტებს; სპორტულ მოედანს/მოედნებს.




 ახალი ამბები
  • ჩიჩილაკის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყებაჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყება. “სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, გააკეთა. პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფომაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხის შესახებ. „პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება,“ _ აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე. ინიციატივა ჩიჩილაკისა და გურული კალანდას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ეკუთვნის და 13 იანვარს სოფელ დვაბზუში ... ...
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...