ტროტუარებზე განთავსებული ბაზარი და ცარიელი დახლების ქრონიკა

მთავარი თემა

ტროტუარებზე განთავსებული ბაზარი და ცარიელი დახლების ქრონიკა

2018 ივლ 5 15:17:58

გარევაჭრობის პრობლემა ახალი თემა არ არის ოზურგეთში, თუმცა, რაც დღეს აქ, კერძოდ, აგრარულ ბაზართან ახლოს მდებარე აბაშიძის ქუჩაზე ხდება, ამ სფეროში დღემდე არსებულ ყველა უწესრიგობის ფარგლებს სცილდება.

აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ხაზიცაა, დილიდანვე ტროტუარები სავსეა სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მეურნე ადამიანებით. პირდაპირ გზაზე აწყვია გასაყიდად გამოტანილი აგრარული კულტურები _ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ტყემალი, სხვადასხვა მწვანილეული. რძის ნაწარმი _ ყველი, ნადუღი. რძე ბოთლებით ტროტუარზეა დალაგებული და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედება. ბაზარში ჩასასვლელ ქუჩაზე კი ქალბატონები, ქათმებით და ინდაურებით ხელში მყიდველებს უხმობენ. ფაქტობრივად, შუადღემდე ტროტუარებს შეთავსებული აქვს "სავაჭრო დახლების" ფუნქცია, რის გამოც ყოველ წუთს გამოთქვამს უკმაყოფილებას ქალაქის მცხოვრებთა და გამვლელ-გამომვლელთა დიდი ნაწილი.

"ამ საქმეს ვინ უნდა მიხედოს? რას ჰგავს აქაურობა! ვის მოსწონს ტროტუარზე "ცელოფნის" პარკებით დაწყობილი ყველი?! მტვერსა და ნაგავში ყრია ამდენი პროდუქტი და ბოსტნეული. ბოსტნის გადმოტანა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რა წესია?! რომელი საუკუნეა _ ელემენტარული წესრიგის ღირსი არ ვართ?!" _ ამბობენ ოზურგეთელები.

"გურია ნიუსი" ადრე დილით არაერთხელ გავიდა აბაშიძის ქუჩაზე და მოვაჭრეებს გაესაუბრა, რომლებიც ვინაობის დასახელებას გაურბიან.

"ორ საათამდე ვიქნებით და მერე გავათავისუფლებთ აქაურობას"; "ყველა იდგა და მეც მოვედი და დავდექი"; "რა დროს ბაზარში ჩასვლაა, აქ არ ჯობს?! უცებ ამოვათავებ ამ ტყემალს და წავალ"; "ადრე დაგვდევდნენ, ახლა შეგვეშვნენ"; "გვიჭირს საწყალ ხალხს, თავი დაგვანებეთ"... _ ასეთია მოვაჭრეთა ლოგიკა.

კითხვაზე _ რამდენად უსაფრთხოა გამყიდველთა ასე განლაგება ტროტუარებზე, როცა ზოგიერთი სამანქანე გზაზეც კი დებს ტომრებსა თუ ჩანთებს, გულგრილად გვპასუხობენ: "რა არის საშიში? ბორბლებში კი არ ვუხტებით მანქანებს, "შოფრობა" თუ ისწავლა ვიღაცამ, გაიაროს კიდეც", _ ამბობენ ისინი.

ამ დროს, აგრარულ ბაზარში, რომელიც შპს "სოფლის ნობათის" სახელით ფუნქციონირებს, საკმაოდ კეთილმოწყობილი დახლების მესამედზე მეტი ცარიელია. როგორც ბაზრის დირექციაში გვეუბნებიან და დახლებთან მდგომი მოვაჭრეებიც ადასტურებენ, დღიური გადასახადი მხოლოდ ერთი ლარია.

"ერთ ლარს გაურბიან და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედებიან. გარეთ გადავიდა თითქმის ნახევარი ბაზარი. ეს მართლაც მეტისმეტია. ჩვენამდე, ვინც აქ ვდგავართ, წესებს ვემორჩილებით და ვვაჭრობთ, მყიდველი არ უნდა მოვიდეს? გადავიდეს მაშინ ყველა აბაშიძის ქუჩის ტროტუარზე _ რად უნდათ ეს ბაზარი?! ვდიოთ ხალხს უკან კარტოფილით და ყველით ან წინ დავუდგეთ და ასე უფრო ადვილი იქნება პროდუქტის გასაღება", _ ამბობენ ბაზარში დარჩენილები.

შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი ნოდარ ცინცაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ თითქმის ყველა გარეთ, ტროტუარზე დადგა: "ერთი ლარია მოსაკრებელი და ამასაც არ იხდიან _ გადიან გარეთ. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად აისახება შემოსავლებზე. ჩვენ მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს. ბევრს ეცადა ისიც, თუმცა, შედეგი არ გვაქვს. კანონმდებლობაც არ არის შესატყვისი _ ხომ ვერ ეჭიდავები ადამიანს?! აქ საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს _ კეთილმოწყობილია დახლები, მზისგან და წვიმისგან დაცული. გვაქვს წესრიგი და სისუფთავე", _ გვითხრა ნოდარ ცინცაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე ამ მომენტისთვის ურეკში იმყოფება, სადაც ზღვის სეზონია და ანალოგიური მდგომარეობაა გარევაჭრობის მხრივ:

_ რა გითხრათ? ახლა ურეკში ვარ. რა ვუყოთ აქაურობას?! აქაც იგივე და უარესი მდგომარეობაა. ტროტუარებზე სხედან. მე სულ დავრბივარ იქაც, როცა ვარ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

_ ზედამხედველობის სამსახურის ყველა თანამშრომელი ურეკშია? ბატონო შუქრი, თუ იცით, რა მდგომარეობაა აბაშიძის ქუჩაზე? ტროტუარები დახლებად არის ქცეული, ბაზარი ცარიელია...

_ ხუთნი ვართ. სამი თანამშრომელი ახლა აქ ვართ. ვიცი, რა მდგომარეობაც არის, მაგრამ სხვა გზა არ არის.

_ დანარჩენი ორი სად არის? ოზურგეთში არავინ ჩანს თქვენი სამსახურიდან.

_ ურეკს რა ვუყოთ? ადრე 11 თანამშრომელი გვყავდა, ცალკე სამსახური იყო, ძალაუფლებაც მეტი გვქონდა და შედეგსაც ვაღწევდით.

_ ანუ ოზურგეთის ბაზარი ტროტუარებზე უნდა განთავსდეს?

_ მაშინ დასვით საკითხი, სამი-ოთხი თანამშრომელი დაგვიმატონ(?!).

_ ადრე როგორ ახერხებდით წესრიგის დამყარებას?

_ ყველაფერზე მივდიოდით, კარგი გაგებით და იმიტომ. იძულებით შევიყვანეთ, იყო ჯარიმები. თუმცა, მერე გამოჩნდა, რომ ასე არ შეიძლება. ჟურნალისტებიც უკან დაგვდევდნენ და იურისტებიც, რატომ შეგყავთ ბაზარშიო.

_ ახლა რატომ არ აჯარიმებთ? ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკმარისია ერთი ადამიანი დააჯარიმონ, ყველა შიგ შემოვაო...

_ მთლად მასე არ არის. კანონმდებლობით, გარევაჭრობის თემა ასეთია: როცა ტომრებით თუ ჩანთებით ტროტუარზე დგებიან, უნდა დააჯარიმოს პატრულმა. მე არ მაქვს უფლება, ხელი მოვკიდო, გადავუგდო რაიმე ან იძულებით წავიყვანო. პირადობას ვერ ვთხოვთ _ უმეტესად არ აქვთ. პატრული გვეუბნება, თავში თუ ჩაგცხეს, მოვალთო. თავი უნდა გამიტეხონ, რომ მოგვეშველონ? მიმართეთ, აბა, საპატრულო პოლიციას, რატომ არ გაჰყავთ ტროტუარიდან ეს ხალხი?! რამდენიმე მოვაჭრე აქ, იცით, როგორ "მამლობს"? ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და აბა, ერთი გაბედეთ და აქედან გაგვყარეთო. ასე ესმით ეს ყველაფერი. ერთხელ მთელი კვირა ვიბრძოლეთ. გავწმინდეთ ტროტუარები. მოვიდნენ მერე, ვიღაცამ ადვოკატი მოიყვანა, ქალს შაქარმა აუწია ტროტუარიდან რომ გააგდეთო და აქეთ მემუქრებოდნენ.

_ გამოსავალს რაში ხედავთ? გარევაჭრობა უკვე საქართველოს ყველა ქალაქში მოწესრიგებულია და ოზურგეთის მსგავსად, ტროტუარებზე არსად სხედან სოფლის ნობათის გამყიდველები.

_ აპირებენ რეორგანიზაციას. გვეუბნებიან, რომ დაგვიმატებენ თანამშრომლებს. ვნახოთ, რაღაც საშველი იქნება. ახლა კი ურეკს ვერ მივატოვებთ _ როგორმე ეს სეზონი უნდა დასრულდეს. აბაშიძის ქუჩაზეც შენდება დიდი სავაჭრო მაღაზია. არეულია გარემო და ზოგი ამით სარგებლობს, იქვე ჯდება სავაჭროდ. უახლოეს პერიოდში, შევძლებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

საკითხავია, როგორც ბატონმა შუქრომ გვითხრა, პატრულს ჩვენ, ჟურნალისტებმა უნდა მივმართოთ, რომ ტროტუარზე დამსხდარი მოვაჭრეები ბაზარში შეიყვანონ ან ზედამხედველობის სამსახურს თუ თანამშრომლების დამატება სჭირდება, ეს საკითხიც ჩვენ უნდა დავსვათ? საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის სახელითაც არა ერთი მოვაჭრე ზედამხედველობის სამსახურის უფროსსაც კი ემუქრება, თურმე.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?