მეუფე, რომელიც ილიას მედლით დააჯილდოვეს, გუშინ საგურამოში არ ჩავიდა

საზოგადოება

მეუფე, რომელიც ილიას მედლით დააჯილდოვეს, გუშინ საგურამოში არ ჩავიდა

2019 ნოე 9 18:25:54

გუშინ, როცა თბილისში ქარის წისქვილებთან ბრძოლა ყოფილა გაჩაღებული, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, მის სახლმუზეუმში, მშვიდ, მზიან შემოდგომის ამინდში, პრემია "საგურამოს" დაჯილდოების ცერემონიალზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ერგო ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ქართლოს თეთრაული წერს.

თეთრაულის თქმით, მეუფემ წერილი გაგზავნა საგურამოში. "გურია ნიუსი" თეთრაულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"მეუფე გუშინ საგურამოში არ ჩამობრძანებულა. წერილი გამოაგზავნა, სადაც მის მოქალაქეობრივ პოზიციას ხსნის, რაც ვფიქრობ, ამ აბნეულ-დაბნეული საზოგადოებისთვის სანიმუშო და სანუგეშებელიც უნდა იყოს".

ნაწყვეტი მეუფის წერილიდან:

"რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის!
მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა და ძალის მომცემი; თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე სწორედ მისი საახალწლო წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..” წავიკითხე; ხოლო სტუდენტობისას როცა ვიწამე ქრისტე, ნათლობის დროს ვითხოვე ილია დაერქმიათ, ილიას პატივისცემითა და სიყვარულით..

1995 წლიდან ვიმყოფები ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, შიდა ქართლში, შუა ქართლში, შუაგულ საქართველოში; რომელმაც ამ უახლოეს წარსულშიც უდიდესი განსაცდელი გამოიარა და გვყავს მრავალი ათასი, სამოსახლოდან აყრილი და დევნილი ადამიანი..
ახალგორის რაიონი, ქსნის ულამაზესი ხეობა, სადაც ილია არაერთხელ ყოფილა სტუმრად თავის მეგობარ თავად კოლა, ქსნის ერისთავთან, სადაც კოლამ ილიას ვაჟა გააცნო და პირველად იქ მოასმენინა ვაჟას ლექსები და მისი ფანდურზე სიმღერები, ამ ადგილზე 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და სახლები ამიტომაც გადაურჩა მასიურ დაწვასა და განადგურებას, მაგრამ მრავალი სახლი დაკეტილია და მრავალი სკოლა დარჩენილია უბავშვებოდ. ერთხელ იკოთის გზაზე სკოლის მოსწავლე დავიმგზავრე და ვკითხე კლასში რამდენი მოსწავლე ხართ მეთქი და მიპასუხა ჩვენ ყველაზე ბევრნი - კლასში სამი ბავშვი - ვართო!..
ამა წლის სექტემბრის თვიდან, ისედაც რთულ ვითარებაში დარჩენილ ახალგორის რაიონის მოსახლეობას, კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა, რადგანაც გზა ჩაიკეტა და ხშირად თვით ავადმყოფობის დროსაც კი ვერ ახერხებენ წეროვანსა და თბილისში მკურნალობისათვის ჩასვლას. გზის ჩაკეტვის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა...

ბოლო შემთხვევამ კი ძალიან შემაწუხა, ცხადად, მწვავედ განვიცადე და დამაფიქრა ამ ამბავმა: ერთ იკოთელ ქალბატონს ინსულტი დაემართა, გზის ჩაკეტვის გამო ნება არ დართეს თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. შორი და რთული გზით ცხინვალისაკენ წაუყვანიათ, თითქოს იმ განზრახვითაც, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ავადმყოფს ერგნეთიდან გაატარებდნენ, მაგრამ იგი საავადმყოფოში გარდაცვლილა. ავადმყოფის ქმარს, იკოთში, როცა ტელეფონით შეატყობინეს თავისი ცოლის გარდაცვალება, ჩვენი მონასტრის წევრებს გამწარებულმა თურმე უსაყვედურა - რა გმირები თქვენა ხართ, ხმას რომ არ იღებთ, ჩუმად რომა ხართ? ხეობიდან ავადმყოფი ვეღარ გაგვიყვანია! თქვენი მეუფე აქ რომ იყო, ამბავი იყო ატეხილი, მთელი ქვეყანა შეძრეს და რა, ვინმემ რამით შეაწუხაო?ჯილდოებს იღებთ, რა გმირები თქვენა ხართო? ეხლა რატომ არავინ ხმას არ იღებთ ასეთ დღეში რომ ვართ ჩავარდნილიო!?. გულზე მეც მწარედ მომხვდა ცოლგარდაცვლილი ქმრის ტკივილი, ვიზიარებ მის მწუხარებას...

ილიას პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და რაც მის სახელს უკავშირდება ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი არის!.. და რადგანაც ეს პრემია ჩემზე უკვე გაცემულია მე მასზე უარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ისევ ილიას სიტყვებს დავესესხები, არ „გვინდა ტაში!“ და სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები, მაგრამ ღრმად მჯერა ისეთი დროც მოვა, როცა სიყვარული გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას!!!

მადლიერებით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია", _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართლოს თეთრაული.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?