წმინდა წყალი! _ ვიწყებთ "წმინდა წყლის" მოძრაობას! შემოგვიერთდით!

მთავარი თემა

წმინდა წყალი! _ ვიწყებთ "წმინდა წყლის" მოძრაობას! შემოგვიერთდით!

2019 ნოე 18 11:52:42

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია "Post-ალიონი"  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ მოსახლეობის სასმელად ვარგისი წლით უზრუნველყოფის ადვოკატირების პროცესს იწყებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ამბობს, პროექტზე მუშაობის წინა პერიოდში, მოსახლეობის გამოკითხვამ დაადასტურა, რომ სასმელი წყლის არქონა ან უხარისხობა მოსახლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და მთავარ წუხილს წარმოადგენს:

_ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესი კვლავ შეფერხებულია და მცირეა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის საკუთარ, ექსკლუზიურ კომპეტენციაში გადმოსული სფეროებიდან ზოგიერთი, სრულიად მოუგვარებელია სტრუქტურულ დონეზეც კი.  მათ შორისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის სფერო.  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონით (მუხლი 16, გ) თ)  პუნქტები), პირდაპირაა განსაზღვრული, რომ წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლის მართვა ადგილობრივი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებიც მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან ერთად არაერთხელ იქნება განხილული, ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს საკითხი ხელისუფლების მთავარ საზრუნავს ვერ და არ წარმოადგენს, _ ამბობს ია მამალაძე.

უწყლობა ან წყლის უხარისხობა გურიის, ჩოხატაურის მოსახლეობისთვის მთავრი პრობლემა რომ არის, ეს დასტურდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტითაც, რომელშიც მთავარ პრობლემად პირდაპირაა მითითებული სასმელი წყლის ცუდი ხარისხი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონი წყლის შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელსაა მიღებული და მოძველებულია. ამის მიუხედავად, კანონის მიზნებში შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილებაა.

_ ცხადია, კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან მძიმე პრობლემაა და მის მოგვარებას სახელმწიფოებრივ ნებასთან ერთად, დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება ყველაზე მთავარ სასიცოცხლო "პროდუქტზე" _ წყალზე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ამაზეა დამოკიდებული! და რადგანაც პრობლემა მაშტაბურია, დასაწყისისთვის, საპილოტედ ავიღეთ ჩოხატაურის ხუთი სოფელი, სადაც ნაწილობრივ მაინც არსებობს წყალსადენი. კიდევ უფრო მძიმეა მოსახლეობის ყოფა იმ სოფლებში, სადაც წყალი სანატრელი აქვთ და საკუთარი ძალებით ცდილობენ, ჭების, ჭაბურღილების გაკეთების სახსარი იშოვნონ. სოფლების __ბუკისციხის, იანეულის, ხიდისთავის,  შუა ფარცხმის, შუა ამაღლების მაგალითზე ვეცდებით, დავძრათ საკითხი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სტრუქტურულად, შემდგომ კი, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის მოწესრიგების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

ამ ეტაპზე, სამიზნე ხუთ სოფელში არსებულ ვითარებას ვსწავლობთ. პარალელურად, გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაციები სხვადასხვა უწყებებიდან; გვაინტერესებს, რომელი სახელმწიფო უწყებები არიან ვალდებულნი, აკონტროლონ წყლის ხარისხი, დაიცვან წყალშემკრები აუზები და წყლის სისტემები, როგორ ხდება ამ ობიექტების დაცვა, გაწმენდა.... და რაც მთავარია, იცის თუ არა მოსახლეობამ რა ხარისხის წყალს სვამს და რა შედეგი მოჰყვება ბაქტერიოლოგიური ან მინერალური შემცველობით უვარგისი სასმელი წყლის მოხმარებას, _ ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ია მამალაძე.

ორგანიზაციამ, რომელიც პროექტს NDI-ს მხარდაჭერით ახორციელებს, ასევე, გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხებია დახარჯული ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ამ მასალებს გაასაჯაროებს. ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, ათი მუნიციპალიტეტიდანაა გამოთხოვილი. ეს მუნიციპალიტეტებია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, სამტრედია, ქობულეთი, ბათუმის მერია, წყალტუბო, ზუგდიდი, ქუთაისის მერია, ხარაგაული, ხაშური. ამ მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია, არსებობს თუ არა გარკვეული სახის გამოცდილება წყლის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის თვალსაზრისით.

