"მთისა და ზღვის კურორტებზე საკუთრებაში უნებართვოდ შევარდნა აქსიომაა?"

საზოგადოება

"მთისა და ზღვის კურორტებზე საკუთრებაში უნებართვოდ შევარდნა აქსიომაა?"

2019 ოქტ 8 12:58:25

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, რომლის შინაარსი ასეთია: "მესაკუთრეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ზღვასთან ახლოს, ნატანებთან, ტოპონიმიკით "კაპროვანად" წოდებულ ტერიტორიაზე, დაგეგმილია "ჩქაროსნული გზის" (გაზის მაგისტრალი) ერთ-ერთი მონაკვეთის გაყვანა. ამ მიზნით საგზაო დეპარტამენტმა აქ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გარკვეული რაოდენობის გამოსყიდვა მოახდინა. 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, მესაკუთრეთა ნაკვეთების საზღვარზე, გაზის კომპანიამ მაღალი წნევის მილები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განალაგა. მილსადენის მშენებლობა, პრაქტიკულად, ამცირებს ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ღირებულებას. ვინ უნდა აგოს პასუხი ჩვენთვის მოყენებულ ზარალზე? გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოთ ეს საკითხი და გვიპასუხოთ", _ ასეთია ნატანებელ მოქალაქეთა თხოვნა.

30 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე სწორედ ამ საკითხმა მიიპყრო კომისიის წევრთა ყურადღება. კომისიას ნატანებელი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ შემოტანილ ასეთი სახის პეტიციას უყურადღებოდ ვერ დატოვებს საკრებულო:

_ ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ეხება მოქალაქეთა საკუთარ ნაკვეთზე გაზის მაგისტრალის გავლას. ეს ადამიანები თანამშრომლობენ სამხარაულის ბიუროსთან. საკითხი სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. საკრებულოს ამჯერად გააჩნია კომპრომისული წინადადება, რომ არ დავწეროთ ეს დასკვნაში და დაველოდოთ სამხარაულის ბიუროს პასუხს. თუმცა, არსებობს და მოვიძიეთ ნებართვა, რომ იქ მილების გაყვანა კანონიერია და დარღვევები არ იკვეთება. თუმცა, არის სხვა საკითხები, რომელზეც ბატონ ვასო ჯიოშვილს და მის თანამოაზრეებს აქვთ პრეტენზიები კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. პროექტის განხილვას და ანალიზს ჩვენ ვერ შევძლებთ. გამოვითხოვეთ ის, რაც ჩვენს კომპეტენციაში თავსდება _ ნებართვა, რომელიც არსებობს, 23 იანვარსაა გაცემული და შესაბამისი ბრძანებაც 23 იანვარს არის დაწერილი. ეს ადამიანები ჩვენი ამომრჩევლები არიან და უნდა დავუდგეთ გვერდით, თუმცა, დაველოდოთ კვლევის შედეგებს. სამხარაულის ბიუროს აქედან ჩვენ ვერ მივმართავთ _ მას უნდა მიმართოს ზედამხედველობის სამსახურმა. მხოლოდ იქედან მიღებული დასკვნის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. საკრებულო მერე დადებს თავის დასკვნას, არის თუ არა ეს ქმედება კანონიერი, _ თქვა ბიგვავამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ 2013 წლის კანონში, პირიქით, ის წერია, რომ მოქალაქე თუ განახორცილებს რაიმე აქტივობას კუთვნილ მიწაზე, მან თავად უნდა აიღოს ნებართვა, სახლის მშენებლობა იქნება, აუზის მშენებლობა თუ სხვა რამ.

სოფელ ნატანების მკვიდრმა ვასო ჯიოშვილმა თქვა, რომ გაზის მილების ჩაწყობა, პრაქტიკულად, სხვაგან იყო განსაზღვრული. ბრძანება გასცეს სხვაგან და დაალაგეს კიდევ უფრო სხვაგან:

_ ჩვენ მივმართეთ სამხარაულის ბიუროს და პასუხს ველოდებით, თუმცა, დახმარებას და თანადგომას ველით თქვენგანაც. 700 ამომრჩეველია სოფელში _ მარტო ჩვენი აზრი არაა ეს. თქვენი ამომრჩევლები ვართ და უნდა დაგვეხმაროთ, _ თქვა ჯიოშვილმა და ასევე, აღნიშნა, რომ დაინტერესდნენ, თუ წერია სადმე რომელი კატეგორიის ნებართვა აქვთ მიცემული და განმარტა, რომ აქ აუცილებლად უნდა იყოს გაცემული მეოთხე კატეგორიის ნებართვა.

