"კიდევ ერთი ფოლკლორული ანსამბლი უნდა დაფინანსდეს?" _ რამდენს გაუძლოს ოზურგეთის ბიუჯეტმა

ფინანსები

"კიდევ ერთი ფოლკლორული ანსამბლი უნდა დაფინანსდეს?" _ რამდენს გაუძლოს ოზურგეთის ბიუჯეტმა

2019 სექ 10 11:39:51

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის" თანადგომით, 2 სექტემბერს, დაბა ურეკის კულტურის სახლში ვეტერანმა ქორეოგრაფებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს.

როგორც ღონისძიების წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ თქვა, ანსამბლში გაწევრიანებულები არიან ღვაწლმოსილი, პროფესიონალი და გამოჩენილი ადამიანები. თუმცა, ვეტერანების გარდა, ანსამბლში, რომლის სახელი, ჯინჭარაძისავე თქმით, ჯერ უცნობია და ამ ეტაპზე მას პირობითად, "უსახელო ანსამბლი" უწოდა, გამოჩნდნენ 30 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები.

კონცერტის დაწყებამდე გურიის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ, მელის ნადირიძემ თქვა, რომ პროექტის მიზანია გურიაში ძველი ქართული ხალხური ცეკვების, სიმღერების, მუსიკის აღდგენა, ასევე, რეგიონისთვის დამახასიათებელი ახალი ცეკვების და სიმღერების შექმნა, გურული და სხვადასხვა კუთხის სახელოვნებო ტრადიციების გაცოცხლება.

_ ყველაფერი, ყველა ნომერი, რასაც შეეხებიან, იქნება ფოლკლორზე აგებული და არა მხოლოდ გურულ ფოლკლორზე, _ უთხრა დარბაზში მყოფთ ნადირიძემ.

ზაზა ჯინჭარაძემ, ვიდრე სცენაზე ვეტერან შემსრულებლებს უხმობდა, განაცხადა, რომ კონცერტი არ იქნებოდა დიდი _ სულ რვა ნომერს წარმოადგენდნენ და ეს იქნებოდა საჩვენებელი გამოსვლა:

_ ვეტერანი ქორეოგრაფები, სახელოვანი ადამიანები, რომლებიც გურიაში დაიბადნენ და რეგიონის სახელი შორს გაიტანეს, დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რომ მოღვაწეობენ, შექმნიან ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც გურული ფოლკლორის შედევრებს მოიძიებენ, გააცოცხლებენ და წარუდგენენ ხალხს. ახლა ეს ადამიანები წარმოგიდგენენ კონცერტს, შემდეგ კი თქვენ, გურიის ხელისუფალთ და სახელოვან ქორეოგრაფებს, გთხოვთ, ამობრძანდეთ სცენაზე და თქვენი მოსაზრება გამოთქვათ, _ მიმართა ჯინჭარაძემ დარბაზში მყოფ გუბერნატორს, ოზურგეთის მერს, სხვა ჩინოვნიკებსა და ხელოვანებს. მან, ასევე, ჩამოთვალა დამსახურებულ, ღვაწლმოსილ ვეტერან ქორეოგრაფთა გვარ-სახელები: ომარ ხურციძე, ვაჟა ახვლედიანი, თემურ ჩხაიძე, გიგა ნაჭყებია, ემზარ სანიკიძე, მელის ნადირიძე, ირმა სვანაძე, მარინე სიხარულიძე და სხვები, რომლებიც, ჯერჯერობით, "უსახელო ანსამბლის" წევრებად მოიხსენია.

ვეტერანმა ქორეოგრაფებმა მართლაც ცეცხლი დაანთეს სცენაზე და მათ ასაკის არც არაფერი ეტყობოდათ, რაც ორმაგად სასიხარულოა თითოეული მაყურებლისთვის, ქართველი ხალხისთვის.

ქორეოგრაფმა რევაზ ჭანიშვილმა კონცერტის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის გამარჯვება. მისივე თქმით, აჭარას ჰყავს მსგავსი ანსამბლი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე და ასეთ წამოწყებას მიესალმება:

_ მე დავინახე, რომ თქვენ გაქვთ უდიდესი სიყვარული საკუთარი საქმისადმი, რომელიც შემდეგ მომავალ თაობას უნდა გადაეცეს. მივესალმები ასეთ წამოწყებას და შესაძლებლობის მიხედვით დაგეხმარებით, _ უთხრა ვეტერან ხელოვანებს გუბერნატორმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავის მილოცვას და მისალმებას, მნიშვნელოვანი ფრაზა დაურთო:

_ შევეკითხოთ ფინანსთა სამინისტროს და ისე გადავწყვიტოთ, _ თქვა შარაშენიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ კი, ყველა კარგ წამოწყებაში გვერდით დგომა აღუთქვა ვეტერან ქორეოგრაფებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ, სავარაუდოდ, შეიქმნება ა(ა)იპ ორგანიზაცია და ანსამბლსაც სახელი დაერქმევა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რვა ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს: "შვიდკაცა", "შემოქმედი", "ვახტანგური", "ელესა", "იადონი", "რეხეული", "ალილუია"და სახელმწიფო ანსამბლი "გურია".

