108 წლის ჟენია ცეცხლაძე ოპერაციის შემდეგ მხნედაა და „გურია ნიუსს“ პირველ ინტერვიუს აძლევს

საზოგადოება

108 წლის ჟენია ცეცხლაძე ოპერაციის შემდეგ მხნედაა და „გურია ნიუსს“ პირველ ინტერვიუს აძლევს

2019 ნოე 6 20:29:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში (ცხემლისხიდის თემი) მცხოვრები ჟენია ცეცხლაძე, რომელმაც ოზურგეთის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გაიკეთა საკმაოდ რთული ოპერაცია  (ამოკვეთეს ნაღვლის ბუშტი), თავს მხნედ გრძნობს და ორ დღეში, როგორც ექიმები გვეუბნებიან, უკვე საავადმყოფოდან  შინ გაწერენ.


_ უეცარი შეტევა მომცა, ყველაფერი მტკიოდა, ვერ მივხვდი, რის ბრალი იყო. სასწრაფოდ გადმომიყვანეს საავადმყოფოში და ღმერთმა ამათ  უშველოთ, გადამარჩინეს.  ექიმმა  ტიტე მგელაძემ გამიკეთა ოპერაცია.  ორ დღეში სახლში წავალ, _ გვეუბნება ჟენია ბებო და ფოტოს  გადაღებზე გვთანხმდება, თან მორიდებული ღიმილით ხუმრობს, ძალიან ვერ გავიცინებ, ყველა კბილი ჯერ არ ამომსვლიაო.

სიმპათიური, ფუმფულა,  სასიამოვნოდ მოსაუბრე  ქალბატონი, იმდენად კარგად გამოიყურება, რომ  მნახველი შეეჭვდება, საუკუნე თუ კარგა ხნის წინ მოიტოვა უკან.

 კითხვაზე ნამდვილად 108 წლის არის თუ არა,  კვლავ იღიმება:

_ კარგად კი არ მახსოვს ჩემი დაბადების წელი, მაგრამ პასპორტი აგერ არის, ნახეთ, 1911 წლის 5 მაისს რომ ვარ დაბადებული, წერია პირადობის მოწმობაში.   

_ ცოტა რაიმეს თუ გვიამბობთ  თქვენი ბიოგრაფიიდან?

_ ცოტა გვიან კი დავქორწინდი. ნინიძის ქალი ვარ. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. მერე ერთადერთი შვილიც მომიკვდა... და 40 წლის შვილიშვილი. ბევრი სიმწარეც ვნახე. დიდხანს სიცოცხლემ ესეც იცის. ძალიან მიჭირს საუბარი. ორი შვილიშვილი მყავს და ოთხი შვილთაშვილი, ძალიან მივლიან.  

_ პენსიის გარდა, რამე დახმარება თუ გაქვთ სახელმწიფოსგან?

_ ერთხელ სამასი  ლარი მომცეს.  მეტი  არაფერი.

_ საახალწლოდ ან სარვამარტოდ ხელისუფლებისგან თუ იღებთ მოლოცვას?

_ არა, მაგრამ მთავრობამ რა იცის? სოფელში ხომ აქვთ ჩემი მონაცემები.  აქედან თუ არ უთხრა ვინმემ, იქ  რა იციან. ყველა კარგად იყოს.  რა ვქნა...

_ ქალბატონო ჟენია,  საახალწლოდ აუცილებლად გესტუმრებით, ჩვენს ქვეყანას  დამდეგი წლის მილოცვა თქვენგან განსაკუთრებით დაშვენდება.

_ აუცილებლად, ნენა, თუ მივაღწიე, კი, თუ არადა, ახლა მიულოცეთ, _ თბილ სიტყვებს თბილი ღიმილი მოაყოლა და ხელიც დაქნევით დაგვემშვიდობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ცხემლისხიდიდან, ქალბატონი  ლალი სიჭინავა,  „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ როგორც ხანდაზმულ პენსიონერს, ქალბატონ ჟენია ცეცხლაძეს , კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ 300 ლარის ოდენობით ეძლევა დახმარება.

_ როდის გაიკეთა ოპერაცია არ გაგვაგებინეს, თუმცა, როცა მოვიდა მისი ოჯახის წევრი, მომზადდა შუამდგომლობა ჩვენგან და  მუნიციპალიტეტის  მერიიისგან, ქალბატონ ჟენია ცეცხლაძეს  ჩაერიცხება 500 ლარი პირად ანგარიშზე, _ გვითხრა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ცხემლისხიდში შოთა მახარაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში, 40-დან 40 ქულა, ფიზიკაში, 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 20-დან 20 ქულა. _მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუკგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი. გიორგი მეგრელიძეს „გურია ნიუსი“   დაუკავშირდა: _მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში შედგება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...
  • დავით მჟავანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესენმ-ს ოზურგეთელი  ლიდერი დავით მჟავანაძე და მასთან ერთად 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?