თეა წულუკიანი: ერთადერთი, რაც მაღელვებს არის ის, რომ ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ერთადერთი, რაც მაღელვებს არის ის, რომ ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს

2019 სექ 26 07:53:11

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი კონსტიტუციას არღვევს. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ადამიანი. მოცემული კონკრეტული კონიუნქტურიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დროებით არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ეს პროცესი არ დაიხვეწება, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მას აღელვებს ის ფაქტი, რომ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს.

ერთადერთი, რაც მაღელვებს არის ის, რომ ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს. არიან პატიმრები, რომლებიც 7, 10, 15, 20 წელია იხდიან სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს, შრომობენ ციხეში, გახდნენ მაგალითად სტუდენტი, ან სტუდენტობის ხანა გაუვიდათ ციხეში, შეიძინეს პროფესია და გარეთ ელოდებათ ოჯახი, იციან, როგორ მოუარონ ახალ ცხოვრებას თავისუფლებაზე ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, მათი საქმეც იქნას განხილული და გადაწყვეტილება მიღებული – ან დადებითი, ან უარყოფითი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი შეწყალების კრიტერიუმებზე საუბრობს.

„არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ, უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება. განვმარტავ, როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს, მაგალითისთვის, ცხრა წელი ორი წლის თავზე. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა. ჩვენ, ალბათ, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს ერთ 20-25 წლის შემდეგ, მისი ასაკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მონანიების ხარისხიდან, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე, არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით. ამიტომაც ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას შეწყალების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შემოტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტიც, რომელიც, იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს სამწუხაროდ არ არის.

„მაგალითისთვის შემოგთავაზებთ პირობით ვადაზე გათავისუფლების ე.წ. უდოს საბჭოს. როდესაც სახეზეა დაზარალებული, საბჭო ყოველთვის კითხულობს, რას ფიქრობს დაზარალებული მოცემული პატიმრის გარეთ გამოსვლასთან დაკავშირებით. თუ კი იგივე მიდგომა იქნება შეწყალების პროცესშიც, ჩვენ ამას მივესალმებით. აქამდეც რომ ასე ყოფილიყო, ის პრობლემები და საკითხები არ წამოიჭრებოდა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

1tv.ge




 ახალი ამბები
  • დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორისსოსო რობაქიძესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რობაქიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ხელისუფლების დაკვეთას ნუ ... ...
  • მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები პარლამენტთან ნაძვის ხეზე,,გაბედეს" წევრებმა პარლამენტის წინ მიტანილ ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ... ...
  • კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანა და მას სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ორი წლისა და სამი თვის ვადით  თანამდებობის დაკავების ... ...
  • "ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ"საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითზე არაერთხელ მოხდა მწვავე განცხადებების გაკეთება და დაპირისპირება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს: “პარლამენტში ახლა მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება!“ ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ და ზოგს კიდევ უფრო დიდ ... ...
  • მკვლელობა და ყაჩაღობა წალკაში-პოლიციამ დამნაშავეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...