აღნიშნული ანსამბლების არაერთი წევრი, რომელიც ამ ეტაპზე თავს იკავებს ღია კომენტარისგან, აცხადებს, რომ ამ ანსამბლებში, არანაკლები პროფესიონალი და ცნობილი ხელოვანები მოღვაწეობენ, გააჩნიათ მაღალი საშემსრულებლო კლასი, თუმცა, ხელფასი მიზერულია _ 150 ლარიდან 350 ლარამდე, ხელმძღვანელების გარდა, რომელთაც შედარებით მეტი აქვთ, თუმცა, სახარბიელო არც ეს არის. ისინი ამბობენ, რომ თუ ბიუჯეტში საშუალება გაჩნდა, არის თუ არა უფრო მიზნობრივი ის, რომ ჯერ არსებულ ანსამბლებში მოუმატონ ხელოვანებს ხელფასი? ან რა აუცილებლობამ გამოიწვია კიდევ ერთი ახალი ანსამბლის შექმნა, რომლის წევრთა უმეტესობა დასაქმებულია, აქვთ ხელფასები, ხოლო გურული ფოლკლორის უზარმაზარი საგანძურის საძიებლად და მზის სინათლეზე გამოსატანად ოზურგეთში საგანგებოდ ფოლკლორის სახლი გაიხსნა, რომლის არსებობის და საქმიანობის საფუძველი სწორედ ფოლკლორულ წიაღში ჯერ აღმოუჩენელი მარგალიტების ძიება და არსებულის კიდევ უფრო დახვეწა და შთამომავლობისთვის გადაცემაა?!

იქნება თუ არა კიდევ ერთი ახალი ანსამბლის დაფუძნება და დაფინანსება არაეფექტური? არის თუ არა ამის საჭიროება და საკმარის ფინანსებს როგორ გამოყოფს ბიუჯეტი? არსებობს თუ არა ადმინისტრაციული შენობა? რომელიც არსებობს, სადაც განთავსებულა ააიპ მოსწავლე ახალგაზრდობის და რეკრეაციულ გაერთიანებათა ცენტრი, ტექნიკურად გაუმართავი და მოუწესრიგებელია, ხშირად რომ "ერთი დიდი დომხალის" სახელით მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა დაფინანსების უფლებას იძლევა. ჯერჯერობით "უსახელო ანსამბლის" წევრები კი არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრები ადამიანები არიან.

კითხვაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ ერთი ახალი ანსამბლის დაფინანსება, როცა არსებულ უამრავ ფოლკლორულ ანსამბლის წევრებს მიზერული ხელფასები აქვთ და არის თუ არა ეს სამართლებრივად სწორი ნაბიჯი, ააიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის და რეკრეაციულ დაწესებულებათა გაერთიანების" უფროსი თამარ ნადირიძე მოკლედ გვპასუხობს:

_ მე არაფერი არ ვიცი ამის შესახებ. ეს თვითონ ქორეოგრაფებმა შექმნეს, _ გვითხრა მან და გვთხოვა, ეს გვეკითხა გურიის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარისთვის, მელის ნადირიძისთვის, რომელიც მისი ძმაა.

მელის ნადირიძემ "გურია ნიუსთან" ასეთი განმარტება გააკეთა:

_ ჩვენ ეს ყველაფერი იდეის დონეზე წარმოვადგინეთ. ჯერ ენთუზიამზე ვმუშაობთ, ჩვენი ჯიბის ფულით. ვაჩვენეთ ხელისუფლებას, ხალხს. ჯერ ერთი, მე არ ვედრები სხვა ფოლკლორულ ანსამბლებს. დამისახელებთ, რომელ მათგანშია ცეკვა? ვეტერან ქორეოგრაფებს დახმარება და დაფასება სჭირდებათ. მოცეკვავეს ერთხელ ფეხი რომ გადაუბრუნდეს, დამთავრებულია...

_ ბატონო მელის, ასე ფეხბურთელსაც რომ გადაუბრუნდეს ფეხი, დამთავრებულია...

_ ფეხბურთელს უზარმაზარი დაფინანსება აქვს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ქორეოგრაფები არ არიან დაფასებულები. რა გააჩნიათ მათ ამდენი წლის სანავლოდ?

_ ხალხის სიყვარული, ბატონო მელის...

_ ჰოდა, მარტო სიყვარული თუ არის საკმარისი, შეინახონ ოჯახები ხალხის დიდი სიყვარულით. ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, ამ პრეტენზიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მისამართი. ვიმეორებ, ჩვენ იდეის დონეზე წარმოვადგინეთ საკითხი და ჯერ არავინ იცის, დადებითად გადაწყდება თუ არა...

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამოსულმა ოზურგეთის მერმა ფინანსთა სამინისტროს მოშველიება და დახმარება სწორედ იმიტომ დააანონსა, რომ ბიუჯეტს გაუჭირდება ამდენი ფოლკლორული ანსამბლის დაფინანსება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მთლიანად არ აიღო. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მერზე უსიტყვო ზეწოლაც ხდება და საარჩევნო პერიოდში დახმარებისა და თანადგომის სანაცვლოდ მისგან გამუდმებით ითხოვენ ახალი საშტატო ერთეულების შექმნას. გაუძლებს კი ოზურგეთის ბიუჯეტი ამდენს?

"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემაზე მუშაობს და ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ჩვენს მკითხველებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...