ოზურგეთის ქუჩებში კვლავ ბევრი ძაღლი გამოჩნდა იარლიყის გარეშე

საზოგადოება

ოზურგეთის ქუჩებში კვლავ ბევრი ძაღლი გამოჩნდა იარლიყის გარეშე

2019 სექ 10 11:35:49

"გურია ნიუსი, ახლახან წერდა, თუ როგორ დაესხა თავს მელექედურის მკვიდრს ძაღლი ოზურგეთის ბაზარში და იქვე მყოფ მოვაჭრეებს სამაშველო სამსახურის გამოძახება დასჭირდათ. საბედნიეროდ, აღნიშნულ შემთხვევა მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, დღეისთვის კვლავ უამრავი ძაღლი დადის ოზურგეთის ქუჩებში და მოქალაქეები ახლა უმეტესად ჟურნალისტებს გვირეკავენ, გვთხოვენ ადგილზე მისვლას, რომ პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ.

6 სექტემბერს, ოზურგეთში, ერთ-ერთი საცხობის წინ, დიდი ზომის ძაღლები გამოჩნდნენ, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა იარლიყი. წესდების თანახმად კი, ასეთი ძაღლი მუნიციპალური მომსახურების ცენტრს მხედველობიდან არ უნდა გამოეპაროს.

_ ქუჩაში ვერ გაგვივლია _ ყოველდღე ახალ-ახალი ნაკადი შემოყავს, მგონი, ვიღაცას. ან სად არის ამდენი ძაღლი _ ზრდიან და მერე ქუჩაში ყრიან? აბა, ტყიდან ხომ არ მოვიდოდნენ? არ შეგიძლიათ ისე დაწეროთ, რომ შედეგი გამოიღოს თქვენმა წერილმა? რა გამოვიდა, თუ წერთ და ძაღლები კი მრავლდებიან და უფრო მეტად ჩნდებიან ქალაქის ქუჩებში? _ გვეუბნება ოზურგეთელი მაია სამსონია.

_ "დაბირკული" უნდა დადიოდესო. ჯერ ერთი, რომელია დაბირკული და მეორეც, ძალიან სასიამოვნოა ამდენი მიუსაფარი ძაღლის ჯოგებად სიარული? ნუთუ არაფერი და არანაირი წესი არ არსებობს, რომ ეს საქმე მოგვარდეს? _ გვეუბნებიან გარე მოვაჭრეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არაერთხელ აწვდიან საკვებს მიუსაფარ ძაღლებს, თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ყოველდღე სრულყოფილად ოჯახის გამოსაკვები პურიც ვერ მიაქვთ სახლში, არათუ "ქუჩაში უღირსი ადამიანების მიერ გამოყრილი ძაღლების გამოსაკვებად" იყიდონ.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვების განყოფილების ხელმძღვანელს, გოგი მაღლაფერიძეს დაუკავშირდა.

კითხვაზე _ რატომ გამოჩნდა ქალაქში ისევ დაუნომრავი ძაღლები, მაღლაფერიძე გვპასუხობს, რომ ეს მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო ხდება:

_ კიდევ თუ "დაუბირკავი" ძაღლები ნახეთ, ეს იქნება ახალშემოყვანილი. ძალიან უსინდისოდ იქცევა ბევრი სოფლის მოქალაქე _ შემოყავთ პირდაპირ ქალაქში და ტოვებენ ქუჩებში. ჩვენ სულ დავდივართ, ვიჭერთ, თუ საჭიროა, ვუკეთებთ სტერილიზაციას, ვაბნევთ "ბირკას" და ვუშვებთ ისევ ქალაქში.

_ ბატონო გოგი, ქალაქიდან რომ გაიყვანონ სოფელში, ტყისკენ, უფრო სარწმუნოა და სოფლიდან ქალაქში როგორ მოჰყავთ და უშვებენ? ამას ვერავინ ხედავს?

_ ღამით მოჰყავთ, ბატონო, ღამით. ადვილად ჩამოირბენენ, უღებენ კარს, ან საბარგულიდან გადმოყავთ პირდაპირ. არაერთხელ წავესწარი. ხომ არ გგონიათ, გატყუებთ? ახლა რასაც მეუბნებით, ჩემთვის უცნობია, რადგან დილით არ იყო ქალაქის ტერიტორიაზე "დაუბირკავი" ძაღლები.

_ ახლახან გადაღებული ფოტოები გვაქვს _ ყველა ძაღლი იარლიყის და შესაბამისად, ნომრის გარეშეა, რის გამოც მოსახლეობა წუხს.

_ მჯერა, რომ გექნებათ. რამდენიმე წუთში გავალთ და მივხედავთ მაგ საქმეს.

გოგი მაღლაფერიძე, ასევე, გვესაუბრა სოფელ ოზურგეთში არსებული ძაღლების თავშესაფრის შესახებ:

_ ახლა თავშესაფარს უტარდება რემონტი. 15 დღის განმავლობაში დამთავრდება და ძაღლებს მათი მხრიდანაც მაქსიმალური ყურადღება მიექცევა. გარწმუნებთ, არც ახლა ვაკლებთ ყურადღებას, არც ჩვენ და არც ისინი, თუმცა, მოქალაქეები უფრო მეტად იქცევიან უპასუხისმგებლოდ და საზიანოდ ვიდრე _ ძაღლები. მიჰყავთ სახლში პატარა ლეკვები, ზრდიან, მერე ან არ მოსწონთ, ან რჩენა ეზარებათ და ქუჩაში აგდებენ. ცოდვაა ცხოველი, თუმცა, ეს ყველას ესმის? _ გვითხრა მაღლაფერიძემ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...