_ თუ ეს ასეა, უნდა დადასტურდეს ბიუროს პასუხით. შემდეგ კი თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს, რომ იქ უკანონო მშენებლობა ხდება. საგზაო დეპარტამენტს მოწერილი აქვს, რომ ნორმატივების დაცვით ხდება ყველაფერი. აქ საეჭვო არის ის, რომ მილები არ არის დაყრილი იქ, სადაც უნდა იყოს დაყრილი. სხვა არგუმენტები ჩვენ არ გვაქვს. იყო ასეთი პასუხიც, რომ იმ მილს გადაიტანდნენ მუშაობის პროცესში იქ, სადაც საჭიროა, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ.

_ ეს სიტყვიერად გითხრეს, თუმცა, დღეისთვის ისევ იქ არიან და მშენებარე კომპანია სამი მეტრის მანძილითაც არ არის დაშორებული ჩვენი საკუთრებიდან, როცა მათ არ აქვთ უფლება 70 მეტრ მანძილზე მოგვიახლოვდნენ, _ თქვა ჯიოშვილმა.

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ უნდა დაელოდონ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას.

"გურია ნიუსი" ვასილ ჯიოშვილს და მის თანამოაზრეებს ესაუბრა _ ისინი აკონკრეტებენ საკუთარი პრობლემის არსს, რაც საკუთრებაში არსებული ფართობის გვერდით გაზის მილების ჩაყრას ეხება:

_ საქმე იმაშია, რომ ჩვენ საკუთრებაში არსებული მიწის ფართობიდან 2 მ-ის მანძილის დაშორებით მყოფი მილები ზღუდავს ჩვენს უფლებებს, ჩვენს საკუთრებას, რადგან მილების უარყოფითი ზემოქმედების არეალი 70 მეტრ მანძილამდე ვრცელდება. რა ხდება ამ დროს? ჩვენი კუთვნილი მიწის ფართი, ერთი კვ.მმ თუ ღირს 40 ლარი, უმალ ეცემა ფასი და ხდება 50 თეთრი. ეს საქმეა? დღემდე ვერ მივაღწიეთ სერიოზულ საუბარს. არის ასეთი პრობლემაც _ ახლა ამ მილსადენის ხაზს სხვა ტერიტორიაზე ვერ გადაიტანენ. ჩვენ კი ვზარალდებით. ამიტომ მოვითხოვთ კონსტიტუციაში რაც წერია, იმის ასრულებას _ როცა მოქალაქეს აზარალებენ, მას უნდა გადაეცეს კომპენსაცია. იყო დაპირება, რომ სხვა ადგილზე გადაიტანდნენ, თუმცა, ეს უფრო ჩვენს გასაჩუმებლად თქვეს, თორემ აქ სირბილი არ დაგვჭირდებოდა. ყველა რომ ჩაერევა, იქნებ, მერე გახდნენ იძულებულები, ადამიანურად დაგველაპარაკონ, _ ამბობენ ჯიოშვილი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც თავს დაზარალებულად თვლიან.

აქვე შევნიშნავთ, რომ "გურია ნიუსი" ახლახან წერდა კურორტ ბახმაროში მომხდარი მსგავსი ფაქტის შესახებ, კერძოდ, მოქალაქეს საკუთარ მიწის ფართობზე დაუკითხავად დაუდგეს ელექტრომრიცხველი. ახლახან შევიტყვეთ, რომ "გურია ნიუსში" გასული სტატიის შემდეგ, მრიცხველი გადაიტანეს სხვა ადგილზე, ანუ კერძო საკუთრება, სადაც უნებართვოდ შევიდნენ, დატოვეს.

ისმის კითხვა _ რა ხდება დღევანდელ გურიაში? ზღვისპირა თუ მთის კურორტებზე არსებულ კერძო საკუთრებაში შესვლა კი არა, როგორც დაზარალებულები ამბობენ, "შევარდნა აქსიომად იქცა?"

"გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს "კაპროვანში" მდებარე კერძო საკუთრების მფლობელთა უფლებების დარღვევების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და თანმიმდევრულად ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს.




 ახალი ამბები
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...