ლანჩხუთის საკრებულომ გრიგოლეთის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

საზოგადოება

ლანჩხუთის საკრებულომ გრიგოლეთის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

2019 ოქტ 8 12:59:42

ლანჩხუთის საკრებულომ დაამტკიცა გრიგოლეთის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც 50-გვერდიანია და საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა დეპუტატ ამირან გიგინეიშვილის თაოსნობით. აღნიშნული სტრატეგიის ზოგადი მიზანია, გრიგოლეთის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საშუალოვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მოსახლეობის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ზრდის შედეგად.

როგორც ცნობილია, გრიგოლეთის საზღვაო სანაპირო ზოლის კვლევა, თავის დროზე, პროექტით "გურიის რეგიონის სამკურნალო ტურიზმის პოტენციალის ზრდა გრიგოლეთის პლაჟის ქვიშის ანომალური მაგნიტური რუკის ფორმირების საფუძვლების" ფარგლებში დაიწყო. პროექტის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სასოფლო დარბაზი გახლდათ, ხოლო დონორ ორგანიზაციად ნორვეგიის მთავრობა მოგვევლინა.
კვლევა ითვალისწინებდა გრიგოლეთის ზღვისპირა ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლის მაგნიტური ველის და ქვიშის მაგნიტური შემთვისებლობის გამოკვლევას სამ პარალელურ პროფილზე და ქვიშის სინჯების აღებას ლითოლოგიური და მინერალოგიური ანალიზის ჩასატარებლად.

აღნიშნულ საკვლევ სამუშაოებს აწარმოებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი რ. გოგუა; აკადემიური დოქტორი, პროფესორი ჯ. ქირია; აკადემიური დოქტორი ნ. ღლონტი და აკადემიური დოქტორი, პროფესორი შ. თავართქილაძე.

როგორც სტრატეგიულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, გრიგოლეთში ჩატარებულმა კვლევებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა _ თავისი ანომალიიდან გამომდინარე, ამ სანაპირო ზოლს ალტერნატივა არ აქვს, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ეს საკურორტო ზოლი დაფიქსირდეს, როგორც სამედიცინო მნიშვნელობის და მოხდეს მისი პოპულარიზაცია.

"აღმოჩნდა, რომ ანომალური ველის მინიმალური მაჩვენებელი 250 ნანოტესლას შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური _ 615 ნანოტესლას. ეს მაშინ, როცა მაგნიტოთერაპიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ითვლება, რომ თუ ანომალური ველი აჭარბებს 120 ნანოტესლას, იგი იძლევა შესაძლებლობას, ვუმკურნალოთ ადამიანების გულსისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მრავალ დაავადებას მედიკამენტოზური ჩარევების გარეშე. ვინაიდან გრიგოლეთის ანომალური მაგნიტური ველის ინტენსივობა 400-500 ნანოტესლის ფარგლებშია, ის სამ-ოთხჯერ აღემატება მინიმალურ სამკურნალო ზღვარს, რაც ამ კვლევის მთავარი მნიშვნელოვანი შედეგია", _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი. მისივე ინფორმაციით, სტრატეგიულ გეგმაში დეტალურადაა გაწერილი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რა ღონისძიებებია გასატარებელი და რა განვითარება შეიძლება მოხდეს გრიგოლეთში.

 "მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ სანაპირო ზოლზე ქვა-ღორღის ისევ დაყრას, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, რაც დაუშვებელია. ამით უნიკალურ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, რომ გრიგოლეთი განვითარდეს, როგორც კურორტი და იქ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. ამიტომ, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მსგავსი ქმედებები დამღუპველია", _ დასძენს გიგინეიშვილი.




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...