გამგეობის თანამშრომლები პრემიებს მიიღებენ

ფინანსები

გამგეობის თანამშრომლები პრემიებს მიიღებენ

2012 მარ 12 07:00:15
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში და შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებები შევიდა. 16 საათზე დაწყებულმა საკრებულოს სხდომამ და საკითხების სიმრავლემ დეპუტატები ხუმრობის განწყობაზე დააყენა: "არ გვინდა პროექტების ბოლომდე წაკითხვა, გვიანია, ყინავს და სოფლებში ვართ წასასვლელი," _ ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარის ეს მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, თორემ რამდენიმეწუთიანი პრეზენტაციების დროს, სახლში არც ერთ მათგანს არ ეჩქარებოდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც გასული კვირის ოთხშაბათს გაიმართა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხის ნაცვლად, დეპუტატებმა კენჭი მხოლოდ 14 საკითხს უყარეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცება, ხმათა უმრავლესობით, მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.

დღის წესრიგის წაკითხვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ლია ქათამიძეს ტრიბუნასთან უხმო.

ქათამიძე საკრებულოს წევრებს 2012 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებების და დამატებების შესახებ ესაუბრა: "2012 წლის 27 თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტში მობილიზებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას, სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი _ 14 700 ლარი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 2012 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 14 700 ლარით გაიზარდოს. მიღებული შემოსავლიდან დაფინანსდეს სარეზერვო ფონდი 10 000 ლარით. ბატონო ალეკო, მოგახსენებთ, რომ 2012 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი განსაზღვრული იყო მხოლოდ 30 000 ლარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდთოვლობის გამო, გახარჯულია. ამიტომ გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, სარეზერვო ფონდი, ამ ეტაპისთვის, მინიმუმ, 10 000 ლარით გაიზარდოს. ასევე, დაფინანსდეს გამგეობის ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯი (სათადარიგო ნაწილების შეძენა) _ 1 000 ლარი, განათლების ხელშეწყობის პროგრამა (მცირეკონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობა) _ 3 700 ლარი. დანარჩენი ნაწილი არის შიდა მუხლობრივი ცვლილებები", _ ქალბატონ ლიას არ უსაუბრია სხვა ცვლილებებზე, რომელიც პროექტში იყო აღნიშნული.

"სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე (გამგეობაში შემოსულია სამსახურის უფროსების წერილები, რომლებიც ითხოვენ 2012 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან მუხლობრივი ცვლილებების გატარებას), 2012 წლის ბიუჯეტით, სახანძრო-სამაშველო დაცვის სამსახურში სახანძრო მოტოპომპების შესაძენად გამოყოფილი თანხიდან, 1 200 ლარი გადატანილ იქნას შეშის შესაძენად, ხოლო 300 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ინვენტარის შესაძენად. ასევე, გაზის მონტაჟისთვის გამოყოფილი 2 500 ლარი გამოყენებულ იქნას შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ოფისის ხარჯებში შემცირდეს მცირეფასიანი საქონლის შეძენის ხარჯი 400 ლარით. აღნიშნული თანხა გადატანილი იქნას კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯებში. ქონების მართვის სამსახურის ოფისის ხარჯებში შემცირდეს მცირეფასიანი საქონლის შეძენის ხარჯი 300 ლარით, აღნიშნული თანხა გადატანილი იქნას კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯებში. ადმინისტრაციულ სამსახურში საკანცელარიო ნივთების შესყიდვების ეკონომიიდან 100 ლარი გადატანილი იქნას სატელეფონო მომსახურების ხარჯში, ხოლო 200 ლარი სამეურნეო და მცირეფასიანი საქონლის შეძენის ხარჯებში. გამგეობის ხელმძღვანელობის სახელფასო მუხლიდან 5400 ლარი გადატანილ იქნას საპრემიო მუხლში, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში შემცირდეს მონობარათების შეძენის ხარჯი 100 ლარით, საკანცელარიო საქონელი _ 200 ლარით, დაემატოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯებს 200 ლარი, ხოლო მცირეფასიანი საქონლის შეძენის ხარჯებს 100 ლარი. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში შემცირდეს მცირეფასიანი საქონლის შეძენის ხარჯი 300 ლარით, კარტრიჯების დამუხტვის ხარჯი _100 ლარით, ხოლო 400 ლარი გადატანილ იქნას კომპიუტერული შეძენის ხარჯებში", _ ეწერა პროექტში, რომელიც წაკითხვის გარეშე დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე.