პროექტის გამახორციელებელი ჯგუფი მიიჩნევს, რომ არაფერი გამოვა, თუ ამ საკითხის მოგვარების პროცესში საზოგადოება აქტიურად არ ჩაერთვება; გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინაა პასუხისმგებელი წყლის ხარისხზე, მოწმდება თუ არა სასმელი წყლის ვარგისიანობა და რამდენად სანდოა სინჯები, პასუხები... გამოკითხული მოქალაქეებიდან, მათ შორის, საჯარო მოხელეებიდან, არც ერთი არაა დარწმუნებული, რომ წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჩვენს ჯანმრთელობას არ ვნებს.

ამასთან, აუცილებელია, გურიის მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა რაოდენობის საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ან მიმდინარეა, ან _ დაგეგმილი; რამდენიმე მილიონიანი პროექტების დასრულების შემდეგაც კი, ხანდახან, სამწუხაროდ, მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი, თანაც _ გრაფიკით იღებს წყალს. მაგალითად, მოსახლეობისთვის უცნობია, რა შედეგი მოჰყვება ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპს, რომელიც სულ მალე _ 26 დეკემბერს უნდა დასრულდეს. პროექტის ეს ეტაპი მილიონ ასორმოცდაშვიდი ათასი ლარი დაგვიჯდა.

ამ სამუშაოებს შპს "ნდს მშენებლობა" აწარმოებს, რომელმაც ისევ ლანჩხუთში, ჯერ კიდევ 2013 წელს, სოფელ ორაგვისღელის წყალმიმღები ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები ნახევარ მილიონზე მეტ ლარად განახორციელა. ასევე, ლანჩხუთში, დაგეგმილია 5 სოფლის (ქვემო აკეთი, ჭანჭათი, წიაღობანი, ღრმაღელე, ჯურუყვეთი) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომლის მხოლოდ პროექტის მომზადება 229 000 ლარი ჯდება (პროექტს შპს "კაპიტალ გრუპი" აკეთებს).  ოზურგეთში, ანასეულის უბნის წყალმომარაგება თითქმის შვიდი მილიონი ჯდება (კონტრაქტორი შპს "საბა");  სოფლების _ ვაკიჯვრის, ბახვის და ცხემლისხიდის _ შვიდი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათას რვაასი ლარი (კონტრაქტორი შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008).  ჩოხატაურში კურორტ ბახმაროს წყალსადენი სისტემის მოწყობის პროექტირება _ შვიდას ორმოცდაორი ათას ხუთასი ლარი.... მასშტაბური დანახარჯის და მისაღები შედეგის შესახებ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია სჭირდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "Post- ალიონი" მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ  და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ვალდებულია, საკუთარი საარსებო გარემოს დაცვის, გაუმჯობესებისთვის იზრუნოს, მოითხოვოს ინფორმაცია თუ როგორ წყალს ვსვამთ, რა გვიჯდება ან დაგვიჯდება, რომ სასმელად ვარგისი წყლით ყველა ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი, შეუერთდნან მოძრაობას "წმინდა წყალი!" _ ერთად შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა, ერთად გავაანალიზოთ პრობლემის მოგვარების გზები და ერთად შევიმუშავოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული ამ სფეროს რეგულირების, მოვლის და ზედამხედველობის მექანიზმები.

საკონტაქტო ინფორმაცია: დუმბაძის 25, ჩოხატაური, ააიპ "Post-ალიონი"; ტელეფონი: +995599375373; ელ-ფოსტა: postalioni3@gmail.com.




 ახალი ამბები
  • დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორისსოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რობაქიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ხელისუფლების დაკვეთას ნუ ... ...
  • მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები პარლამენტთან ნაძვის ხეზე,,გაბედეს" წევრებმა პარლამენტის წინ მიტანილ ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ... ...
  • კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანა და მას სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ორი წლისა და სამი თვის ვადით  თანამდებობის დაკავების ... ...
  • "ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ"საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითზე არაერთხელ მოხდა მწვავე განცხადებების გაკეთება და დაპირისპირება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს: “პარლამენტში ახლა მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება!“ ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ და ზოგს კიდევ უფრო დიდ ... ...
  • მკვლელობა და ყაჩაღობა წალკაში-პოლიციამ დამნაშავეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...