ამის შემდეგ, ალეკო მამეშვილმა ბიუჯეტში შესატან კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრა: _ მოგეხსენებათ, რომ სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამა რამდენიმე წელია, ხორციელდება. დღეისთვის მიმდინარეობს საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც ხდება ძირითადი პრობლემების წამოწევა, ამის შემდეგ ჩვენი სამსახურის მიერ, მოხდება თითოეული პრობლემისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება. ერთი თვის ვადაში, ჩვენ მოგვიწევს კიდევ გასვლები მოსახლეობასთან, სადაც წარვუდგენთ მათ მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრა რა ღირებულების დაფინანსებას საჭიროებს. გვეცოდინება და ვიცით, თითოეულ სოფელში რამდენი ლარია გამოყოფილი, აქედან გამომდინარე, მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს, რა პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1381415 ლარი გამოეყო, რაც გასულ წელთან შედარებით 296 000 ლარით არის გაზრდილი.

სახელმწიფო შესყიდვების 2012 წლის გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ამირან გირკელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, "ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა გაითვალისწინეს და ამავე სამსახურისთვის საოფისე მაგიდის შესაძენად გათვალისწინებული 300 ლარი კარტრიჯების დამუხტვის ხარჯებში გადაიტანეს, ხოლო ამავე სამსახურის საკანცელარიო ხარჯებში დარჩენილი ეკონომიიდან ერთ ტელეფონს დადგამენ, რომლის სავარაუდო ღირებულება 220 ლარია. აპარატის შეძენის სავარაუდო ღირებულება კი _ 50 ლარი. ასევე გაითვალისწინეს სოფელ ჭანიეთის რწმუნებულის თხოვნა და შეშის ღუმელის, საკვამური მილის და კარის საკეტის ნაცვლად, ერთ მობილურ ტელეფონს შეუძენენ, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 126 ლარია. სამხედრო სამსახურს კი ერთი პერსონალური კომპიუტერის ნაცვლად, 1500 ლარიან ლეპტოპს შეუძენენ. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თხოვნით, შემცირდა ამავე სამსახურისთვის გათვალისწინებული კომპიუტერის მაგიდის შეძენის და კარტრიჯების დამუხტვის ხარჯი, სულ 200 ლარით. გარდა ამისა, გეგმიდან ამოიღეს: ნაგვის ურნები, ელექტრო ჩაიდანი, კარის საკეტები, "შტეფსელები" და კედლის თარო, საერთო ჯამი _ 270 ლარი. აღნიშნული თანხიდან 345 ლარით გაიზარდა ლეპტოპის შეძენის ხარჯი, ხოლო მრავალფუნქციური პრინტერისა _ 125 ლარით. გარდა ამისა, ქონების მართვის სამსახურის თხოვნაც გაითვალისწინეს და 310 ლარი კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის გამოყვეს. ასევე სოციალური სამსახურის მოთხოვნაც დააკმაყოფილეს და სხვადასხვა ნივთების შესასყიდი თანხიდან 415 ლარი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად გადაიტანეს. ხოლო ახლად შექმნილ სოფლის მეურნეობის სამსახურისთვის 1900 ლარის ღირებულების საკანცელარიო თუ საოფისე ნივთს შეიძენენ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ავტომანქანის რემონტის ხარჯი 200 ლარით გაიზარდა, საბურავების შეძენის ხარჯი კი _ 800 ლარით".

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, ვოვა სალუქვაძემ დასუფთავების სექტორში დაგეგმილ და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და კომუნალური მომსახურების ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცებამდე, აღნიშნული აიპიების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და მომავალი 5 წლის სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრეს.

აღნიშნულ აიპიებს გეგმის შემუშავებაში დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ გაუწია.

გეგმის მისამართით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შენიშვნები არ ჰქონიათ, თუმცა პრეზენტაციის დასრულებამდე ლელა ნაცვალაძემ კომენტარი გააკეთა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მას შემდეგ მოჰყვა, რაც ამ უკანასკნელს, შეკითხვები არა აიპიების სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით, არამედ, გამგეობის პრემიების გაზრდასთან მიმართებაში ჰქონდა, რომელიც ისე დაამტკიცეს საკრებულოს წევრებმა, რომ ამის შესახებ დარბაზში კრინტიც არ დაუძრავთ.

_ შვილო, შენი მისამართით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, ახლა წავიკითხე და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პრემიების გაზრდის საკითხს. ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი თქვენს ხელფასებში იხარჯება და საპრემიო თანხაც გაზარდეთ? _ იკითხა ნაცვალაძემ.

_ შვილო არა, დეიდული, _ შეეპასუხა მამეშვილი და დააკონკრეტა, რომ საკრებულოს დეპუტატი სხდომამდე უნდა გასცნობოდა პროექტებს და შენიშვნებიც ამის შემდეგ გამოეთქვა.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...